ავტორი:

პუტინმა პრიგოჟინი დემონსტრაციულად დასაჯა - რა შეიძლება ესროლათ "ვაგნერის" ხელმძღვანელის თვითმფრინავისთვის?

პუტინმა პრიგოჟინი დემონსტრაციულად დასაჯა - რა შეიძლება ესროლათ "ვაგნერის" ხელმძღვანელის თვითმფრინავისთვის?
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

მოხდა ის, რასაც ორი თვის განმავლობაში ბევრი ელოდა, მას შემდეგ, რაც 23 ივნისის ღამეს "ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა უკრაინის ფრონტიდან მოხსნილი საბრძოლო რაზმები თავისი საბრძოლო ტექნიკით უკან მოაბრუნა რუსეთისკენ, ჯერ როსტოვში სამხედრო ოლქის შტაბი დაიპყრო და პარალელურად, თვით მოსკოვისკენ ჯავშანტექნიკის "გარბენი“ მოაწყო...

ეს იყო რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შიდა და საერთაშორისო იმიჯზე უდიდესი დარტყმა: მეფეს გაუბედეს და აუჯანყდნენ!

ამას პუტინი არავის აპატიებდა და როგორც ხედავთ, ასეც მოხდა, თანაც დემონსტრაციულად და გარკვეული სიმბოლოების დაცვით...

ამბოხიდან განვლილი ორი თვის განმავლობაში პრიგოჟინის ფიზიკური ლიკვიდაცია პუტინის რეჟიმს ყველგან შეეძლო - ბელარუსშიც, სადაც ამბოხის შემდეგ "ვაგნერმა“ დროებით თავი შეაფარა, აფრიკაში, სადაც კრემლი სიტუაციის არევას ცდილობს და თავად მოსკოვში და სანკტ-პეტერბურგშიც, რომლებსაც პრიგოჟინი ამ პერიოდში არაერთხელ სტუმრობდა...

პრიგოჟინის სალიკვიდაციოდ პუტინის სპეცსამსახურების კილერებს შეეძლოთ გამოეყენებინათ საწამლავი, სნაიპერის ტყვია, მანქანის დანაღმვა, მაგრამ არჩეული იქნა ყველა "შთამბეჭდავი“ ხერხი - ცაში აფეთქება, რაც შემთხვევითი არ ყოფილა...

საქმე ის არის, რომ ორი თვის წინ პრიგოჟინის "ვაგნერის“ სამხედრო ამბოხისას, მათ რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების 6 შვეულმფრენი და ერთი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რაც შემდეგ პრიგოჟინმა თავის იმ მეზენიტეებს დააბრალა, რომლებიც იდიოტობის გამო ყველაფერს ესროდნენ, რაც კი აეროდრომიდან აფრინდებოდაო...

შვიდი საფრენი აპარატის ჩამოგდების შედეგად 20-მდე რუსი სამხედრო მფრინავი, შტურმანი და ბორტინჟინერი დაიღუპა, რამაც პრიგოჟინის ფიგურის მიმართ ძალიან ნეგატიური განწყობა გამოიწვია რუს სამხედრო ავიატორებში და მათ ნაწილს გაუჩნდა შურისძიების სურვილი, რასაც არც კი მალავდნენ სოციალურ ქსელებში. გააგრძელეთ კითხვა