მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
კონფლიქტები
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იაპონია ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას გეგმავს - მეზობელი ქვეყნები შეშფოთებას არ მალავენ
იაპონია ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას გეგმავს - მეზობელი ქვეყნები შეშფოთებას არ მალავენ

ია­პო­ნია ფუ­კუ­ში­მას და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი­დან წყნარ ოკე­ა­ნე­ში რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი წყლის ჩაღ­ვრას გეგ­მავს. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ გა­ე­როს ბირ­თვულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ და­ამ­ტკი­ცა. ია­პო­ნი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ფუ­მიო კი­ში­დას გან­ცხა­დე­ბით, წყლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა 24 აგ­ვის­ტოს და­ი­წყე­ბა.

მთავ­რო­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­ბი­ჯია ქარ­ხნის დე­კო­მი­სა­ცი­ის ხან­გრძლივ და ძვი­რა­დღი­რე­ბულ პრო­ცეს­ში. მა­თი­ვე თქმით, ია­პო­ნია და­ბინ­ძუ­რე­ბულ წყალს ათ წელ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინა­ხავ­და, მაგ­რამ სივ­რცე იწუ­რე­ბა.

ამ­ჟა­მად ატო­მუ­რი სად­გუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 1,34 მი­ლი­ონ ტონა წყალს ინა­ხავს, რაც საკ­მა­რი­სია 500 ოლიმ­პი­უ­რი ზო­მის აუ­ზის შე­სავ­სე­ბად.

ია­პო­ნი­ის მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი შეშ­ფო­თე­ბულ­ნი არი­ან ამ გეგ­მით. ივ­ლის­ში რუ­სეთ­მა და ჩი­ნეთ­მა ია­პო­ნი­ას მო­უ­წო­დეს, გა­ნი­ხი­ლოს დაგ­რო­ვი­ლი წყლის აორ­თქლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს, მათი აზ­რით, ნაკ­ლებ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს გა­რე­მო­ზე.

მე­თევ­ზე­ე­ბი ში­შო­ბენ, რომ ამ წყლის ჩაშ­ვე­ბა გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მათ სა­არ­სე­ბო წყა­რო­ზე, ხოლო მთავ­რო­ბის მტკი­ცე­ბით, რა­დი­ო­აქ­ტი­ურ ნივ­თი­ე­რე­ბებს ადა­მი­ა­ნებ­სა და გა­რე­მო­ზე უმ­ნიშ­ვნე­ლო გავ­ლე­ნა ექ­ნე­ბა.

ია­პო­ნი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პი­რო­ბას იძ­ლე­ვა, რომ აუ­ცი­ლებ­ლად პერ­მა­ნენ­ტუ­ლად შე­ა­მოწ­მებს თევზს მახ­ლო­ბელ წყლებ­ში და შე­დე­გებს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ვებ­სა­იტ­ზე გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყა­ლი რა­დი­ო­აქ­ტი­უ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის­გან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­მინ­დე­ბო­და, რა­დი­ა­ცი­ის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მა­ინც არ არის - ის კვლავ შე­ი­ცავს წყალ­ბა­დი­სა და ნახ­შირ­ბა­დის ტრი­ტი­უმს და ნახ­შირ­ბად 14-ის რა­დი­ო­აქ­ტი­ურ იზო­ტო­პებს.

22 აგ­ვის­ტოს ტო­კი­ო­ში, მი­ნის­ტრის რე­ზი­დენ­ცი­ას­თან აქ­ცია გა­ი­მარ­თა - მო­სახ­ლე­ო­ბა მთავ­რო­ბას წყლის ჩაღ­ვრის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დებს. ია­პო­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აჟი­ო­ტა­ჟი ჩი­ნეთ­შიც მოჰ­ყვა - ჰონგ კონ­გის გან­ცხა­დე­ბით, "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­აქ­ტი­ურ­დე­ბა" იმ­პორ­ტის შე­ზღუდ­ვე­ბი ზო­გი­ერთ ია­პო­ნურ საკ­ვებ პრო­დუქტზე - კერ­ძოდ, აიკ­რძა­ლე­ბა ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი ია­პო­ნი­ის 10 პრე­ფექ­ტუ­რი­დან, მათ შო­რის ფუ­კუ­ში­მი­დან და დე­და­ქა­ლაქ ტო­კი­ო­დან.

სამ­ხრეთ კო­რე­ამ ია­პო­ნი­ის გეგ­მას მხა­რი და­უ­ჭი­რა და მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ში­შის პრო­ვო­ცი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა, თუმ­ცა ფუ­კუ­ში­მი­დან თევ­ზის იმ­პორ­ტი მა­ინც აკ­რძა­ლა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს ცუ­ნამ­მა ფუ­კუ­ში­მას ბირ­თვუ­ლი ელექტრო­სად­გუ­რი და­ა­ზი­ა­ნა. 15 მეტ­რის სი­მაღ­ლის ტალ­ღამ 6 რე­აქ­ტო­რი­დან 4 მწყობ­რი­დან გა­მო­იყ­ვა­ნა. ენერ­გი­ის მრა­ვა­ლი გე­ნე­რა­ტო­რი გა­ი­თი­შა, მათ შო­რის დად­ნა ორი ატო­მუ­რი სად­გუ­რის რე­აქ­ტო­რის აქ­ტი­უ­რი ზონა, რის გა­მოც მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
George
0

ჩვენ კი გვიბრძანებენ ძროხები დავხოცოთ, ეკოლოგიას გაუფრთხილდითო. მაგარია რა

!!
0

ეგენიც კარგი მავნებლები არიან...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

იაპონია ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას გეგმავს - მეზობელი ქვეყნები შეშფოთებას არ მალავენ

იაპონია ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას გეგმავს - მეზობელი ქვეყნები შეშფოთებას არ მალავენ

იაპონია ფუკუშიმას დაზიანებული ატომური ელექტროსადგურიდან წყნარ ოკეანეში რადიოაქტიური წყლის ჩაღვრას გეგმავს. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ გაეროს ბირთვულმა ორგანიზაციამ დაამტკიცა. იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას განცხადებით, წყლის გათავისუფლება 24 აგვისტოს დაიწყება.

მთავრობამ აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი ნაბიჯია ქარხნის დეკომისაციის ხანგრძლივ და ძვირადღირებულ პროცესში. მათივე თქმით, იაპონია დაბინძურებულ წყალს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ინახავდა, მაგრამ სივრცე იწურება.

ამჟამად ატომური სადგური დაახლოებით 1,34 მილიონ ტონა წყალს ინახავს, რაც საკმარისია 500 ოლიმპიური ზომის აუზის შესავსებად.

იაპონიის მეზობელი ქვეყნები შეშფოთებულნი არიან ამ გეგმით. ივლისში რუსეთმა და ჩინეთმა იაპონიას მოუწოდეს, განიხილოს დაგროვილი წყლის აორთქლების შესაძლებლობა. ეს, მათი აზრით, ნაკლებ გავლენას მოახდენს გარემოზე.

მეთევზეები შიშობენ, რომ ამ წყლის ჩაშვება გავლენას მოახდენს მათ საარსებო წყაროზე, ხოლო მთავრობის მტკიცებით, რადიოაქტიურ ნივთიერებებს ადამიანებსა და გარემოზე უმნიშვნელო გავლენა ექნება.

იაპონიის ხელისუფლება პირობას იძლევა, რომ აუცილებლად პერმანენტულად შეამოწმებს თევზს მახლობელ წყლებში და შედეგებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებსაიტზე გამოაქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ წყალი რადიოაქტიური ნივთიერებებისგან წლების განმავლობაში იწმინდებოდა, რადიაციისგან თავისუფალი მაინც არ არის - ის კვლავ შეიცავს წყალბადისა და ნახშირბადის ტრიტიუმს და ნახშირბად 14-ის რადიოაქტიურ იზოტოპებს.

22 აგვისტოს ტოკიოში, მინისტრის რეზიდენციასთან აქცია გაიმართა - მოსახლეობა მთავრობას წყლის ჩაღვრის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. იაპონიის გადაწყვეტილებას აჟიოტაჟი ჩინეთშიც მოჰყვა - ჰონგ კონგის განცხადებით, "დაუყოვნებლივ გააქტიურდება" იმპორტის შეზღუდვები ზოგიერთ იაპონურ საკვებ პროდუქტზე - კერძოდ, აიკრძალება ზღვის პროდუქტების იმპორტი იაპონიის 10 პრეფექტურიდან, მათ შორის ფუკუშიმიდან და დედაქალაქ ტოკიოდან.

სამხრეთ კორეამ იაპონიის გეგმას მხარი დაუჭირა და მომიტინგეები შიშის პროვოცირებაში დაადანაშაულა, თუმცა ფუკუშიმიდან თევზის იმპორტი მაინც აკრძალა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს ცუნამმა ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგური დააზიანა. 15 მეტრის სიმაღლის ტალღამ 6 რეაქტორიდან 4 მწყობრიდან გამოიყვანა. ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა, რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.