საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეძებ მერაბს, რომელიც 12 წლის ასაკში ჩემი ძმა უნდა გამხდარიყო..." - რას წერს ლადო აფხაზავა
"ვეძებ მერაბს, რომელიც 12 წლის ასაკში ჩემი ძმა უნდა გამხდარიყო..." - რას წერს ლადო აფხაზავა

მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი, პე­და­გო­გი ლადო აფხა­ზა­ვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

"ვე­ძებ მე­რაბს, რო­მე­ლიც 12 წლის ასაკ­ში ჩემი ძმა უნდა გამ­ხდა­რი­ყო, მაგ­რამ დაგ­ვას­წრეს და სა­მეგ­რე­ლო­ში გა­აშ­ვი­ლეს.

ეს ამ­ბა­ვი ასე და­ი­წყო: 12 წლის როცა ვი­ყა­ვი, ფეხ­ზე, წვი­ვის ძვალ­ზე სიმ­სივ­ნეს ვებ­რძო­დი, თუმ­ცა გა­მი­მარ­თლა და გა­დავ­რჩი ჩემი მშობ­ლე­ბის და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლის შე­დე­გად. თბი­ლის­ში, ჩხე­ი­ძის ქუ­ჩა­ზე, ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში ვმკურ­ნა­ლობ­დი, იქ ბავ­შვთა სახ­ლი­დან ერთი ბიჭი, მე­რე­ბი­კო მო­იყ­ვა­ნეს, რო­მელ­საც ფე­ხის ტერ­ფე­ბი მტრე­დის გუ­ლი­ვით ამოზ­ნე­ქი­ლი ჰქონ­და ცერა თი­თებ­თან.

"მე­რა­ბი­კო ცი­კი­ნი­ნი ვარ" - ასე ეც­ნო­ბო­და ყვე­ლას. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იყო იქ, მაგ­რამ პა­ტა­რა მე­რა­ბი­კომ მხო­ლოდ ჩვენ ამოგ­ვარ­ჩია და სულ ჩვენ­თან იყო. გვა­ბა­ნი­ნებ­და, გვა­წეს­რი­გი­ნებ­და თავს, ჩვენ­თან ერ­თად უნდა ესა­დი­ლა, სულ ელო­დე­ბო­და ჩემს გაღ­ვი­ძე­ბას, მთხოვ­და თა­მაშს და ასე გა­ვი­და ორი თვეც. მე უკვე სახ­ლში გა­მომ­წე­რეს და როცა სახ­ლში მოვ­დი­ო­დით, დე­დამ მი­თხრა, რომ ის ჩა­მიყ­ვან­და თუ არა სო­ფელ­ში, ისევ უკან უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო მე­რა­ბი­კოს­თვის. ჩა­ვე­დით თუ არა, მე­ო­რე დღეს თბი­ლი­ში წა­ვი­და და სამი დღე არ ჩა­მო­სუ­ლა.

სა­ბუ­თებს აკე­თებ­და, თუმ­ცა მე­რა­ბი­კო ამ სამ დღე­ში უკვე გა­აშ­ვი­ლეს. ვი­ცით ის, რომ სა­მეგ­რე­ლო­ში წა­იყ­ვა­ნეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. დე­დას ყო­ველ­თვის ვა­ტყობ­დი, ბევ­რს ფიქ­რობ­და ამა­ზე, თუმ­ცა არას­დროს ახ­სე­ნებ­და, მხო­ლოდ მე­რა­ბი­კოს შე­მო­ხა­ზულ თი­თებს კოც­ნი­და, რო­მე­ლიც ერთ-ერთ წიგ­ნის ყდა­ზე შე­მოგ­ვრჩა. მე კი 12 წლი­დან ვე­ძებ მე­რა­ბი­კოს და ვერ ვი­პო­ვე, თუმ­ცა არა მგო­ნია, მის მშობ­ლებს მე­რა­ბი­კოს­თვის არ ეთ­ქვათ სი­მარ­თლე.

ის ახლა 33-36 წლის იქ­ნე­ბა, ცხოვ­რობს სა­მეგ­რე­ლო­ში და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ხელს არ შე­უც­ვლიდ­ნენ. შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს უც­ნა­უ­რად მო­ეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ რად­გან ჩვე­ნი­ა­ნად მი­ვიჩ­ნი­ეთ და ამ გან­ცდით ვი­ცხოვ­რეთ მთე­ლი ეს წლე­ბი, ძა­ლი­ან მინ­და ვი­პო­ვო და ისევ გვქონ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა." - წერს ლადო აფხა­ზა­ვა "ფე­ის­ბუქ­ში".

