ავტორი:

რა არის ცნობილი თვითმფრინავზე, რომლის ავიაკატასტროფასაც პრიგოჟინი ემსხვერპლა?

რა არის ცნობილი თვითმფრინავზე, რომლის ავიაკატასტროფასაც პრიგოჟინი ემსხვერპლა?

თვიმფრინავი, რომელშიც კერძო სამხედრო დაჯგუფება Wagner Group-ის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა, ბიზნეს-ჯეტ Embraer Legacy 600-ია, საბორტო RA-02795 და სერიული 14501008 ნომრებით.

ის ბრაზილიური კომპანია Embraer-ის მიერ არის წარმოებული. ამ ტიპის თვითმფინავები განსაკუთრებით პოპულარული გახდა რუსეთში, როგორც ამბობენ, მისი ფასის გამო. თვითმფრინავის ახალი მოდელი 26 მლნ დოლარი ღირს.

კონკრეტულად პრიგოჟინის თვითმფრინავი ავიაკატასტროფის დროისთვის 16 წლის იყო.

2007 წლის ოქტომბერში თვითმფრინავი ავიაკომპანია Linxair-ს გადაეცა, შემდეგ კი მას რამდენიმე სხვა გადამზიდავი ფლობდა.

Wagner Group-მა თვითმფრინავი 2020 წლის სექტემბერში შეიძინა. ბიზნეს-ჯეტის ოფიციალური მფლობელი შპს MNT-Aero-ა.

"როსავიაციის“ მონაცემებით, ბიზნეს-ჯეტის ეკიპაჟი სამი წევრისგან შედგებოდა.

ესენია: მეთაური, ალექსეი ლევშინი, მეორე პილოტი, რუსტამ ქარიმოვი და ბორტგამცილებელი, კრისტინა რასპოპოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შერემეტევოს აეროპორტიდან მოსკოვი-სანქტ-პეტერბურგის რეისით გუშინ ორი ბიზნეს-ჯეტ Embraer Legacy 600 აფრინდა, რომელთაგან ერთში Wagner Group-ისდამფუძნებელი, კიდევ ექვსი პირი და ეკიპაჟის 3 წევრი იჯდა, ხოლო მეორე თვითმფრინავით პრიგოჟინნის თანამოაზრეების გუნდი მგზავრობდა. ანაგრძეთ კითხვა

ასევე იხილეთ: