სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხვალიდან ვიწყებ "გამარჯვების კამპანიას", მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში და მოგისმენთ ყველას " - სოფო ჯაფარიძე
"ხვალიდან ვიწყებ "გამარჯვების კამპანიას", მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში და მოგისმენთ ყველას " - სოფო ჯაფარიძე

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რი სოფო ჯა­ფა­რი­ძე სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით მო­სახ­ლე­ო­ბას­თან შეხ­ვედ­რებს იწყებს. ამის შე­სა­ხებ სოფო ჯა­ფა­რი­ძემ კლი­ნი­კა “ვი­ვა­მედ­თან” გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, კამ­პა­ნია სიმ­ბო­ლუ­რად, ბა­თუ­მი­დან და­ი­წყე­ბა და ის შეხ­ვედ­რებს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით გა­მარ­თავს.

რო­გორც ჯა­ფა­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, მო­სახ­ლე­ო­ბის წე­რი­ლო­ბით მო­საზ­რე­ბებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­ეც­ნო­ბა.

"ისე რო­გორც არას­დროს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ერ­თი­ა­ნო­ბა და ერ­თად სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბა გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლის­თვის. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა აქ ჩა­მოს­ვლით და ამ თავ­გან­წირ­ვით გვაჩ­ვე­ნა პატ­რი­ო­ტიზ­მის უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის ძა­ლი­ან რთუ­ლი, ის აი, აქე­დან, ამ ოთხი კედ­ლი­დან აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას სამ­შობ­ლოს გა­დარ­ჩე­ნის­თვის. მისი საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა არის უმაღ­ლე­სი და ის აუ­ცი­ლებ­ლად იბ­რძო­ლებს ბო­ლომ­დე ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და სამ­შობ­ლოს გა­დარ­ჩე­ნის­თვის.

ხვა­ლი­დან, ვი­წყებ ძა­ლი­ან დიდ კამ­პა­ნი­ას. ჩა­მო­ვალ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, ქვეყ­ნის ყვე­ლა კუ­თხე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ხე­ლით. მო­გის­მენთ ყვე­ლას, მო­ვუს­მენ თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის პრობ­ლე­მას და მო­საზ­რე­ბას ამ ურ­თუ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის კუ­თხით. თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გახ­დეთ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ამ ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სის და არა მხო­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, არა­მედ პრო­ცე­სის შემ­ქმნე­ლე­ბი, რათა ძა­ლი­ან მალე ერ­თად ვი­ზე­ი­მოთ გა­მარ­ჯვე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბა არის ისე ახ­ლოს, რო­გორც არა­სო­დეს. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მზა­დაა მო­გის­მი­ნოთ ყვე­ლას, მო­ის­მი­ნოს ყვე­ლას მო­საზ­რე­ბა. არა მხო­ლოდ მზად არის, არა­მედ მისი ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი არის, რომ თქვენ­თან ერ­თად შექ­მნას ეს პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი, რო­მე­ლიც მიგ­ვიყ­ვანს გა­მარ­ჯვე­ბამ­დე. გა­მარ­ჯვე­ბა არის გარ­და­უ­ვა­ლი.

მე გაძ­ლევთ პი­რო­ბას, თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის წე­რი­ლო­ბი­თი მო­საზ­რე­ბა მივა უშუ­ა­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლამ­დე და ჩვენ ყვე­ლა ერ­თად შევ­ქმნით გა­მარ­ჯვე­ბის ძა­ლი­ან დიდ ფორ­მუ­ლას, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მალე მოგ­ვიყ­ვანს გა­მარ­ჯვე­ბამ­დე,“ - გა­ნა­ცხა­და სოფო ჯა­ფა­რი­ძემ.

კი­თხვა­ზე, ნიშ­ნავს თუ არა ეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბას, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია თა­ვად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, სოფო ჯა­ფა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქვას.

„დიახ, თუნ­დაც და­ვარ­ქვათ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბა. ეს ნიშ­ნავს გა­მარ­ჯვე­ბის კამ­პა­ნი­ის და­წყე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნა ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 99 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
0

რატომ უნდა ივარაუდო, რომ ნაცი იგივეს არ იზამს , რაც აქამდე უქნია ? რა, ფერი იცვალა, თუ ზნე ?! ეს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი თავზეხელაღებულ ავანტურისტთა და შარაგზის ავაზაკების მცირე ჯგუფია რომელიც სხვისათვის წართმეული პოლიტიკურ საზოფადოებრივი ორგანიზაციის მმართელ ბირთვად მოგვევლინა, და რომელიც მარჯვედ ეფარება პოლიტკოსის სტატუსს, სინამდვილეში ქალიან კაციანად დესტრუქციული , ტრეინინგ მიღებული, ფაშიო ზონდერია , დაოსტატებულია სიცრუესა და დემაგოგიაში, იდეურ პოლიტიკურად კი სრულიად დაცლილია , გარყვნილ ცხოვრებას ეწევა და თავისუფალია ზნეობრივი, მათ შორის პატრიოტული გრძნობებისა და ნორმებისაგან !

ამბები გე-ვ
1

ამ ქალბატონის ასეთ სურათებს რატომ დებთ?! დავიჯერო მართლა ასეთი საშინელებაა? თუ თქვენც მიშასკენ გადახვედით და ორივე ერთად გვაშინებთ? (((((((

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ხვალიდან ვიწყებ "გამარჯვების კამპანიას", მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში და მოგისმენთ ყველას " - სოფო ჯაფარიძე

"ხვალიდან ვიწყებ "გამარჯვების კამპანიას", მიხეილ სააკაშვილის სახელით ჩამოვალ ქვეყნის ყველა კუთხეში და მოგისმენთ ყველას " - სოფო ჯაფარიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი სოფო ჯაფარიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სახელით მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებს. ამის შესახებ სოფო ჯაფარიძემ კლინიკა “ვივამედთან” განაცხადა.

მისივე თქმით, კამპანია სიმბოლურად, ბათუმიდან დაიწყება და ის შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მოსახლეობის წერილობით მოსაზრებებს მიხეილ სააკაშვილი გაეცნობა.

"ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და ერთად სათანადოდ მომზადება გადამწყვეტი ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილმა აქ ჩამოსვლით და ამ თავგანწირვით გვაჩვენა პატრიოტიზმის უმაღლესი სტანდარტი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან რთული, ის აი, აქედან, ამ ოთხი კედლიდან აგრძელებს ბრძოლას სამშობლოს გადარჩენისთვის. მისი საბრძოლო განწყობა არის უმაღლესი და ის აუცილებლად იბრძოლებს ბოლომდე ქვეყნის თავისუფლებისთვის და სამშობლოს გადარჩენისთვის.

ხვალიდან, ვიწყებ ძალიან დიდ კამპანიას. ჩამოვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქვეყნის ყველა კუთხეში მიხეილ სააკაშვილის სახელით. მოგისმენთ ყველას, მოვუსმენ თითოეული თქვენგანის პრობლემას და მოსაზრებას ამ ურთულესი პოლიტიკური პროცესების მართვის კუთხით. თქვენ აუცილებლად უნდა გახდეთ მონაწილეები ამ ძალიან რთული პროცესის და არა მხოლოდ მონაწილეები, არამედ პროცესის შემქმნელები, რათა ძალიან მალე ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება. გამარჯვება არის ისე ახლოს, როგორც არასოდეს. მიხეილ სააკაშვილი მზადაა მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება. არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილი არის, რომ თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები, რომელიც მიგვიყვანს გამარჯვებამდე. გამარჯვება არის გარდაუვალი.

მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მოგვიყვანს გამარჯვებამდე,“ - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას, რომელშიც ჩართულია თავად მიხეილ სააკაშვილი, სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეიძლება ასეც ითქვას.

„დიახ, თუნდაც დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყება. ეს ნიშნავს გამარჯვების კამპანიის დაწყებას,“ - აღნიშნა ჯაფარიძემ.