პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს სუროგაციის ახალ კანონთან ადაპტაცია: ყოვლისმომცველი გზამკვლევი
საქართველოს სუროგაციის ახალ კანონთან ადაპტაცია: ყოვლისმომცველი გზამკვლევი

სა­ქარ­თვე­ლო, თვალ­წარმ­ტა­ცი პე­ი­ზა­ჟე­ბი­თა და თბი­ლი სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე­ო­ბით გან­თქმუ­ლი ქვე­ყა­ნა, დიდი ხა­ნია სუ­რო­გა­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მა­ძი­ე­ბე­ლი წყვი­ლე­ბის­თვის პო­პუ­ლა­რულ დეს­ტი­ნა­ცი­ად იქცა. თუმ­ცა, სუ­რო­გა­ცი­ის მზარდ ბიზ­ნეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შეშ­ფო­თე­ბის გამო, ინ­დუსტრი­ის და­სა­რე­გუ­ლი­რებ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, გარ­კვე­უ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გა. შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნა, უცხო­ე­ლე­ბის­თვის სუ­რო­გა­ცი­ის აკ­რძალ­ვას გუ­ლის­ხმობს. შე­სა­ბა­მი­სად, ამ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პი­რი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია ამ ცვლი­ლე­ბე­ბის ცოდ­ნა და მათ­თან ადაპ­ტა­ცია.

ეს ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი გზამ­კვლე­ვი დაწ­ვრი­ლე­ბით აღ­წერს სა­ქარ­თვე­ლოს ახალ სუ­რო­გა­ცი­ის კა­ნონს, გან­მარ­ტავს მის შე­დე­გებს, IVF გა­და­ზიდ­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­სა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩოს დაც­ვის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად აუ­ცი­ლე­ბელ ნა­ბი­ჯებს.

სა­ქარ­თვე­ლოს ახა­ლი სუ­რო­გა­ცი­უ­ლი კა­ნო­ნის გან­მარ­ტე­ბა

ძი­რი­თა­დი დე­ბუ­ლე­ბე­ბი

1. და­საშ­ვე­ბო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი

სუ­რო­გა­ცი­ის ახა­ლი კა­ნო­ნი მო­ი­ცავს და­საშ­ვე­ბო­ბის კარ­გად გან­სა­ზღვრულ კრი­ტე­რი­უ­მებს, რო­გორც მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბის, ასე­ვე, სუ­რო­გა­ტე­ბის­თვის. მო­მა­ვალ­მა მშობ­ლებ­მა უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ კა­ნო­ნი­ე­რი ასა­კი­სა და გო­ნებ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბი და უნდა იყ­ვნენ და­ქორ­წი­ნე­ბულ­ნი ან იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ სტა­ბი­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ამას­თან, მათ უნდა წარ­მო­ად­გი­ნონ სა­მე­დი­ცი­ნო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც და­ა­სა­ბუ­თებს ბუ­ნებ­რი­ვი ჩა­სახ­ვის უუ­ნა­რო­ბას. მე­ო­რე მხრივ, სუ­რო­გა­ტებ­მა უნდა და­აკ­მა­ყო­ფი­ლონ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი წი­ნა­პი­რო­ბე­ბი.

2. სუ­რო­გა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოქ­მე­დი სუ­რო­გა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის სა­მარ­თა­ვად, კა­ნო­ნი ყოვ­ლის­მომ­ცველ დე­ბუ­ლე­ბებს ით­ვა­ლის­წი­ნებს. აღიშ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი უნდა იყ­ვნენ სა­თა­ნა­დოდ ლი­ცენ­ზი­რე­ბულ­ნი და მკაც­რად და­ე­მორ­ჩი­ლონ ეთი­კი­სა და გამჭვირ­ვა­ლო­ბის ნორ­მებს.

