მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

1

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პირველი ივლისი, სამშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 12:13-ზე, მთვარე ქალწულშია – სიტყვას დღეს განსაკუთრებული ძალა აქვს, ტყუილად ლაპარაკი არ შეიძლება. კარგია ლოცვა, სიმღერა და წმინდა ტექსტების კითხვა. ფილტვები დაუცველია. ადვილია გაცივება. არ არის რეკომენდებული კბილების ამოღება. არ მიირთვათ ქათამი და კვერცხი. მიირთვით ხილი, შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ან მცენარეული ჩაი. რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა.
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
47 წლის ქალი, რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო, 18-წლიანი პარალიზების შემდეგ, ციფრული ავატარის საშუალებით ალაპარაკდა - როგორ მუშაობს უახლესი ტექნოლოგია და რას ამბობენ მეცნიერები?
47 წლის ქალი, რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო, 18-წლიანი პარალიზების შემდეგ, ციფრული ავატარის საშუალებით ალაპარაკდა - როგორ მუშაობს უახლესი ტექნოლოგია და რას ამბობენ მეცნიერები?

მძი­მედ პა­რა­ლი­ზე­ბულ­მა ქალ­მა ციფ­რუ­ლი ავა­ტა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით ლა­პა­რა­კი შეძ­ლო. ტექ­ნო­ლო­გია მისი ტვი­ნის სიგ­ნა­ლებს და სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბას "თარ­გმნის", რის შე­დე­გა­დაც პა­ცი­ენ­ტი ავა­ტა­რის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­უბ­რობს. ეს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვა იმედს აჩენს, რომ ტვი­ნის კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ინ­ტერ­ფე­ი­სე­ბი (BCI) ცხოვ­რე­ბის გარ­დაქ­მნის სა­შუ­ა­ლე­ბად იქ­ცე­ვა მათ­თვის, ვინც ინ­სულ­ტის ან ამი­ოტრო­ფუ­ლი გვერ­დი­თი სკლე­რო­ზის გამო ლა­პა­რა­კის უნა­რი და­კარ­გა.

აქამ­დე პა­ცი­ენ­ტებს უწევ­დათ ნელი მე­ტყვე­ლე­ბის სინ­თე­ზა­ტო­რებს დაყ­რდნო­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც თვა­ლის მი­დევ­ნე­ბით ან სა­ხის მცი­რე მოძ­რა­ო­ბით ახერ­ხებს სი­ტყვე­ბის გად­მო­ცე­მას. ამ­გვა­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ბუ­ნებ­რივ სა­უ­ბარს შე­უძ­ლე­ბელს ხდის.

უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გია ტვი­ნის ზე­და­პირ­ზე ჩად­გმულ მცი­რე ზო­მის ელექტრო­დებს იყე­ნებს, რათა აღ­მო­ა­ჩი­ნოს ელექტრუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა ტვი­ნის იმ ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც მე­ტყვე­ლე­ბას და სა­ხის მოძ­რა­ო­ბებს აკონ­ტრო­ლებს. ეს სიგ­ნა­ლე­ბი პირ­და­პირ ითარ­გმნე­ბა ციფ­რუ­ლი ავა­ტა­რის მე­ტყვე­ლე­ბა­ში და მისი სა­ხის გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა. ავა­ტარს შე­უძ­ლია გა­ი­ღი­მოს, შეჭ­მუხ­ნოს წარ­ბე­ბი ან გაკ­ვირ­ვე­ბა გა­მო­ხა­ტოს.

"ჩვე­ნი მი­ზა­ნია, აღ­ვად­გი­ნოთ კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სრუ­ლი, ხორ­ცშეს­ხმუ­ლი გზა", - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი ედ­ვარდ ჩენ­გი, რო­მე­ლიც სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შექ­მნის სა­მუ­შა­ო­ებს კა­ლი­ფორ­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უძღვე­ბა.

"ეს წინსვლა ჩვენ კი­დევ უფრო გვა­ახ­ლო­ებს იმას­თან, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ვე­ლი და რე­ა­ლუ­რი გა­მო­სა­ვა­ლი ვი­პო­ვოთ", - დას­ძენს პრო­ფე­სო­რი.

პა­ცი­ენ­ტი 47 წლის ენ ჯონ­სო­ნია. ქალ­მა 18 წლის წინ ტვი­ნის ღე­როს ინ­სულ­ტი გა­ნი­ცა­და, რის შემ­დე­გაც მძი­მე­დაა პა­რა­ლი­ზე­ბუ­ლი. მას არ შე­უძ­ლია მე­ტყვე­ლე­ბა ან ბეჭდ­ვა. ის, რო­გორც წესი, მოძ­რა­ო­ბის მიმ­ყოლ ტექ­ნო­ლო­გი­ას იყე­ნებს, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ის ცალ­კე­ულ ასო­ებს უთი­თებს. ამ კომ­პი­უ­ტე­რით ენს წუთ­ში მხო­ლოდ 14 სი­ტყვის თქმა შე­უძ­ლია.

