მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ითვალისწინებს ცვლილებები დაგროვებით პენსიაზე: ემუქრება თუ არა საფრთხე თქვენს დანაზოგს და სად უნდა დააბანდოთ ან როგორ გააკონტროლოთ თანხები?
რას ითვალისწინებს ცვლილებები დაგროვებით პენსიაზე: ემუქრება თუ არა საფრთხე თქვენს დანაზოგს და სად უნდა დააბანდოთ ან როგორ გააკონტროლოთ თანხები?

7 სექ­ტემ­ბრამ­დე თუ თქვენს სა­პენ­სიო და­ნა­ზოგ­ში არ­სე­ბულ თან­ხებს თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბით არ გა­და­ა­ნა­წი­ლებთ, მა­შინ უნდა იცო­დეთ, რომ ამ თან­ხე­ბის მარ­თვას ისევ სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო გა­ნაგ­რძობს და ერთი წლით იქ არ­სე­ბუ­ლი თან­ხე­ბი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ნა­წილ­დე­ბა. სა­პენ­სიო და­ნა­ზო­გის ინ­ვეს­ტი­რე­ბის წესი შე­იც­ვა­ლა და 7 აგ­ვის­ტო­დან ამ პროგ­რა­მის მო­ნა­წი­ლე­ებს თა­ვად უწევთ გა­და­წყვი­ტონ, სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე დაგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხა რა რის­კის მა­ტა­რე­ბელ პორ­ტფე­ლებ­ში და­ა­ბან­დონ.

"დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად, 2023 წლის 6 აგ­ვის­ტომ­დე სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის ინ­ვეს­ტი­რე­ბა ხდე­ბო­და ნაკ­ლე­ბად რის­კი­ან პორ­ტფელ­ში - ძი­რი­თა­დად, სა­ბან­კო ანაბ­რებ­სა და ობ­ლი­გა­ცი­ებ­ში, ხოლო უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­სა და გლო­ბა­ლურ აქ­ცი­ებ­ში ინ­ვეს­ტი­რე­ბის წილი შე­ზღუ­დუ­ლი იყო პორ­ტფე­ლის 20%-მდე. რო­გორც სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტო­ში ამ­ბო­ბენ, გა­სულ 5 წე­ლი­წად­ში ამ პორ­ტფე­ლის წლი­უ­რი სა­შუ­ა­ლო მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა 9,4% იყო, რა­მაც 5 წლის ჯამ­ში 52% შე­ად­გი­ნა და ინფლა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბით 10,13%-ით მეტი მომ­გე­ბი­ა­ნო­ბა აჩ­ვე­ნა, წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 2,17%-ით მეტი.

  • თუ აქამ­დე არ­სე­ბობ­და მხო­ლოდ და­ბალ­რის­კი­ა­ნი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლი, მას უკვე სა­შუ­ა­ლო და მა­ღალ­რის­კი­ა­ნიც და­ე­მა­ტა. თუ მო­ქა­ლა­ქე 7 სექ­ტემ­ბრამ­დე არ მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მა­შინ მან უნდა იცო­დეს, რომ სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტომ 7 აგ­ვის­ტოს ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ა­ნა­წი­ლა ეს თან­ხე­ბი სამი სა­ხის - მა­ღალ, სა­შუ­ა­ლო და და­ბალ­რის­კი­ან პორ­ტფე­ლებ­ში.

სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს უფ­რო­სი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ოფიც­რის, გოგა მე­ლი­ქი­ძის თქმით, "დღე­ვან­დე­ლი კა­ნო­ნით მოხ­დე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რი რე­ბა­ლან­სი­რე­ბა, ანუ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­და­ნა­წილ­დნენ სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლებ­ში და 7 სექ­ტემ­ბრამ­დე ექ­ნე­ბათ სრუ­ლი დის­კრე­ცია (უფ­ლე­ბა), აირ­ჩი­ონ სხვა სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლი".