3. გეს­ტა­ცი­უ­რი სუ­რო­გა­ცი­ის ექ­სკლუ­ზი­უ­რო­ბა

ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ექ­სკლუ­ზი­უ­რად უშ­ვებს გეს­ტა­ცი­ურ სუ­რო­გა­ცი­ას, სა­დაც სუ­რო­გა­ტი არ არის ბი­ო­ლო­გი­უ­რად და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნა­ყოფ­თან, რო­მელ­საც ატა­რებს. ამით, კა­ნო­ნი უზ­რუნ­ველ­ყოფს მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბის მკა­ფი­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რაც ამ­ცი­რებს პო­ტენ­ცი­ურ სა­მარ­თლებ­რივ სირ­თუ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც ტრა­დი­ცი­უ­ლი სუ­რო­გა­ცი­ის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას.

4. მშობ­ლის უფ­ლე­ბე­ბი და თან­ხმო­ბა

კა­ნო­ნი ჩა­სახ­ვის დღი­დან ცალ­სა­ხად ად­გენს მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბის უფ­ლე­ბებს. ის ავალ­დე­ბუ­ლებს სუ­რო­გატ დე­დას, რომ მან ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით თქვას უარი მშობ­ლის ყვე­ლა უფ­ლე­ბა­ზე. პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა მხა­რემ უნდა უზუნ­ველ­ყოს ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბა ფორ­მა­ლუ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­თან­ხმე­ბის მეშ­ვე­ო­ბით.

5. კომ­პენ­სა­ცია და ხარ­ჯე­ბი

კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ად­გენს, რომ სუ­რო­გა­ტებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ გო­ნივ­რუ­ლი კომ­პენ­სა­ცია მათ მიერ გა­წე­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის. ამას­თან, კრძა­ლავს სუ­რო­გა­ცი­ის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ას ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი

მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბის და­საშ­ვე­ბო­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი

მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სურთ სუ­რო­გა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა, უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ და­საშ­ვე­ბო­ბის კარ­გად გან­სა­ზღვრულ კრი­ტე­რი­უ­მებს. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კარ­გი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე, აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­გენ­ტოს შერ­ჩე­ვა, რო­მე­ლიც მკაც­რად მოქ­მე­დებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ჩარ­ჩო­ებ­ში. ამას­თან, მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბი ძირ­ფეს­ვი­ა­ნად უნდა იც­ნობ­დნენ თა­ვი­ანთ უფ­ლე­ბებ­სა და მო­ვა­ლე­ო­ბებს ჩა­სახ­ვის მო­მენ­ტი­დან.

შე­დე­გე­ბი სუ­რო­გატ­თათ­ვის

ახალ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას შე­მო­აქვს სუ­რო­გა­ცი­ის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი სუ­რო­გა­ტე­ბის დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა და სხვა მკა­ფიო დი­რექ­ტი­ვე­ბი. სუ­რო­გა­ტე­ბი და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან სა­ფუძ­ვლი­ან სა­მე­დი­ცი­ნო და ფსი­ქო­ლო­გი­ურ შე­ფა­სე­ბას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ ფი­ზი­კურ და გო­ნებ­რივ მზა­ო­ბას მო­მა­ვა­ლი პრო­ცე­სე­ბი­სათ­ვის. გარ­და ამი­სა, თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათი უფ­ლე­ბე­ბი­სა და კომ­პენ­სა­ცი­ის ცოდ­ნა.

სუ­რო­გა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი

კა­ნო­ნი­ე­რად მუ­შა­ო­ბის­თვის, სა­ა­გენ­ტო­ებ­მა უნდა მო­ი­პო­ვონ სა­ჭი­რო ლი­ცენ­ზი­ე­ბი და ურ­ყე­ვად და­იც­ვან ეთი­კის ნორ­მე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე მხა­რის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი თან­ხმო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა მათი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის კრი­ტი­კუ­ლი ას­პექ­ტია. სა­თა­ნა­დო შე­მოწ­მე­ბა და რო­გორც მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბის, ასე­ვე სუ­რო­გა­ტე­ბის ურ­ყე­ვი მხარ­და­ჭე­რა, ფუნ­და­მენ­ტუ­რია მთე­ლი პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბის­თვის.

დრო­ი­სა და ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის გა­და­ხედ­ვა

ვი­ნა­ი­დან სუ­რო­გა­ცი­ის შე­სა­ხებ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნო­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბას ელო­დე­ბა, მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბი და სუ­რო­გა­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ე­ბი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ფხიზ­ლად უნდა იყ­ვნენ. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცე­სი რთუ­ლია და ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა გა­და­სინ­ჯვას, რაც ხაზს უს­ვამს ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ სი­ახ­ლის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, სა­ჭი­როა სან­დო წყა­რო­ებ­თან კონ­სულ­ტა­ცია, რო­გო­რე­ბი­ცაა მთავ­რო­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და სან­დო სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბე­ბი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კა­ნო­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ 2024 წლამ­დე ძა­ლა­ში არ შევა, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ­მა პი­რებ­მა და წყვი­ლებ­მა, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში აპი­რე­ბენ სუ­რო­გა­ცი­უ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბას, გულ­მოდ­გი­ნედ უნდა და­გეგ­მონ და შე­ა­ფა­სონ სი­ტუ­ა­ცია.

სუ­რო­გა­ცი­ის კა­ნო­ნე­ბი სხვა ქვეყ­ნებ­ში

გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად იკ­ვლე­ვენ სუ­რო­გა­ცი­ის ალ­ტერ­ნა­ტი­ვებს უცხო ქვეყ­ნებ­ში, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია თი­თო­ე­ულ იუ­რის­დიქ­ცი­ა­ში გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი და ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტე­ბის დაც­ვა. ისე­თი ქვეყ­ნე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა უკ­რა­ი­ნა, ალ­ბა­ნე­თი, სომ­ხე­თი, ჩე­ხე­თი და მექ­სი­კა, ცნო­ბილ­ნი არი­ან სუ­რო­გა­ცი­ის ნე­ბა­დარ­თუ­ლი კა­ნო­ნე­ბით.

სუ­რო­გა­ცი­ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში არ­სე­ბი­თად გან­სხვავ­დე­ბა, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს მშობ­ლე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კი­თხებ­ზე და სხვა იუ­რი­დი­ულ ას­პექ­ტებ­ზე. ცალ­კე­ულ სა­მარ­თლებ­რივ და ეთი­კუ­რი მო­საზ­რე­ბებ­ში გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლო­ბამ და ცოდ­ნამ შე­საძ­ლოა მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი გა­მოწ­ვე­ვე­ბი­სა­გან და­იც­ვას და ხელი შე­უ­წყოს სუ­რო­გა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას.

ემო­ცი­ურ გა­მოწ­ვე­ვებ­თან გამ­კლა­ვე­ბა

მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბი­სათ­ვის, სუ­რო­გა­ცი­ის გეგ­მე­ბის ერთი ქვეყ­ნი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ტა­ნა გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებს უკავ­შირ­დე­ბა. ცვლი­ლე­ბის პერ­სპექ­ტი­ვამ შე­საძ­ლოა იმედ­გაც­რუ­ე­ბა და გა­ურ­კვევ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს, რა­საც და­ე­მა­ტე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში სუ­რო­გა­ცი­ის ახალ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ნდო­ბის დამ­ყა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა.

ამ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბის უნი­კა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო და დამ­ხმა­რე სერ­ვი­სე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლე­ბენ. სუ­რო­გა­ცი­ის პრო­ცეს­ში არ­სე­ბი­თი ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რი­თა და მდგრა­დო­ბის გაზ­რდით, ამ ერ­თგულ სერ­ვი­სებს შე­უძ­ლი­ათ და­ეხ­მა­რონ მშობ­ლებს რთუ­ლი და ემო­ცი­უ­რად მომ­თხოვ­ნი გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის ნა­ვი­გა­ცი­ა­ში.

სან­დო გა­დამ­ზი­დი კომ­პა­ნი­ე­ბის როლი

ბი­ო­მა­სა­ლის, გან­სა­კუთ­რე­ბით, ემ­ბრი­ო­ნის, სხვა ქვე­ყა­ნა­ში ტრან­სპორ­ტი­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­მა­ვა­ლი მშობ­ლე­ბის­თვის კრი­ტი­კულ ნა­ბიჯს წარ­მო­ად­გენს. ამ პრო­ცეს­ში, სან­დო გი­დის მო­ძებ­ნით, მო­მა­ვალ მშობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში სუ­რო­გა­ცი­ის ადეკ­ვა­ტუ­რი ნა­ვი­გა­ცია მახ­დი­ნონ და მი­აღ­წი­ონ წარ­მა­ტე­ბულ IVF პრაქ­ტი­კას.

