მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ" - რატი იონათამიშვილი
"კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ" - რატი იონათამიშვილი

კელი დეგ­ნა­ნი იმ ელ­ჩებ­ში არ იქ­ნე­ბა, ვის­თა­ნაც მე­გობ­რო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა რატი იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლის თქმით, აშშ-სა და სა­ქარ­თვე­ლოს პარტნი­ო­რო­ბა­ში არა მხო­ლოდ მათი, არა­მედ მრა­ვალ­მხრი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ­სე­ბობს.

"ცალ­კე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი ბევ­რი აქ­ტო­რის­გან გვახ­სოვს, რაც კელი დეგ­ნა­ნის მი­მართ დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი კონ­ტექ­სტით გაჟ­ღენ­თი­ლი იყო. ამი­ტომ ამ სა­კი­თხებ­ზე მსჯე­ლო­ბა, არ მგო­ნია, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი იყოს. მთა­ვა­რია თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დეთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს და ამე­რი­კის პარტნი­ო­რო­ბა არის მრა­ვალ­მხრი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­გორც ჩვე­ნი მხა­რის, ისე სხვა მხა­რე­ე­ბის. მე პი­რა­დად ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არა­ერთ ელჩს ვიც­ნობ­დი, მათ შო­რის, ზო­გი­ერ­თთან შე­იძ­ლე­ბა დღე­საც ვმე­გობ­რობ­დე და ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩემ­თვის. მის [კელი დეგ­ნა­ნის] მი­მართ ძა­ლი­ან და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა მქონ­და პირ­ვე­ლი­ვე დღე­ე­ბი­დან, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ის იმ ელ­ჩებ­ში არ იქ­ნე­ბა, ვის­თა­ნაც მე­გობ­რო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ“, - გა­ნა­ცხა­და იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­სა­ხებ კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბას, უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის თქმით, ელექტრო­ნულ არ­ჩევ­ნებს სან­დო­ო­ბის მა­ღა­ლი გა­რან­ტია აქვს, სა­ჭი­რო­ე­ბას აღარ ტო­ვებს, რომ ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი, პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლა ჩა­ტარ­დეს და ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც მის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლობს, ვალ­დე­ბუ­ლია ერთი ფაქ­ტი მა­ინც და­დოს.

კი­თხვა­ზე, რა­ტომ გა­მო­რი­ცხავს ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლის სა­ჭი­რო­ე­ბას, იო­ნა­თა­მიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, უბ­რა­ლოდ "ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პა­სუ­ხე­ბი არის სწრა­ფად და მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის სივ­რცე არ რჩე­ბა“.

"ელექტრო­ნულ არ­ჩევ­ნებს სან­დო­ო­ბის და და­ცუ­ლო­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი გა­რან­ტია აქვს, ას­რუ­ლებს ყო­ველ­გვარ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას ცდო­მი­ლე­ბას, "კა­რუ­სელ­თან“, დის­ბა­ლანსთან და­კავ­ში­რე­ბით. ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი უკვე სა­ჭი­რო­ე­ბას აღარ ტო­ვებს იმი­სა, რომ ეგ­ზიტ­პო­ლე­ბი ჩა­ტარ­დეს, იყოს პა­რა­ლე­ლუ­რი დათ­ვლა, ვი­ნა­ი­დან ძა­ლი­ან სწრა­ფად ობი­ექ­ტურ შე­დე­გებს აქ­ვეყ­ნებს. პლუს, ხდე­ბა მისი გა­დათ­ვლა და და­და­რე­ბა შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სი­ე­ბის მიერ. დატ­რე­ი­ნინ­გე­ბუ­ლია უკვე 15 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. გვაქვს გა­მოც­დი­ლე­ბა სა­პი­ლო­ტე დო­ნე­ზე ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის. დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დას­კვნებს და ან­გა­რი­შებს რომ გა­დავ­ხე­დოთ, ეს არის ძა­ლი­ან მა­ღალ დო­ნე­ზე შე­ფა­სე­ბუ­ლი, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს, ისე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ზე. ასე რომ, სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­თვის სივ­რცე არ რჩე­ბა და ნე­ბის­მი­ე­რი, ვინც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ელექტრო­ნუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას ცდი­ლობს, ვალ­დე­ბუ­ლია ერთი ფაქ­ტი მა­ინც და­დოს, ერთი მა­გა­ლი­თი, თუნ­დაც სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი შექ­მნა ელექტრო­ნულ­მა არ­ჩევ­ნებ­მა და სად რა პრობ­ლე­მა იყო. არ უნდა დარ­ჩეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე, რომ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად ხდე­ბა ამის ტი­რა­ჟი­რე­ბა მათ­გან, ვი­საც არ აწყობს, რომ ობი­ექ­ტუ­რი სუ­რა­თი ნა­ხოს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ,“ - გა­ნა­ცხა­და იო­ნა­თა­მიშ­ვილ­მა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, აშშ-ის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნის გან­ცხა­დე­ბით, აშშ-შიც ნა­ხეს, რომ არ­ჩევ­ნე­ბის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მით ჩა­ტა­რე­ბაც ვერ იძ­ლე­ვა გა­რან­ტი­ას, რომ "ყვე­ლა­ფე­რი სუფ­თა და სა­მარ­თლი­ა­ნი იქ­ნე­ბა“. რო­გორც დეგ­ნა­ნი რა­დიო "თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან“ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებს, მი­სით მა­ნი­პუ­ლა­ცი­აც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუკი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან გაწ­ვრთნი­ლე­ბი ამ სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე და თუკი ამომ­რჩევ­ლებს არ ეს­მით, ის რო­გორ მუ­შა­ობს. მი­სი­ვე თქმით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ასე­ვე მო­ნი­ტო­რინ­გის გრძელ­ვა­დი­ა­ნი მი­სია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბა, ხმე­ბის მოს­ყიდ­ვა, ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ მუ­ქა­რა ხდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე და ეს ტაქ­ტი­კა სა­ქარ­თვე­ლო­შიც სხვა­დას­ხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კუკარაჩა
4

ნუთუ ერთხელ და სამუდამოდ ვერ უნდა გაიგოთ, რომ არც კელის აინტერესებს საქართველოს და ქართველი ხალხის კეთილდღეობა და არც არც რომელიმე სხვა ელჩს, არც ართი არაა ჩვენი მეგობარი, შეეშვით ამ დამპალ ამერიკას, რა გაჭამეს ასეთი

ხა ხა ხა
0

გადაიჭრის ვენებს მაგის გამგონე და ნუ იზავ მაგას კეთილო კაცო!

ავტორი:

"კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ" - რატი იონათამიშვილი

"კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ" - რატი იონათამიშვილი

კელი დეგნანი იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობაში არა მხოლოდ მათი, არამედ მრავალმხრივი პასუხისმგებლობა არსებობს.

"ცალკეული განცხადებები ბევრი აქტორისგან გვახსოვს, რაც კელი დეგნანის მიმართ დისკრიმინაციული კონტექსტით გაჟღენთილი იყო. ამიტომ ამ საკითხებზე მსჯელობა, არ მგონია, მიზანშეწონილი იყოს. მთავარია თითოეული ჩვენგანი ვაცნობიერებდეთ, რომ საქართველოს და ამერიკის პარტნიორობა არის მრავალმხრივი პასუხისმგებლობა, როგორც ჩვენი მხარის, ისე სხვა მხარეების. მე პირადად ამერიკის შეერთებული შტატების არაერთ ელჩს ვიცნობდი, მათ შორის, ზოგიერთთან შეიძლება დღესაც ვმეგობრობდე და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. მის [კელი დეგნანის] მიმართ ძალიან დადებითი განწყობა მქონდა პირველივე დღეებიდან, მაგრამ სამწუხაროდ, ის იმ ელჩებში არ იქნება, ვისთანაც მეგობრობას გავაგრძელებ“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

რაც შეეხება ელექტრონული არჩევნების შესახებ კელი დეგნანის განცხადებას, უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის მაღალი გარანტია აქვს, საჭიროებას აღარ ტოვებს, რომ ეგზიტპოლები, პარალელური დათვლა ჩატარდეს და ნებისმიერი, ვინც მის დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს.

კითხვაზე, რატომ გამორიცხავს ელექტრონული არჩევნები პარალელური დათვლის საჭიროებას, იონათამიშვილი ამბობს, რომ პარალელური დათვლა შეიძლება მოხდეს, უბრალოდ "ელექტრონული არჩევნების შემთხვევაში პასუხები არის სწრაფად და მანიპულაციების სივრცე არ რჩება“.

"ელექტრონულ არჩევნებს სანდოობის და დაცულობის ყველაზე მაღალი გარანტია აქვს, ასრულებს ყოველგვარ მანიპულაციას ცდომილებას, "კარუსელთან“, დისბალანსთან დაკავშირებით. ელექტრონული არჩევნები უკვე საჭიროებას აღარ ტოვებს იმისა, რომ ეგზიტპოლები ჩატარდეს, იყოს პარალელური დათვლა, ვინაიდან ძალიან სწრაფად ობიექტურ შედეგებს აქვეყნებს. პლუს, ხდება მისი გადათვლა და დადარება შესაბამისი კომისიების მიერ. დატრეინინგებულია უკვე 15 ათასზე მეტი ადამიანი ამ საკითხთან დაკავშირებით. გვაქვს გამოცდილება საპილოტე დონეზე ელექტრონული არჩევნების ჩატარების. დამკვირვებლების, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებს და ანგარიშებს რომ გადავხედოთ, ეს არის ძალიან მაღალ დონეზე შეფასებული, როგორც საპარლამენტო არჩევნების დროს, ისე თვითმმართველობის არჩევნებზე. ასე რომ, სპეკულაციებისთვის სივრცე არ რჩება და ნებისმიერი, ვინც საზოგადოებაში ელექტრონული არჩევნების დისკრედიტაციას ცდილობს, ვალდებულია ერთი ფაქტი მაინც დადოს, ერთი მაგალითი, თუნდაც საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, რა მანიპულაციები შექმნა ელექტრონულმა არჩევნებმა და სად რა პრობლემა იყო. არ უნდა დარჩეს საზოგადოებაში ისე, რომ მიზანმიმართულად ხდება ამის ტირაჟირება მათგან, ვისაც არ აწყობს, რომ ობიექტური სურათი ნახოს საზოგადოებამ,“ - განაცხადა იონათამიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ "ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“. როგორც დეგნანი რადიო "თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა ხდება არჩევნების დღემდე და ეს ტაქტიკა საქართველოშიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გამოიყენებოდა.