რო­გორც სტა­ტის­ტი­კით გა­ირ­კვა, სა­პენ­სიო სქე­მა­ში ამ დრო­ის­თვის გა­წევ­რე­ბუ­ლია 1 მი­ლი­ონ 420 ათა­სი მო­ქა­ლა­ქე. 2023 წლის 14 ივ­ლი­სის მდგო­მა­რე­ო­ბით, მთლი­ა­ნი სა­პენ­სიო აქ­ტი­ვე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3,66 მი­ლი­არ­დი ლა­რია, წმინ­და ამო­ნა­გე­ბი კი 631 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. დღე­ის­თვის დაგ­რო­ვე­ბი­თი პენ­სი­ით ისარ­გებ­ლა სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის 4 118-მა პირ­მა. სწო­რედ 1 მი­ლი­ონ 420 ათა­სი კა­ცის­თვის იც­ვლე­ბა წე­სე­ბი. მათ 7 სექ­ტემ­ბრამ­დე შე­უძ­ლი­ათ სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით ერთი ან მეტი სა­ინ­ვეს­ტი­ციო პორ­ტფე­ლის შერ­ჩე­ვა და ამ შემ­თხვე­ვა­ში თან­ხის გა­და­ნა­წი­ლე­ბა. მო­ქა­ლა­ქის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ვადა ერთი წე­ლი­წა­დი ექ­ნე­ბა. დაგ­რო­ვე­ბით სა­პენ­სიო სქე­მის მო­ნა­წი­ლეს შე­უძ­ლია შერ­ჩე­უ­ლი პორ­ტფე­ლი და­ა­ფიქ­სი­როს რო­გორც ონ­ლა­ინ­რე­ჟიმ­ში - პი­რა­დი სა­პენ­სიო გვერ­დი­დან ელექტრო­ნუ­ლი ხელ­მო­წე­რის მეშ­ვე­ო­ბით, ასე­ვე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებ­სა და სა­პენ­სიო სა­ა­გენ­ტოს ოფის­ში, ანა პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას 14-ში.

"პორ­ტფე­ლის არ­ჩე­ვის შემ­დეგ 12-თვი­ა­ნი და­კეტვის პე­რი­ო­დია, რომ­ლის გას­ვლის შემ­დეგ კვლავ შე­გიძ­ლი­ათ არ­ჩე­ვა­ნი შეც­ვა­ლოთ“

უფრო დე­ტა­ლუ­რად ამ ცვლი­ლე­ბებ­ზე გოგა მე­ლი­ქი­ძე სა­უბ­რობს:

- 7 სექ­ტემ­ბრამ­დე ცოტა დრო რჩე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ებს ამ დრომ­დე შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ პორ­ტფე­ლი, რამ­დე­ნად აქ­ტი­უ­რო­ბენ ისი­ნი?

- დიდი აქ­ტი­უ­რო­ბა არ არის, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი კა­ცია, რო­მელ­თაც სხვა პორ­ტფე­ლი აირ­ჩი­ეს, რაც ძა­ლი­ან კარ­გია.

- რო­გორ გა­და­ნა­წილ­და დაგ­რო­ვე­ბუ­ლი თან­ხე­ბი 7 აგ­ვის­ტო­დან?

- კა­ნონ­ში წე­რია, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არი­ან 40 წლამ­დე, მოხ­ვდნენ მა­ღალ რის­კში, ანუ მზარდ პორ­ტფელ­ში; 40-დან 50 წლამ­დე მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მოხ­ვდნენ სა­შუ­ა­ლო რის­კის პორ­ტფელ­ში, რო­მე­ლიც შე­რე­უ­ლი და და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი პორ­ტფე­ლია, ხოლო 50 წლის ზე­ვით მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და­ბა­ლი რის­კის პორ­ტფელ­ში. კა­ნო­ნი ამ­ბობს და ასე­თია სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კაც, თუ ცოტა პე­რი­ო­დი გაქვს სა­პენ­სიო ასა­კამ­დე, უნდა იყო სტა­ბი­ლურ პორ­ტფელ­ში, ხოლო რაც უფრო მეტი წელი გაქვს სა­პენ­სიო ასა­კამ­დე, სა­სურ­ვე­ლია მო­ნა­წი­ლეს მზარ­დი პორ­ტფე­ლი ჰქონ­დეს. ამი­ტო­მაც ამ პორ­ტფელ­ში მეტი წილი - 55% არის აქ­ცი­ე­ბის. აქ­ცი­ებს ახა­სი­ა­თებს ფა­სის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა, მაგ­რამ არის ფა­სის მერ­ყე­ო­ბის რის­კიც. ამი­ტო­მაც ჰქვია მა­ღალ­რის­კი­ა­ნი პორ­ტფე­ლი, თუმ­ცა გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ეს აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ტანს მნიშ­ვნე­ლო­ვან ზრდას....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
3

რახდება აქ უიმედო ადამიანების შეკრებაა.? Ყველაფერს ნეგატიურად რომ აღიქვავენ. Ადმინ არ დამბლოკო გთხოვ. Მე პოზიტიურად ვუყურებ ამ დაგროვებით პენსიას.

აა
4

ძალიან უაზრობა მგონია შემნახველ სალაროსთან გაიგივება ამ სისტემის. ნუ ვაბნევთ ხალხს და ნუ ვთესავთ პანიკას,თუ გვინდა ევროპა უნდა გავატაროთ ევროპული რეფორმები და ვაცადოთ მთავობას. გვეყო ერთ წრეზე ტრიალი. როდისმე ხომ უნდა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული წრიდან!

ავტორი:

რას ითვალისწინებს ცვლილებები დაგროვებით პენსიაზე: ემუქრება თუ არა საფრთხე თქვენს დანაზოგს და სად უნდა დააბანდოთ ან როგორ გააკონტროლოთ თანხები?

რას ითვალისწინებს ცვლილებები დაგროვებით პენსიაზე: ემუქრება თუ არა საფრთხე თქვენს დანაზოგს და სად უნდა დააბანდოთ ან როგორ გააკონტროლოთ თანხები?

7 სექტემბრამდე თუ თქვენს საპენსიო დანაზოგში არსებულ თანხებს თქვენი შეხედულებით არ გადაანაწილებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამ თანხების მართვას ისევ საპენსიო სააგენტო განაგრძობს და ერთი წლით იქ არსებული თანხები კანონის შესაბამისად გადანაწილდება. საპენსიო დანაზოგის ინვესტირების წესი შეიცვალა და 7 აგვისტოდან ამ პროგრამის მონაწილეებს თავად უწევთ გადაწყვიტონ, საპენსიო ანგარიშზე დაგროვებული თანხა რა რისკის მატარებელ პორტფელებში დააბანდონ.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, 2023 წლის 6 აგვისტომდე საპენსიო აქტივების ინვესტირება ხდებოდა ნაკლებად რისკიან პორტფელში - ძირითადად, საბანკო ანაბრებსა და ობლიგაციებში, ხოლო უცხოურ ვალუტასა და გლობალურ აქციებში ინვესტირების წილი შეზღუდული იყო პორტფელის 20%-მდე. როგორც საპენსიო სააგენტოში ამბობენ, გასულ 5 წელიწადში ამ პორტფელის წლიური საშუალო მომგებიანობა 9,4% იყო, რამაც 5 წლის ჯამში 52% შეადგინა და ინფლაციასთან მიმართებით 10,13%-ით მეტი მომგებიანობა აჩვენა, წლიურად საშუალოდ 2,17%-ით მეტი.