ისე­თი გა­მოც­დი­ლი სატ­რან­სპორ­ტო კომ­პა­ნი­ის არ­ჩე­ვა, რო­გორ­ცი­აა ARKCryo, რო­მე­ლიც პრი­ო­რი­ტეტს ანი­ჭებს უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მებს და იცავს მკაცრ პრო­ტო­კოლს, არ­სე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა ტრან­სპორ­ტი­რე­ბის პრო­ცე­სის წარ­მა­ტე­ბა­სა და უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ARKCryo-ს გა­მოც­დი­ლე­ბა, სრულ­მას­შტა­ბი­ა­ნი შე­მოჭ­რის დროს უკ­რა­ი­ნუ­ლი კლი­ნი­კე­ბი­დან და სა­ა­გენ­ტო­ე­ბი­დან სლო­ვა­კეთ­ში 50,000-ზე მეტი ემ­ბრი­ო­ნის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა­ში, რაც ხაზს უს­ვამს მგრძნო­ბი­ა­რე მა­სა­ლე­ბი­სად­მი მაქ­სი­მა­ლუ­რი სიფრ­თხი­ლით მო­პყრო­ბა­ში ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და ურ­ყევ ერ­თგუ­ლე­ბას.

R

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკოლოზი
2

საერთოდ უნდა აიკრძალოს!!!

ნისკო
2

უცხოელებზე დატოვონ ძალაში და საქართველოს მოქალაქეებზე დააწესონ ფინანსური შეღავათები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

საქართველოს სუროგაციის ახალ კანონთან ადაპტაცია: ყოვლისმომცველი გზამკვლევი

საქართველოს სუროგაციის ახალ კანონთან ადაპტაცია: ყოვლისმომცველი გზამკვლევი

საქართველო, თვალწარმტაცი პეიზაჟებითა და თბილი სტუმართმოყვარეობით განთქმული ქვეყანა, დიდი ხანია სუროგაციული მომსახურების მაძიებელი წყვილებისთვის პოპულარულ დესტინაციად იქცა. თუმცა, სუროგაციის მზარდ ბიზნესთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, ინდუსტრიის დასარეგულირებლად, საქართველოს მთავრობამ, გარკვეული ნაბიჯები გადადგა. შეთავაზებული კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინა, უცხოელებისთვის სუროგაციის აკრძალვას გულისხმობს. შესაბამისად, ამ პროცესებში მონაწილე ყველა პირისათვის აუცილებელია ამ ცვლილებების ცოდნა და მათთან ადაპტაცია.

ეს ყოვლისმომცველი გზამკვლევი დაწვრილებით აღწერს საქართველოს ახალ სუროგაციის კანონს, განმარტავს მის შედეგებს, IVF გადაზიდვების აუცილებლობასა და განახლებული სამართლებრივი ჩარჩოს დაცვის უზრუნველსაყოფად აუცილებელ ნაბიჯებს.

საქართველოს ახალი სუროგაციული კანონის განმარტება

ძირითადი დებულებები

1. დასაშვებობის კრიტერიუმები

სუროგაციის ახალი კანონი მოიცავს დასაშვებობის კარგად განსაზღვრულ კრიტერიუმებს, როგორც მომავალი მშობლების, ასევე, სუროგატებისთვის. მომავალმა მშობლებმა უნდა დააკმაყოფილონ კანონიერი ასაკისა და გონებრივი კომპეტენციის მოთხოვნები და უნდა იყვნენ დაქორწინებულნი ან იმყოფებოდნენ სტაბილურ ურთიერთობაში. ამასთან, მათ უნდა წარმოადგინონ სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც დაასაბუთებს ბუნებრივი ჩასახვის უუნარობას. მეორე მხრივ, სუროგატებმა უნდა დააკმაყოფილონ სპეციალური სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სამართლებრივი წინაპირობები.

