ავტორი:

მსოფლიოში ერთადერთი: ტენისის ზოოპარკში ჟირაფი ლაქების გარეშე დაიბადა, რაც ცხოველთა სამყაროში უიშვიათესი მოვლენაა

მსოფლიოში ერთადერთი: ტენისის ზოოპარკში ჟირაფი ლაქების გარეშე დაიბადა, რაც ცხოველთა სამყაროში უიშვიათესი მოვლენაა

ტენესის ზოოპარკის დამთვალიერებლებს ცხოველთა სამყაროს ერთ-ერთი უიშვიათესი სანახაობის ხილვა შეუძლიათ.

"New york post" ის თანახმად, პატარა ჟირაფი 31 ივლისს დაიბადა და მისთვის სახელი ჯერ არ დაურქმევიათ. მდედრობითი სქესის ცხოველი არის მთლიანად ყავისფერი და არ გააჩნია ჟირაფებისთვის დამახასიათებელი ლაქები.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის არის ერთადერთი ერთგვაროვანი ყავისფერი ჟირაფი მთელს სამყაროში. ამის შესახებ Bright's Zoo-ის განცხადებაშია ნათქვამი.

ახლაშობილი ცხოველი არის ბადისებრი ჟირაფი, რომელიც გადაშენების პირას მყოფი სახეობაა და ის 2018 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაში შეიტანეს.

წყარო