ენი იმე­დოვ­ნებს, რომ ავა­ტა­რის ტექ­ნო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით, ის მო­მა­ვალ­ში მრჩევ­ლად მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბას შეძ­ლებს.

მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­მა ჯონ­სონს, მე­ტყვე­ლე­ბის­თვის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვან ტვი­ნის რე­გი­ონ­ზე 253 ელექტრო­დის­გან შემ­დგა­რი ძა­ლი­ან თხე­ლი ჩიპი ჩა­უ­ნერ­გა. იმპლე­მენ­ტა­ცი­ის შემ­დეგ, ენი ჯგუფ­თან ერ­თად, სის­ტე­მის ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ალ­გო­რით­მის გაწ­ვრთნა­ში მუ­შა­ობ­და, რათა სხვა­დას­ხვა გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის და ფრა­ზე­ბის მუდ­მი­ვი გან­მე­ო­რე­ბით ალ­გო­რითმს მისი ტვი­ნის სიგ­ნა­ლე­ბი აღ­მო­ე­ჩი­ნა.

ჯონ­სო­ნის და მეც­ნი­ერ­თა გუნ­დის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად, კომ­პი­უ­ტერ­მა 39 გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ბგე­რა ის­წავ­ლა. სიგ­ნა­ლე­ბის გა­სა­გებ წი­ნა­და­დე­ბე­ბად გა­და­სა­თარ­გმნად კი Chat GPT სტი­ლის ენის მო­დე­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. რაც შე­ე­ხე­ბა ავა­ტა­რის ხმას, ის ენის პა­რა­ლი­ზე­ბამ­დე სა­უბ­რის ჩა­ნა­წე­რის სა­ფუძ­ველ­ზე აღად­გი­ნეს.

ტექ­ნო­ლო­გია ჯერ კი­დევ არაა სრულ­ყო­ფი­ლი. სა­ტეს­ტო ცდი­სას ის სი­ტყვებს 72%-იანი სი­ზუს­ტით იც­ნობ­და, ტვი­ნი­დან გად­მო­ცე­მუ­ლი ტექ­სტის თარ­გმნის სის­წრა­ფე კი, წუთ­ში 78 სი­ტყვას შე­ად­გენ­და. ჩვე­უ­ლებ­რივ დი­ა­ლოგ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში 110-150 სი­ტყვას ვამ­ბობთ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო მიღ­წე­ვე­ბი გვარ­წმუ­ნებს, რომ ტექ­ნო­ლო­გია უკვე პრაქ­ტი­კუ­ლად სა­სარ­გებ­ლოა პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის.

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, მათი შემ­დე­გი ნა­ბი­ჯი BCI-ის უკა­ბე­ლო ვერ­სი­ის შექ­მნა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვის ქა­ლის ქვეშ და­ი­ნერ­გე­ბა.

"ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის თა­ვი­ან­თი ტექ­ნო­ლო­გი­ის მარ­თვის სა­შუ­ა­ლე­ბის მი­ცე­მა დიდ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მათ და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და სო­ცი­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე", - ამ­ბობს დოქ­ტო­რი დე­ვიდ მოსე, კვლე­ვის თა­ნა­ავ­ტო­რი და ნევ­რო­ლო­გი­უ­რი ქი­რურ­გი­ის პრო­ფე­სო­რი.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

:/
11

ამზადებენ ნელნელა ადამიანებს

ავტორი:

47 წლის ქალი, რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო, 18-წლიანი პარალიზების შემდეგ, ციფრული ავატარის საშუალებით ალაპარაკდა - როგორ მუშაობს უახლესი ტექნოლოგია და რას ამბობენ მეცნიერები?

47 წლის ქალი, რომელსაც ლაპარაკი არ შეეძლო, 18-წლიანი პარალიზების შემდეგ, ციფრული ავატარის საშუალებით ალაპარაკდა - როგორ მუშაობს უახლესი ტექნოლოგია და რას ამბობენ მეცნიერები?

მძიმედ პარალიზებულმა ქალმა ციფრული ავატარის საშუალებით ლაპარაკი შეძლო. ტექნოლოგია მისი ტვინის სიგნალებს და სახის გამომეტყველებას "თარგმნის", რის შედეგადაც პაციენტი ავატარის საშუალებით საუბრობს. ეს ტექნოლოგიური მიღწევა იმედს აჩენს, რომ ტვინის კომპიუტერული ინტერფეისები (BCI) ცხოვრების გარდაქმნის საშუალებად იქცევა მათთვის, ვინც ინსულტის ან ამიოტროფული გვერდითი სკლეროზის გამო ლაპარაკის უნარი დაკარგა.

