ავტორი:

"ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს" - ჯო ბაიდენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

"ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს" - ჯო ბაიდენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს, არ მიკვირს, - ასეთი კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა “ვაგნერის” ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ავიაკატასტროფის შედეგად შესაძლო გარდაცვალების შესახებ.

ინფორმაციას გამოცემა The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ ცოტა რამ იცის რუსეთში მიმდინარე მოვლენებზე.

"შესაძლოა გახსოვთ, რომ როდესაც თქვენ მასზე [პრიგოჟინზე] მკითხეთ, მე ვთქვი, რომ ფრთხილად ვიქნებოდი იმაზე თუ რას შევჭამდი და რით ვიმგზავრებდი. ზუსტად არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ არ მიკვირს”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “არასაკმარისად იცის”, რომ აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტების შემდგომ შეკითხვებს უპასუხოს.

იხილეთ ასევე: