ავტორი:

როგორ გადაარჩინა ბერიას დედამ, მართა ჯაყელმა ქაშვეთის ეკლესია დანგრევას?

როგორ გადაარჩინა ბერიას დედამ, მართა ჯაყელმა ქაშვეთის ეკლესია დანგრევას?

ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი სერგო ვარდოსანიძე იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში “საქართველოს დაბადება” მოყვა, თუ როგორ გადაარჩინა დანგრევას წლების წინ ლავრენტი ბერიას დედამ ქაშვეთის ეკლესია.

"საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსთაველზე მდებარე ქაშვეთის ეკლესია დაენგრია, - ეს არ არის ისტორიული ღირებულების, მე-20 საუკუნის არისო. ამის ასლი არის სამთავისი და რად გინდათ ესო.... იქ ჰიგიენის სახლი, ანუ აბანო უნდა აეშენებინათ, ქაშვეთის ეკლესიის ადგილას.

არაფერმა გაჭრა, მანამდე სამხედრო ტაძარი დაანგრიეს. უწმინდესი კალისტრატესთვის ქაშვეთი განსაკუთრებული იყო, დეკანოზი აქ იყო დიდი ხნის განმავლობაში და უყვარდა ძალიან. გადაწყვიტა, რომ ბოლო წირვა ჩაეტარებინა ქაშვეთში.

მოკლედ, ქაშვეთს ანგრევენ და გაიმართა გამოსამშვიდობებელი წირვა, რომელიც ჩაატარა სასოწარკვეთილმა პატრიარქმა კალისტრატემ და გამოვიდა ეზოში. ტაძრიდან გამოსულმა, დაინახა ლავრენტი ბერიას დედა, მართა ჯაყელი ფეხშიშველი უვლიდა ტაძარს... ეჰ, ჩემო მართა, დაემშვიდობე შენს ქაშვეთს, მალე აღარ იქნებაო...

ეს რას ნიშნავსო, - გაოცდა ქალი. როგორც ჩანს, ბერიას დედას შვილისგან აკრძალული ჰქონდა რაიმე საკითხზე მისთვის მიმართვა. მაგრამ ჰყავდა მოკავშირე, რომელსაც თუ რამე უნდოდა დედას, ატყობინებდა.

ეს ხდება 1938 წლის ბოლოს, ბერია უკვე მოსკოვშია.

- რას ნიშნავს ანგრევენ, დამიწერე და მე გავუგზავნიო ლავრენტსო, - უთხრა ბერიას დედამ თურმე კალისტრატეს.

კალისტრატემაც აღწერა წერილში თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ქაშვეთს.

"შეაჩერეთ!" - ამ შინაარსით გამოვიდა ლავრენტი ბერიას რეზოლუცია და ასე გადარჩა ქაშვეთი დანგრევას, რაც მართა ჯაყელის დამსახურება იყო".