  • თუ აქამდე არსებობდა მხოლოდ დაბალრისკიანი საინვესტიციო პორტფელი, მას უკვე საშუალო და მაღალრისკიანიც დაემატა. თუ მოქალაქე 7 სექტემბრამდე არ მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ მან უნდა იცოდეს, რომ საპენსიო სააგენტომ 7 აგვისტოს ასაკის შესაბამისად გადაანაწილა ეს თანხები სამი სახის - მაღალ, საშუალო და დაბალრისკიან პორტფელებში.

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქიძის თქმით, "დღევანდელი კანონით მოხდება ავტომატური რებალანსირება, ანუ მონაწილეები, ასაკობრივი ჯგუფიდან გამომდინარე, გადანაწილდნენ საინვესტიციო პორტფელებში და 7 სექტემბრამდე ექნებათ სრული დისკრეცია (უფლება), აირჩიონ სხვა საინვესტიციო პორტფელი".

როგორც სტატისტიკით გაირკვა, საპენსიო სქემაში ამ დროისთვის გაწევრებულია 1 მილიონ 420 ათასი მოქალაქე. 2023 წლის 14 ივლისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3,66 მილიარდი ლარია, წმინდა ამონაგები კი 631 მილიონ ლარს შეადგენს. დღეისთვის დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 4 118-მა პირმა. სწორედ 1 მილიონ 420 ათასი კაცისთვის იცვლება წესები. მათ 7 სექტემბრამდე შეუძლიათ საკუთარი სურვილით ერთი ან მეტი საინვესტიციო პორტფელის შერჩევა და ამ შემთხვევაში თანხის გადანაწილება. მოქალაქის გადაწყვეტილებას ვადა ერთი წელიწადი ექნება. დაგროვებით საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია შერჩეული პორტფელი დააფიქსიროს როგორც ონლაინრეჟიმში - პირადი საპენსიო გვერდიდან ელექტრონული ხელმოწერის მეშვეობით, ასევე იუსტიციის სახლებსა და საპენსიო სააგენტოს ოფისში, ანა პოლიტკოვსკაიას 14-ში.

"პორტფელის არჩევის შემდეგ 12-თვიანი დაკეტვის პერიოდია, რომლის გასვლის შემდეგ კვლავ შეგიძლიათ არჩევანი შეცვალოთ“

უფრო დეტალურად ამ ცვლილებებზე გოგა მელიქიძე საუბრობს:

- 7 სექტემბრამდე ცოტა დრო რჩება, მოქალაქეებს ამ დრომდე შეუძლიათ აირჩიონ პორტფელი, რამდენად აქტიურობენ ისინი?

- დიდი აქტიურობა არ არის, მაგრამ რამდენიმე ასეული კაცია, რომელთაც სხვა პორტფელი აირჩიეს, რაც ძალიან კარგია.

- როგორ გადანაწილდა დაგროვებული თანხები 7 აგვისტოდან?

- კანონში წერია, რომ მონაწილეები, რომლებიც არიან 40 წლამდე, მოხვდნენ მაღალ რისკში, ანუ მზარდ პორტფელში; 40-დან 50 წლამდე მონაწილეები მოხვდნენ საშუალო რისკის პორტფელში, რომელიც შერეული და დაბალანსებული პორტფელია, ხოლო 50 წლის ზევით მოქალაქეები არიან დაბალი რისკის პორტფელში. კანონი ამბობს და ასეთია საერთაშორისო პრაქტიკაც, თუ ცოტა პერიოდი გაქვს საპენსიო ასაკამდე, უნდა იყო სტაბილურ პორტფელში, ხოლო რაც უფრო მეტი წელი გაქვს საპენსიო ასაკამდე, სასურველია მონაწილეს მზარდი პორტფელი ჰქონდეს. ამიტომაც ამ პორტფელში მეტი წილი - 55% არის აქციების. აქციებს ახასიათებს ფასის მნიშვნელოვანი ზრდა, მაგრამ არის ფასის მერყეობის რისკიც. ამიტომაც ჰქვია მაღალრისკიანი პორტფელი, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აუცილებლად მოიტანს მნიშვნელოვან ზრდას....წაიკითხეთ სრულად