მარგარიტა სიმონიანი, პროპაგანდისტი, ტელეწამყვანი და არხის RT-ის მთავარი რედაქტორი ირწმუნება, რომ მოსკოვის რეგიონში ჩამოგდებული ორი დრონიდან ერთი მის სახლთან დაეცა.
"ისტრას რაიონში ჩამოგდებული დრონი ჩვენს გვერდით ქუჩაზე დაეცა. ჩვენი საჰაერო თავდაცვის წყალობით, ყველაფერი მსხვერპლისა და ნგრევის გარეშე დასრულდა" - დაწერა სიმონიანმა ტელეგრამზე.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვში ორი უკრაინული დრონი გაანადგურეს.
"21 აგვისტოს, მოსკოვის დროით, დაახლოებით, 06:50 საათზე აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა უპილოტო საფრენი აპარატით. საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს“, - აცხადებენ უწყებაში.
წაიკითხეთ ასევე: