ავტორი:

"მავნებელი ხართ ქალბატონო ელჩო! მცდელობა მქონდა, ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ ასე მოხდა, ასე რომ: Goodbye my darling!" - ზარქუა დეგნანს

"მავნებელი ხართ ქალბატონო ელჩო! მცდელობა მქონდა, ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ ასე მოხდა, ასე რომ: Goodbye my darling!" - ზარქუა დეგნანს

მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ელჩო! მინდა მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ, თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ პარტიის წარმომადგენელი კი არ იყავით, არამედ სახელმწიფოსი, როგორც ელჩი ვერ შედექით - Goodbye my darling! - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ აშშ -ის ელჩს, კელი დეგნანს.

მისივე თქმით, ის, ალბათ, იყო, ასევე, ერთ-ერთი შემოქმედი, რომ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო ქვეყანაში.

"ე.ი. რა გამოდის, მთავარი პარტნიორი, რომელიც დემოკრატიული პროცესების მხარდამჭერი უნდა იყოს, სიმშვიდის, ქალბატონი დეგნანი, რომელიც არის წარმომადგენელი (აშშ-ს), კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მომავალ ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათი რეკომენდაციით დავნერგეთ და უფრო მეტიც, პრაქტიკაში გამოვიყენეთ შუალედური არჩევნების დროს და ვაპირებთ გორში გამოვიყენოთ, სადაც ელექტრონული არჩევნები ჩატარდა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა და ამას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ 2024-ში, მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ელჩო. მინდა მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ, თქვენ თქვენი მისია ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ პარტიის წარმომადგენელი კი არ იყავით, არამედ სახელმწიფოსი, იმ სახელმწიფოსი, რომელზეც იმედებს ვამყარებთ დღემდე და მომავალში დავამყარებთ. ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში კიდევ უფრო წინ წავიწევთ, უფრო მეტად დემოკრატიულ საზოგადოებას და ქვეყანას ავაშენებთ. თქვენ ამ მიმართულებით სამწუხაროდ არც ერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, ისევე როგორც დღემდე საქართველოს არ აქვს თავისუფალი ვაჭრობა აშშ-სთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. არც უვიზო მიმოსვლა აქვს აშშ-სთან საქართველოს და არც ამისთვის გაგიკეთებიათ არაფერი, არც ინვესტიცია ჩაგიდიათ. კითხვას ვსვამ, ანაკლიის პორტში რატომ არ დევს ამერიკული ფული? რატომ არ გამოხვედით ან თქვენ ან სხვები ინიციატივით, რომ ჩაიდოს? ვსაუბრობთ „რუსეთი, ჩინეთი“, ყაზახურ ინვესტიციებს გვტენიდა კიდევ, ვინც იქ იყო შესული... რატომ არ არის, ჩამოდით და ჩადეთ ფული, ხომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, თქვენთვისაც, არ გამოვა ორმაგი სტანდარტით.

ვწუხვარ, რომ ამის თქმის საშუალება მომეცით, მაგრამ ეს თქვენ ბრძანეთ ქართველი ერი უდიდესი კულტურის, ცივილიზაციის, განათლების მქონე საზოგადოება ვართ და რამენაირად იმასაც გავარკვევდით და გავარკვიეთ, როგორ შეიძლევა ელექტრონულად მონაწილეობა მივიღოთ. ვწუხვარ ძალიან ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ როგორც ელჩი ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას. ვწუხვარ, თქვენ პოლარიზაცია გაზარდეთ ქართულ საზოგადოებაში თქვენი საქმიანობით, განცხადებებით და ამის დემონსტრირებაა ის, რაც მოვისმინეთ ახლა, როცა ყველა პარტნიორი, თქვენ გვირჩევდით რომ არჩევნები 100 პროცენტით ელექტრონული გაგვეხადა საქართველოსთვის, რაც იქნებოდა მანიპულაციებისგან დაცული. თურმე ესეც არ მოგწონთ, რადგან თქვენ იყავით, ალბათ, ერთ- ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო და 3-4-ჯერ ჩვენ ეს ჩავახშეთ, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის ინტერესებში არასდროს შედიოდა არეულობა და მეორე ფრონტის გახსნა, რასაც რადიკალები ცდილობდნენ. ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვით და ბოლოს დააგვირგვინეთ. მქონდა მცდელობა ბოლომდე ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროდ ასე მოხდა. ასე რომ, - Goodbye my darling!"- განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ ელექტრონული სისტემა არ იძლევა გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. დეგნანის თქმით, მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა ხდება არჩევნების დღემდე და ეს ტაქტიკა საქართველოში საქართველოში გამოიყენება ბევრი წელია სხვადასხვა ხელისუფლების დროს.