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დიახთ!!!!!ს
1

დიახთ შენ რა გითხარი დიახთ. თუ ასეთები ხართ ქოცები,,კარგად გქონიათ საქმე, აბა თქვენ იცით ასე გააგრძელეთ. მე კი დროზე მივხვდი და გამოვასწარი. ლადოს მადლობა რომ ზრუნავს მოსწავლეებზე და საერთოდ გვიმრავლოს ღმერთმა ასეთი პედაგოგები. 

მასხარა.
1

ქ ო ც ე ბ ო!!!! კი რდგან ნცია ( უი სასწრაფოს მძღოლი ყოფილა ერთი და ეს ლოთი კაცი მძღოლად თან სასწრაფოს!! ყოჩაღ!!) ამიტომ თქვენ სააკაშვილს რომ იწუნებდით უარესს აკეთებთ უნდა ცემოთ აგინოთ.. და თან რადგან ლადო აფხაზავა ნაცია რუსული კანონი უნდა მივიღოთ!? ვაა ეს გამო@ლევებული ქოცები ხართ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ვეძებ მერაბს, რომელიც 12 წლის ასაკში ჩემი ძმა უნდა გამხდარიყო..." - რას წერს ლადო აფხაზავა

"ვეძებ მერაბს, რომელიც 12 წლის ასაკში ჩემი ძმა უნდა გამხდარიყო..." - რას წერს ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, პედაგოგი ლადო აფხაზავა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

"ვეძებ მერაბს, რომელიც 12 წლის ასაკში ჩემი ძმა უნდა გამხდარიყო, მაგრამ დაგვასწრეს და სამეგრელოში გააშვილეს.

ეს ამბავი ასე დაიწყო: 12 წლის როცა ვიყავი, ფეხზე, წვივის ძვალზე სიმსივნეს ვებრძოდი, თუმცა გამიმართლა და გადავრჩი ჩემი მშობლების დაუღალავი ბრძოლის შედეგად. თბილისში, ჩხეიძის ქუჩაზე, ღუდუშაურის კლინიკაში ვმკურნალობდი, იქ ბავშვთა სახლიდან ერთი ბიჭი, მერებიკო მოიყვანეს, რომელსაც ფეხის ტერფები მტრედის გულივით ამოზნექილი ჰქონდა ცერა თითებთან.

"მერაბიკო ციკინინი ვარ" - ასე ეცნობოდა ყველას. ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, მაგრამ პატარა მერაბიკომ მხოლოდ ჩვენ ამოგვარჩია და სულ ჩვენთან იყო. გვაბანინებდა, გვაწესრიგინებდა თავს, ჩვენთან ერთად უნდა ესადილა, სულ ელოდებოდა ჩემს გაღვიძებას, მთხოვდა თამაშს და ასე გავიდა ორი თვეც. მე უკვე სახლში გამომწერეს და როცა სახლში მოვდიოდით, დედამ მითხრა, რომ ის ჩამიყვანდა თუ არა სოფელში, ისევ უკან უნდა დაბრუნებულიყო მერაბიკოსთვის. ჩავედით თუ არა, მეორე დღეს თბილიში წავიდა და სამი დღე არ ჩამოსულა.

საბუთებს აკეთებდა, თუმცა მერაბიკო ამ სამ დღეში უკვე გააშვილეს. ვიცით ის, რომ სამეგრელოში წაიყვანეს არაჩვეულებრივმა ადამიანებმა. დედას ყოველთვის ვატყობდი, ბევრს ფიქრობდა ამაზე, თუმცა არასდროს ახსენებდა, მხოლოდ მერაბიკოს შემოხაზულ თითებს კოცნიდა, რომელიც ერთ-ერთ წიგნის ყდაზე შემოგვრჩა. მე კი 12 წლიდან ვეძებ მერაბიკოს და ვერ ვიპოვე, თუმცა არა მგონია, მის მშობლებს მერაბიკოსთვის არ ეთქვათ სიმართლე.

ის ახლა 33-36 წლის იქნება, ცხოვრობს სამეგრელოში და დარწმუნებული ვარ, სახელს არ შეუცვლიდნენ. შეიძლება ვინმეს უცნაურად მოეჩვენოს, მაგრამ რადგან ჩვენიანად მივიჩნიეთ და ამ განცდით ვიცხოვრეთ მთელი ეს წლები, ძალიან მინდა ვიპოვო და ისევ გვქონდეს ურთიერთობა." - წერს ლადო აფხაზავა "ფეისბუქში".