ავტორი:

თავდასხმა დრონებით რუსეთში, ბელგოროდის ოლქზე -  გუბერნატორის თქმით, სამი ადამიანი დაიღუპა

თავდასხმა დრონებით რუსეთში, ბელგოროდის ოლქზე -  გუბერნატორის თქმით, სამი ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, სოფელ ლავის სანატორიუმის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმის შედეგად სამი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისივე თქმით, თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ხალხი ქუჩაში იმყოფებოდა.

"მიღებული ჭრილობების შედეგად ორი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ექიმები ბოლომდე იბრძოდნენ მესამე მათგანის სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო“, - წერს გუბერნატორი "ტელეგრამზე".

გლადკოვის თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ეს სოფელზე თავდასხმის მეორე შემთხვევა იყო - ოთხშაბათს დილით მან განაცხადა, რომ სანატორიუმის ტერიტორიაზე ორმა თვითმფრინავმა ყუმბარა ჩამოაგდო. შედეგად შენობის ფასადი დაზიანდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მომხდართან დაკავშირებით კიევს კომენტარი არ გაუკეთებია.