2. სუროგაციის სააგენტოების რეგულირება

საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სუროგაციის სააგენტოების სამართავად, კანონი ყოვლისმომცველ დებულებებს ითვალისწინებს. აღიშნული სააგენტოები უნდა იყვნენ სათანადოდ ლიცენზირებულნი და მკაცრად დაემორჩილონ ეთიკისა და გამჭვირვალობის ნორმებს.

3. გესტაციური სუროგაციის ექსკლუზიურობა

ახალი კანონმდებლობა ექსკლუზიურად უშვებს გესტაციურ სუროგაციას, სადაც სუროგატი არ არის ბიოლოგიურად დაკავშირებული ნაყოფთან, რომელსაც ატარებს. ამით, კანონი უზრუნველყოფს მშობლის უფლებების მკაფიოდ ჩამოყალიბებას, რაც ამცირებს პოტენციურ სამართლებრივ სირთულეებს, რომლებიც ტრადიციული სუროგაციის შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას.

4. მშობლის უფლებები და თანხმობა

კანონი ჩასახვის დღიდან ცალსახად ადგენს მომავალი მშობლების უფლებებს. ის ავალდებულებს სუროგატ დედას, რომ მან ნებაყოფლობით თქვას უარი მშობლის ყველა უფლებაზე. პროცესში მონაწილე ყველა მხარემ უნდა უზუნველყოს ინფორმირებული თანხმობა ფორმალური სამართლებრივი შეთანხმების მეშვეობით.

5. კომპენსაცია და ხარჯები

კანონმდებლობა ადგენს, რომ სუროგატებს შეუძლიათ მიიღონ გონივრული კომპენსაცია მათ მიერ გაწეული მომსახურებისთვის. ამასთან, კრძალავს სუროგაციის ნებისმიერი ფორმის კომერციალიზაციას ან ექსპლუატაციას.

რეკომენდაციები

მომავალი მშობლების დასაშვებობის კრიტერიუმები

მომავალი მშობლები, რომლებსაც სურთ სუროგაციით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ დასაშვებობის კარგად განსაზღვრულ კრიტერიუმებს. აუცილებელია, კარგი რეპუტაციის მქონე, აღიარებული საგენტოს შერჩევა, რომელიც მკაცრად მოქმედებს საკანონმდებლო ჩარჩოებში. ამასთან, მომავალი მშობლები ძირფესვიანად უნდა იცნობდნენ თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს ჩასახვის მომენტიდან.

შედეგები სუროგატთათვის

ახალ კანონმდებლობას შემოაქვს სუროგაციის პროცესში ჩართული სუროგატების დაცვის აუცილებლობა და სხვა მკაფიო დირექტივები. სუროგატები დაექვემდებარებიან საფუძვლიან სამედიცინო და ფსიქოლოგიურ შეფასებას, რაც უზრუნველყოფს მათ ფიზიკურ და გონებრივ მზაობას მომავალი პროცესებისათვის. გარდა ამისა, თანაბრად მნიშვნელოვანია მათი უფლებებისა და კომპენსაციის ცოდნა.

სუროგაციის სააგენტოების პასუხისმგებლობები

კანონიერად მუშაობისთვის, სააგენტოებმა უნდა მოიპოვონ საჭირო ლიცენზიები და ურყევად დაიცვან ეთიკის ნორმები. თითოეული მონაწილე მხარის ინფორმირებული თანხმობის უზრუნველყოფა მათი პასუხისმგებლობის კრიტიკული ასპექტია. სათანადო შემოწმება და როგორც მომავალი მშობლების, ასევე სუროგატების ურყევი მხარდაჭერა, ფუნდამენტურია მთელი პროცესის წარმატებისთვის.

დროისა და ალტერნატივების გადახედვა

ვინაიდან სუროგაციის შესახებ შეთავაზებული კანონი საქართველოში ოფიციალურ მიღებას ელოდება, მომავალი მშობლები და სუროგაციის სააგენტოები პროცესის განვითარებასთან მიმართებაში ფხიზლად უნდა იყვნენ. საკანონმდებლო პროცესი რთულია და ექვემდებარება გადასინჯვას, რაც ხაზს უსვამს ნებისმიერი ცვლილებისა და მოვლენების განვითარების შესახებ სიახლის მნიშვნელობას.

ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების უზრუნველსაყოფად, საჭიროა სანდო წყაროებთან კონსულტაცია, როგორებიცაა მთავრობის ოფიციალური განცხადებები და სანდო საინფორმაციო გამოშვებები. მიუხედავად იმისა, რომ კანონი სავარაუდოდ 2024 წლამდე ძალაში არ შევა, ინდივიდუალურმა პირებმა და წყვილებმა, რომლებიც საქართველოში აპირებენ სუროგაციული მომსახურებით სარგებლობას, გულმოდგინედ უნდა დაგეგმონ და შეაფასონ სიტუაცია.

სუროგაციის კანონები სხვა ქვეყნებში

გამომდინარე იქედან, რომ მომავალი მშობლები აქტიურად იკვლევენ სუროგაციის ალტერნატივებს უცხო ქვეყნებში, უმნიშვნელოვანესია თითოეულ იურისდიქციაში გაბატონებული სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტების დაცვა. ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა უკრაინა, ალბანეთი, სომხეთი, ჩეხეთი და მექსიკა, ცნობილნი არიან სუროგაციის ნებადართული კანონებით.

სუროგაციის რეგულაციები ერთი ქვეყნიდან მეორეში არსებითად განსხვავდება, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მშობლების უფლებებზე, მოქალაქეობის საკითხებზე და სხვა იურიდიულ ასპექტებზე. ცალკეულ სამართლებრივ და ეთიკური მოსაზრებებში გათვითცნობიერებულობამ და ცოდნამ შესაძლოა მომავალი მშობლები პოტენციური სამართლებრივი გამოწვევებისაგან დაიცვას და ხელი შეუწყოს სუროგაციის პროცესის გამარტივებასა და წარმატებას.

ემოციურ გამოწვევებთან გამკლავება

მომავალი მშობლებისათვის, სუროგაციის გეგმების ერთი ქვეყნიდან მეორეში გადატანა გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. ცვლილების პერსპექტივამ შესაძლოა იმედგაცრუება და გაურკვევლობა გამოიწვიოს, რასაც დაემატება ალტერნატიულ ქვეყნებში სუროგაციის ახალ სპეციალისტებთან ნდობის დამყარების აუცილებლობა.

ამ გამოწვევების გათვალისწინებით, საერთაშორისო მომავალი მშობლების უნიკალურ საჭიროებებზე მორგებული სპეციალიზებული საკონსულტაციო და დამხმარე სერვისები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. სუროგაციის პროცესში არსებითი ემოციური მხარდაჭერითა და მდგრადობის გაზრდით, ამ ერთგულ სერვისებს შეუძლიათ დაეხმარონ მშობლებს რთული და ემოციურად მომთხოვნი გარდამავალი პერიოდის ნავიგაციაში.

სანდო გადამზიდი კომპანიების როლი

ბიომასალის, განსაკუთრებით, ემბრიონის, სხვა ქვეყანაში ტრანსპორტირება საერთაშორისო მომავალი მშობლებისთვის კრიტიკულ ნაბიჯს წარმოადგენს. ამ პროცესში, სანდო გიდის მოძებნით, მომავალ მშობლებს შეუძლიათ საქართველოში სუროგაციის ადეკვატური ნავიგაცია მახდინონ და მიაღწიონ წარმატებულ IVF პრაქტიკას.

ისეთი გამოცდილი სატრანსპორტო კომპანიის არჩევა, როგორციაა ARKCryo, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს უსაფრთხოების ზომებს და იცავს მკაცრ პროტოკოლს, არსებითად აისახება ტრანსპორტირების პროცესის წარმატებასა და უსაფრთხოებაზე. აღსანიშნავია ARKCryo-ს გამოცდილება, სრულმასშტაბიანი შემოჭრის დროს უკრაინული კლინიკებიდან და სააგენტოებიდან სლოვაკეთში 50,000-ზე მეტი ემბრიონის ტრანსპორტირებაში, რაც ხაზს უსვამს მგრძნობიარე მასალებისადმი მაქსიმალური სიფრთხილით მოპყრობაში ეფექტურობასა და ურყევ ერთგულებას.

R