პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას" - ბადრი ჯაფარიძე
"ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას" - ბადრი ჯაფარიძე

ცხა­დია, რომ აშშ-ის ელჩზე გა­მუდ­მე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის - შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამ მცდე­ლო­ბე­ბი­სა, უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არის და იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უერ­თგუ­ლე­სი პარტნი­ო­რი,- ამის შე­სა­ხებ "ლე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კელი დეგ­ნანს ძა­ლის­ხმე­ვა არ და­უ­შუ­რე­ბია ხელი შე­ე­წყო გან­სხვა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს შო­რის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა­ზე.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელ­ჩის სტა­ტუ­სით ყოფ­ნის დროს, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლო­ე­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი მო­კავ­ში­რი­სა და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის ელჩს, კელი დეგ­ნანს ძა­ლის­ხმე­ვა არ და­უ­შუ­რე­ბია ხელი შე­ე­წყო გან­სხვა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებს - სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ა­სა და ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებს შო­რის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გის პრო­ცე­სის წარ­მარ­თვი­სათ­ვის.

მას ღრმად სწამ­და, რომ ეს დი­ა­ლო­გი ხელს უწყობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბას, ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ, ელ­ჩის ამ ძა­ლის­ხმე­ვას "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" და მის­მა ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა მას­ზე კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნუ­ლი თავ­დას­ხმით უპა­სუ­ხეს. ცხა­დია, რომ აშშ-ის ელჩზე გა­მუდ­მე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი პარტნი­ო­რი ქვეყ­ნის - შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის მცდე­ლო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ამ მცდე­ლო­ბე­ბი­სა, უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი არის და იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უერ­თგუ­ლე­სი პარტნი­ო­რი და კელი დეგ­ნა­ნის ძა­ლის­ხმე­ვაც სწო­რედ ამ პარტნი­ო­რო­ბის და მე­გობ­რო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მას სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის და ვუ­სურ­ვო წარ­მა­ტე­ბე­ბი მის შემ­დგომ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“,- აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
"ჯაფარას" ბანკის კრედიტორი
1

თქვენზე და თქვენს პარტიაზე თავდასხმა, თუ იცით რაზე მეტყველებს, ბიძია "ჯაფარ". დიდ, დამსახურებულ "სიყვარულზე"

ლაშა
2

თავზე ვაზელინი წაისვი და გაქანდი ამერიკელების უკანალში შესარჭობად.რომ არაფერი ატკინო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

"ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას" - ბადრი ჯაფარიძე

"ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას" - ბადრი ჯაფარიძე

ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას, მიუხედავად "ქართული ოცნების" ამ მცდელობებისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები არის და იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის უერთგულესი პარტნიორი,- ამის შესახებ "ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კელი დეგნანს ძალისხმევა არ დაუშურებია ხელი შეეწყო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსტრუქციული დიალოგის პროცესის წარმართვაზე.

"საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის სტატუსით ყოფნის დროს, როგორც ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული მოკავშირისა და მეგობარი ქვეყნის ელჩს, კელი დეგნანს ძალისხმევა არ დაუშურებია ხელი შეეწყო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს - სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის პროცესის წარმართვისათვის.

მას ღრმად სწამდა, რომ ეს დიალოგი ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ელჩის ამ ძალისხმევას "ქართულმა ოცნებამ" და მისმა ქვედანაყოფებმა მასზე კოორდინირებული პიროვნული თავდასხმით უპასუხეს. ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის - შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას. მიუხედავად "ქართული ოცნების" ამ მცდელობებისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები არის და იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის უერთგულესი პარტნიორი და კელი დეგნანის ძალისხმევაც სწორედ ამ პარტნიორობის და მეგობრობის გაღრმავებისკენ იყო მიმართული. მინდა, მადლობა გადავუხადო მას საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ასევე იხილეთ: