პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილის მკვლელი თვალებში მიყურებდა“ - შვიდი ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ ბრიტანელ ექთანს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
"საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილის მკვლელი თვალებში მიყურებდა“ - შვიდი ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ ბრიტანელ ექთანს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

სე­რი­ულ მკვლელ ლუსი ლეტ­ბის, რო­მელ­საც ბრა­ლი შვი­დი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ში ედე­ბო­და, სა­სა­მარ­თლომ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. გა­ნა­ჩე­ნი დღეს მან­ჩეს­ტე­რის სა­სა­მარ­თლომ გა­მო­ი­ტა­ნა.

ბრი­ტა­ნელ­მა ექთან­მა ახალ­შო­ბი­ლე­ბი ინექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, კან­ში ჰა­ე­რი­სა და ინ­სუ­ლი­ნის შეყ­ვა­ნით 2015 წლის ივ­ნი­სი­დან 2016 წლის ივ­ნი­სამ­დე და­ხო­ცა. მა­შინ ლუსი ლეტ­ბი ჩეს­ტე­რის ოლ­ქში მდე­ბა­რე NHS სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და.

ლეტ­ბი ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ­შო­ბილ­თა პა­ლა­ტა­ში ექ­ვსი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში იგი­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ახალ­შო­ბილ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის წამ­ყვან­მა კონ­სულ­ტან­ტმა, სა­დაც ლუსი ლეტ­ბი მუ­შა­ობ­და, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ დრო­უ­ლად ვერ გა­მო­იკ­ვლია მედ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და ცდი­ლობ­დნენ ექი­მე­ბის გა­ჩუ­მე­ბას.

მი­სი­ვე თქმით, მე­ნე­ჯმენ­ტმა ასე­ვე და­აგ­ვი­ა­ნა პო­ლი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ არ­სე­ბობ­და სა­ფუძ­ვლა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ მედ­დამ ჩვი­ლე­ბი და­ხო­ცა.

"ყო­ველ­თვის შე­მა­წუ­ხებს და­ნა­შა­ულს გრძნო­ბა, რომ ჩემი შვი­ლის დაც­ვა ვერ შევ­ძე­ლი. ვფიქ­რობ, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და ახლა, რო­გო­რი ხმა ექ­ნე­ბო­და... ეს ტრავ­მა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე ჩემ­თან დარ­ჩე­ბა. სა­ში­ნე­ლე­ბაა იმის წარ­მოდ­გე­ნა, რომ მკვლე­ლი თვა­ლებ­ში მი­ყუ­რებ­და“ - გა­ნა­ცხა­და ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის დე­დამ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

ყო­ფი­ლი ნე­ო­ნა­ტა­ლუ­რი მედ­და, ბრი­ტა­ნე­თის თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე სა­შიშ სე­რი­ულ მკვლე­ლად მი­იჩ­ნი­ეს.

მიხო
2

ტყვია შუბლში და მისი ჯანი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილის მკვლელი თვალებში მიყურებდა“ - შვიდი ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ ბრიტანელ ექთანს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

"საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ ჩემი შვილის მკვლელი თვალებში მიყურებდა“ - შვიდი ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ ბრიტანელ ექთანს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

სერიულ მკვლელ ლუსი ლეტბის, რომელსაც ბრალი შვიდი ბავშვის მკვლელობაში ედებოდა, სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენი დღეს მანჩესტერის სასამართლომ გამოიტანა.

ბრიტანელმა ექთანმა ახალშობილები ინექციის საშუალებით, კანში ჰაერისა და ინსულინის შეყვანით 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე დახოცა. მაშინ ლუსი ლეტბი ჩესტერის ოლქში მდებარე NHS საავადმყოფოში მუშაობდა.

ლეტბი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი საავადმყოფოს ახალშობილთა პალატაში ექვსი ბავშვის მკვლელობის მცდელობაში იგივე მეთოდების გამოყენებით.

ახალშობილთა განყოფილების წამყვანმა კონსულტანტმა, სადაც ლუსი ლეტბი მუშაობდა, BBC-ს განუცხადა, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დროულად ვერ გამოიკვლია მედდასთან დაკავშირებული ბრალდებები და ცდილობდნენ ექიმების გაჩუმებას.

მისივე თქმით, მენეჯმენტმა ასევე დააგვიანა პოლიციასთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ არსებობდა საფუძვლანი ვარაუდი, რომ მედდამ ჩვილები დახოცა.

"ყოველთვის შემაწუხებს დანაშაულს გრძნობა, რომ ჩემი შვილის დაცვა ვერ შევძელი. ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ახლა, როგორი ხმა ექნებოდა... ეს ტრავმა სიცოცხლის ბოლომდე ჩემთან დარჩება. საშინელებაა იმის წარმოდგენა, რომ მკვლელი თვალებში მიყურებდა“ - განაცხადა ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის დედამ სასამართლო პროცესზე.

ყოფილი ნეონატალური მედდა, ბრიტანეთის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე საშიშ სერიულ მკვლელად მიიჩნიეს.