რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, თითქმის დანამდვილებით, რუსეთის სამხედრო სარდლობას პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდება უბრძანა. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუს სამხედრო ელემენტებს, რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ ვალერი გერასიმოვს, პუტინის ბრძანების გარეშე პრიგოჟინის სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება მიეღოთ, - ამის შესახებ ამერიკული "ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ანალიტიკოსების შეფასებით, პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით პუტინის ბრძანება, სავარაუდოდ, არის საჯარო მცდელობა, აღადგინოს მისი დომინირება და შური იძიოს იმ დამცირებისთვის, რაც მან და რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 24 ივნისს "ვაგნერის" ჯგუფის შეიარაღებული აჯანყების გამო განიცადეს.
"ომის შემსწავლელი ინსტიტუტის" ანგარიშში აღნიშნულია, რომ პუტინს პრიგოჟინის წინააღმდეგ საჯარო შურისძიება სჭირდებოდა არა მხოლოდ იმის დასამტკიცებლად, რომ ის არ არის სუსტი ლიდერი, არამედ მისი სამხედროების მხარდასაჭერადაც, რომლებიც, ბევრი რუსის აზრით, ვერ ხედავენ, რომ 24 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მართლმსაჯულება აღსრულდა.
ასევე იხილეთ: