მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით" - ირაკლი ქადაგიშვილი
"კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით" - ირაკლი ქადაგიშვილი

მედ­ვე­დე­ვის ამ გან­ცხა­დე­ბით კი­დევ ერთხელ ვრწმუნ­დე­ბით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზაა - ჩვენ რუ­სეთს სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევთ, რომ ამ გან­ცხა­დე­ბა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მუ­ქა­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კი­თხთა და წე­სე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი ქა­და­გიშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბას.

ქა­და­გიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბა პრო­ვო­კა­ცი­აა და მას სა­ქარ­თვე­ლო მშვი­დად უნდა შეხ­ვდეს.

„ეს არის მუ­ქა­რა, შან­ტა­ჟი, მაგ­რამ ჩვენ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მუ­ქა­რა და შან­ტა­ჟი და ჩვენ ჩვენს პო­ლი­ტი­კას აფხა­ზეთ­თან და ცხინ­ვალ­თან მი­მარ­თე­ბით გა­ვაგ­რძე­ლებთ, რო­გორც ამას ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. მხო­ლოდ და მხო­ლოდ მშვი­დო­ბი­ა­ნი ინ­ტეგ­რა­ცი­ის და და­ახ­ლო­ე­ბით გაგ­რძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კა ამ ორ რე­გი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს არ­ჩე­ვანს, ეს არ­ჩე­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს დიდი ხა­ნია გა­კე­თე­ბუ­ლი აქვს და გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან ამ არ­ჩე­ვა­ნის ერ­თგუ­ლე­ბი ვართ. ჩვენ ვხე­დავთ თუ რა მძი­მე მემ­კვიდ­რე­ო­ბა აქვს სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და მედ­ვე­დე­ვის ამ გან­ცხა­დე­ბით კი­დევ ერთხელ ვრწმუნ­დე­ბით იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ქვე­ყა­ნა აა­ცი­ლოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ასე­თი ტი­პის მუ­ქა­რე­ბის­გან და შან­ტა­ჟის­გან, არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი გზა, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლო აგ­რძე­ლებს გან­ვი­თა­რე­ბას.

იმ პო­ლი­ტი­კით, რა­საც 10 წე­ლია ვა­ტა­რებთ, არ ვაძ­ლევთ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ამ გან­ცხა­დე­ბა­ში გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მუ­ქა­რა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, ჩვენ ამ პო­ლი­ტი­კით სა­ქარ­თვე­ლოს ავა­ცი­ლეთ და შემ­დეგ­შიც ავა­ცი­ლებთ ამ გან­ცხა­დე­ბა­ში გა­მოთ­ქმულ საფრ­თხე­ებს. კარ­გი იქ­ნე­ბა თუ მედ­ვე­დე­ვის ამ პრო­ვო­კა­ცი­ას მშვი­დად შევ­ხვდე­ბით და გა­ვაგ­რძე­ლებთ იმ პო­ლი­ტი­კურ კურსს, რო­მე­ლიც სწო­რედ ამ პრო­ვო­კა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას,"- გა­ნა­ცხა­და ქა­და­გიშ­ვილ­მა.

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლის, დი­მიტ­რი მედ­ვე­დე­ვის გან­ცხა­დე­ბით, აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის იდეა შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუ და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბას გა­აგ­რძე­ლებს.

"აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბის იდეა ჯერ კი­დევ პო­პუ­ლა­რუ­ლია და სრუ­ლი­ად შე­საძ­ლე­ბე­ლია, გან­ხორ­ცი­ელ­დეს, თუ ამის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მი­ზე­ზე­ბი იარ­სე­ბებს“, - გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ მათი შეშ­ფო­თე­ბა რე­ა­ლურ ფორ­მას მი­ი­ღებს, არ და­ა­ყოვ­ნე­ბენ.

„ისევ მი­დის სა­უ­ბა­რი სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში შე­საძ­ლო გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე. ამ ქვე­ყა­ნა­ში რუ­სო­ფო­ბი­ის აფეთ­ქე­ბე­ბი და­ი­წყო. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა 2008 წლის ის­ტო­რი­ის გა­მე­ო­რე­ბა. მზად ვართ დავ­სხდეთ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას­თან, გა­ე­რო-ს წეს­დე­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით, პრობ­ლე­მე­ბის გა­და­საჭ­რე­ლად. მაგ­რამ თუ ჩვე­ნი შეშ­ფო­თე­ბა რე­ა­ლურ ფორ­მას მი­ი­ღებს, არ და­ვა­ყოვ­ნებთ,"- გა­ნა­ცხა­და მედ­ვე­დევ­მა.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დასანანია
4

ეს რა კარგი ბიჭი იყო როცა ჭანტურიას პარტიაში ირიცხებოდა, ეხლა რას გავს?, რას დაამსგავსა უბედურმა სეთურმა, პიდაპირ ვერა ვცნობ, როგორ გააფუჭა ფულმა და თანამდებობამ.

Გი
2

Ეს ვინ ჩემი პრიგოჟინია

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით" - ირაკლი ქადაგიშვილი

"კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით" - ირაკლი ქადაგიშვილი

მედვედევის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ერთადერთი სწორი გზაა - ჩვენ რუსეთს საშუალებას არ ვაძლევთ, რომ ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს, - ასე ეხმიანება საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ჟურნალისტებთან რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

ქადაგიშვილი ამბობს, რომ მედვედევის განცხადება პროვოკაციაა და მას საქართველო მშვიდად უნდა შეხვდეს.

„ეს არის მუქარა, შანტაჟი, მაგრამ ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის მუქარა და შანტაჟი და ჩვენ ჩვენს პოლიტიკას აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებით გავაგრძელებთ, როგორც ამას ვახორციელებთ. მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ინტეგრაციის და დაახლოებით გაგრძელდება საქართველოს პოლიტიკა ამ ორ რეგიონთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არჩევანს, ეს არჩევანი საქართველოს დიდი ხანია გაკეთებული აქვს და გამომდინარე აქედან ამ არჩევანის ერთგულები ვართ. ჩვენ ვხედავთ თუ რა მძიმე მემკვიდრეობა აქვს საქართველოს ოკუპაციიდან გამომდინარე და მედვედევის ამ განცხადებით კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანა ააცილოს მაქსიმალურად ასეთი ტიპის მუქარებისგან და შანტაჟისგან, არის ერთადერთი სწორი გზა, რითაც საქართველო აგრძელებს განვითარებას.

იმ პოლიტიკით, რასაც 10 წელია ვატარებთ, არ ვაძლევთ რუსეთის ფედერაციას საშუალებას, რომ ამ განცხადებაში გაჟღერებული მუქარა განახორციელოს, ჩვენ ამ პოლიტიკით საქართველოს ავაცილეთ და შემდეგშიც ავაცილებთ ამ განცხადებაში გამოთქმულ საფრთხეებს. კარგი იქნება თუ მედვედევის ამ პროვოკაციას მშვიდად შევხვდებით და გავაგრძელებთ იმ პოლიტიკურ კურსს, რომელიც სწორედ ამ პროვოკაციების განხორციელების საშუალებას არ აძლევს რუსეთის ფედერაციას,"- განაცხადა ქადაგიშვილმა.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.

„ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ,"- განაცხადა მედვედევმა.