მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს" - ჯანდაცვის მინისტრი
"კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს" - ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, მთელს მსოფ­ლი­ო­ში, კო­რო­ნა­ვირუ­სი აღიქ­მე­ბა, რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სი. არა­ნა­ი­რი გან­გა­ში­სა და პა­ნი­კის სა­ფუძ­ვე­ლი არ არ­სე­ბობს. მას­ზე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა აღარც უნდა მახ­ვილ­დე­ბო­დეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, ცალ­კე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის აღ­რი­ცხვაც კი შე­ვა­ჩე­რეთ, რად­გან ამის სა­ჭი­რო­ე­ბა ნამ­დვი­ლად არ დგას. კო­ვიდ­პან­დე­მია რომ და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბო­და და ერთ-ერთ ჩვე­უ­ლებ­რივ, სე­ზო­ნურ ვირუ­სად გა­და­იქ­ცე­ო­და, ამა­ზე, ჯერ კი­დევ 2022 წელს ვსა­უბ­რობ­დი. დღეს, ეს მარ­თლაც ასეა, - ამის შე­სა­ხებ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, კო­რო­ნა­ვირუ­სის ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი ვა­რი­ან­ტის­თვის და­სა­ხე­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა, იქ­ნე­ბა ეს EG.5 თუ სხვა, მეც­ნი­ე­რე­ბის კვლე­ვე­ბის სა­გა­ნია. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, შე­საძ­ლოა, ზედ­მე­ტი სტრე­სის მომ­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდეს ასე­თი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა, რისი რე­ა­ლუ­რი სა­ფუძ­ვე­ლიც, დღეს არ არ­სე­ბობს.

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა. თუ, ამ მხრივ, რა­ი­მე შე­იც­ვლე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა, პირ­ვე­ლი სწო­რედ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან მი­ი­ღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას. ის, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის კუ­თხით, წინა წლებ­ში ფიქ­სირ­დე­ბო­და, წარ­სულს ჩა­ბარ­და და დღეს, მისი გან­მე­ო­რე­ბის არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ იკ­ვე­თე­ბა. მინ­და, მო­ვუ­წო­დო და ვთხო­ვო ყვე­ლას, ვინც, თით­ქოს, უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას იჩენს მო­სახ­ლე­ო­ბის მი­მართ, ვიდ­რე - სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა და ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო - ნუ შე­ეც­დე­ბი­ან, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­მო­ტა­ნას, ნუ გა­ა­მახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას ახა­ლი ქვეშ­ტა­მე­ბის და­სა­ხე­ლე­ბებ­ზე. დღეს, კო­რო­ნა­ვირუ­სი არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, სე­ზო­ნუ­რი ინ­ფექ­ცია, რომ­ლის მსგავსსაც წე­ლი­წა­დის სხვა­დას­ხვა დროს ვხდე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აზა­რაშ­ვილ­მა "იმე­დის" ეთერ­ში, რომ­ლის კო­მენ­ტარ­საც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სეზონურიო?
2

სეზონური როგორ არის, ზაფხულში არაა? რომელ სეზონშია და რომელსი არა?

ნანა
10

მიხარია, რომ ამ პოზიციაზე დგახართ. დასაფასებელია, რომ დაშინებას და იძულებას ადგილი არ ექნება.ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის თხოვნა და თუნდაც მოთხოვნაა, პასუხი მოეთხოვოს ყველას ვინც შეგნებულად აპანიკებს, აშინებს მოსახლეობას,ასევე გამოძიებული და გასამართლებული იყოს ე.წ. პანდემიის პერიოდში განხორციელებული ქმედებები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს" - ჯანდაცვის მინისტრი

"კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს" - ჯანდაცვის მინისტრი

დღეს, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი. არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს. მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ცალკეული შემთხვევების აღრიცხვაც კი შევაჩერეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. კოვიდპანდემია რომ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად გადაიქცეოდა, ამაზე, ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი. დღეს, ეს მართლაც ასეა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც, დღეს არ არსებობს.

"განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე - საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო - ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხდებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა "იმედის" ეთერში, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.