კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს... " - როგორ უნდა მოვიქცეთ დიარეის დროს: ინფექციონისტის რეკომენდაციები
"სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს... " - როგორ უნდა მოვიქცეთ დიარეის დროს: ინფექციონისტის რეკომენდაციები

ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი მაია ბუ­წაშ­ვი­ლი დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ პოტს წერს და რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ვეყ­ნებს.

"ამ­ჟა­მად ხში­რია დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით კუ­რორ­ტებ­ზე. დი­ა­რე­ად კვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა ნაწ­ლავ­თა მოქ­მე­დე­ბა დღე­ში 3-ჯერ ან მე­ტად თხი­ე­რი გა­ნავ­ლით. რამ­დე­ნი­მე რჩე­ვა დი­ა­რე­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით: პირ­ველ რიგ­ში, დი­ა­რე­ის დროს ნუ მი­ვი­ღებთ ან­ტი­ბი­ო­ტიკს, თუ არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი გა­ნავ­ლის ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვა და არ და­დას­ტურ­და ან­ტი­ბი­ო­ტი­კის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

დღემ­დე აქ­ტუ­ა­ლუ­რია "ბი­სეპ­ტო­ლის" მი­ღე­ბა, რო­მე­ლიც ზოგს ან­ტი­დი­ა­რე­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტი გო­ნია, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ერთ-ერთი ან­ტი­ბი­ო­ტი­კია და მისი მი­ღე­ბა მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბით უნდა მოხ­დეს.

დი­ა­რე­ის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი უნდა მო­ე­რი­დოს უმი ხი­ლის და ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბას, გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენს ბა­ნა­ნი. სა­სურ­ვე­ლია მა­რი­ლი­ა­ნი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა (ცხა­დია, ზო­გა­დად, მა­რი­ლი მავ­ნეა ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის, თუმ­ცა დი­ა­რე­ის დროს ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დით რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, რად­გან მა­რი­ლის შევ­სე­ბას ახ­დენს და ამა­ვე დროს, ზრდის სი­თხის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას).

დი­ა­რე­ის დროს უნდა მო­ვე­რი­დოთ ალ­კოჰოლს, ცხა­რე საკ­ვებს, რძეს და რძის პრო­დუქ­ტებს, ყა­ვას. მთა­ვა­რია სი­თხის ადექ­ვა­ტუ­რად მი­ღე­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს იღებს, არა­ვი­თა­რი "გა­დას­ხმა" არ ჭირ­დე­ბა. ზა­ფხულ­ში საკ­ვებ­ში ბაქ­ტე­რი­ე­ბის გამ­რავ­ლე­ბა ად­ვი­ლად ხდე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ამი­ტომ მომ­ზა­დე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი მა­ცივ­რის გა­რეთ დიდ­ხანს არ უნდა დავ­ტო­ვოთ (არა­უ­მე­ტეს 2 სა­ა­თი­სა, ხოლო თუ გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რა 30 გრა­დუსს აღე­მა­ტე­ბა, არა­უ­მე­ტეს 1 სა­ა­თი­სა). შე­სა­ბა­მი­სად, სუფ­რა­ზე საკ­ვე­ბის დიდ­ხანს და­ტო­ვე­ბა დი­ა­რე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის რისკ-ფაქ­ტორს წარ­მო­ად­გენს." - წერს მაია ბუ­წაშ­ვი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს... " - როგორ უნდა მოვიქცეთ დიარეის დროს: ინფექციონისტის რეკომენდაციები

"სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს... " - როგორ უნდა მოვიქცეთ დიარეის დროს: ინფექციონისტის რეკომენდაციები

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი დიარეული დაავადებების შესახებ პოტს წერს და რეკომენდაციებს აქვეყნებს.

"ამჟამად ხშირია დიარეული დაავადებები, განსაკუთრებით კურორტებზე. დიარეად კვალიფიცირდება ნაწლავთა მოქმედება დღეში 3-ჯერ ან მეტად თხიერი განავლით. რამდენიმე რჩევა დიარეასთან დაკავშირებით: პირველ რიგში, დიარეის დროს ნუ მივიღებთ ანტიბიოტიკს, თუ არ არის გაკეთებული განავლის ბაქტერიოლოგიური კვლევა და არ დადასტურდა ანტიბიოტიკის აუცილებლობა.

დღემდე აქტუალურია "ბისეპტოლის" მიღება, რომელიც ზოგს ანტიდიარეული მედიკამენტი გონია, სინამდვილეში კი ერთ-ერთი ანტიბიოტიკია და მისი მიღება მხოლოდ შესაბამისი ჩვენებით უნდა მოხდეს.

დიარეის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს უმი ხილის და ბოსტნეულის მიღებას, გამონაკლისს წარმოადგენს ბანანი. სასურველია მარილიანი საკვების მიღება (ცხადია, ზოგადად, მარილი მავნეა ჯანმრთელობისთვის, თუმცა დიარეის დროს ხანმოკლე პერიოდით რეკომენდებულია, რადგან მარილის შევსებას ახდენს და ამავე დროს, ზრდის სითხის მოთხოვნილებას).

დიარეის დროს უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლს, ცხარე საკვებს, რძეს და რძის პროდუქტებს, ყავას. მთავარია სითხის ადექვატურად მიღება. თუ ადამიანი საკმარისი რაოდენობით სითხეს იღებს, არავითარი "გადასხმა" არ ჭირდება. ზაფხულში საკვებში ბაქტერიების გამრავლება ადვილად ხდება, რამაც შეიძლება დიარეული დაავადებები გამოიწვიოს.

ამიტომ მომზადებული საკვები მაცივრის გარეთ დიდხანს არ უნდა დავტოვოთ (არაუმეტეს 2 საათისა, ხოლო თუ გარემოს ტემპერატურა 30 გრადუსს აღემატება, არაუმეტეს 1 საათისა). შესაბამისად, სუფრაზე საკვების დიდხანს დატოვება დიარეული დაავადებების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს." - წერს მაია ბუწაშვილი.