აქამდე პაციენტებს უწევდათ ნელი მეტყველების სინთეზატორებს დაყრდნობოდნენ, რომლებიც თვალის მიდევნებით ან სახის მცირე მოძრაობით ახერხებს სიტყვების გადმოცემას. ამგვარი ტექნოლოგიები პაციენტებისთვის ბუნებრივ საუბარს შეუძლებელს ხდის.

უახლესი ტექნოლოგია ტვინის ზედაპირზე ჩადგმულ მცირე ზომის ელექტროდებს იყენებს, რათა აღმოაჩინოს ელექტრული აქტივობა ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მეტყველებას და სახის მოძრაობებს აკონტროლებს. ეს სიგნალები პირდაპირ ითარგმნება ციფრული ავატარის მეტყველებაში და მისი სახის გამომეტყველებაზეც აისახება. ავატარს შეუძლია გაიღიმოს, შეჭმუხნოს წარბები ან გაკვირვება გამოხატოს.

<iframe src="//www.cbc.ca/i/phoenix/player/syndicate/?mediaId=2257900611709" width="640" height="360" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

"ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ კომუნიკაციის სრული, ხორცშესხმული გზა", - ამბობს პროფესორი ედვარდ ჩენგი, რომელიც საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შექმნის სამუშაოებს კალიფორნიის უნივერსიტეტში უძღვება.

"ეს წინსვლა ჩვენ კიდევ უფრო გვაახლოებს იმასთან, რომ პაციენტებისთვის ყველაზე სასურველი და რეალური გამოსავალი ვიპოვოთ", - დასძენს პროფესორი.

პაციენტი 47 წლის ენ ჯონსონია. ქალმა 18 წლის წინ ტვინის ღეროს ინსულტი განიცადა, რის შემდეგაც მძიმედაა პარალიზებული. მას არ შეუძლია მეტყველება ან ბეჭდვა. ის, როგორც წესი, მოძრაობის მიმყოლ ტექნოლოგიას იყენებს, რომლის საშუალებითაც ის ცალკეულ ასოებს უთითებს. ამ კომპიუტერით ენს წუთში მხოლოდ 14 სიტყვის თქმა შეუძლია.

ენი იმედოვნებს, რომ ავატარის ტექნოლოგიის წყალობით, ის მომავალში მრჩევლად მუშაობის დაწყებას შეძლებს.

მეცნიერთა ჯგუფმა ჯონსონს, მეტყველებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ტვინის რეგიონზე 253 ელექტროდისგან შემდგარი ძალიან თხელი ჩიპი ჩაუნერგა. იმპლემენტაციის შემდეგ, ენი ჯგუფთან ერთად, სისტემის ხელოვნური ინტელექტის ალგორითმის გაწვრთნაში მუშაობდა, რათა სხვადასხვა გამონათქვამების და ფრაზების მუდმივი განმეორებით ალგორითმს მისი ტვინის სიგნალები აღმოეჩინა.

ჯონსონის და მეცნიერთა გუნდის ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპიუტერმა 39 განსხვავებული ბგერა ისწავლა. სიგნალების გასაგებ წინადადებებად გადასათარგმნად კი Chat GPT სტილის ენის მოდელი გამოიყენებოდა. რაც შეეხება ავატარის ხმას, ის ენის პარალიზებამდე საუბრის ჩანაწერის საფუძველზე აღადგინეს.

ტექნოლოგია ჯერ კიდევ არაა სრულყოფილი. სატესტო ცდისას ის სიტყვებს 72%-იანი სიზუსტით იცნობდა, ტვინიდან გადმოცემული ტექსტის თარგმნის სისწრაფე კი, წუთში 78 სიტყვას შეადგენდა. ჩვეულებრივ დიალოგში ადამიანები ერთი წუთის განმავლობაში 110-150 სიტყვას ვამბობთ. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ ბოლო მიღწევები გვარწმუნებს, რომ ტექნოლოგია უკვე პრაქტიკულად სასარგებლოა პაციენტებისთვის.

მეცნიერების თქმით, მათი შემდეგი ნაბიჯი BCI-ის უკაბელო ვერსიის შექმნა იქნება, რომელიც თავის ქალის ქვეშ დაინერგება.

"ადამიანებისთვის თავიანთი ტექნოლოგიის მართვის საშუალების მიცემა დიდ გავლენას მოახდენს მათ დამოუკიდებლად ცხოვრების ხარისხსა და სოციალურ ურთიერთობებზე", - ამბობს დოქტორი დევიდ მოსე, კვლევის თანაავტორი და ნევროლოგიური ქირურგიის პროფესორი.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა