პლანეტათაშორისმა ავტომატურმა სადგურმა "Луна-25"-მა მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა. ამის შესახებ Roscosmos-ი იტყობინება.
"წინასწარი ანალიზის შედეგების მიხედვით, ფაქტობრივი იმპულსური პარამეტრების გამოთვლიდან გადახრის გამო, კოსმოსური ხომალდი გადავიდა არასაპროექტო ორბიტაზე და შეწყვიტა არსებობა მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად”, - ნათქვამია მოხსენებაში.
"კოსმოსური ხომალდის დაკარგვის მიზეზების გარკვევის საკითხებს განიხილავს სპეციალურად შექმნილი უწყებათაშორისი კომისია“, - აცხადებენ როსკოსმოსში.
კავშირი პლანეტათაშორის ავტომატურ სადგურთან "Луна -25" 19 აგვისტოს შეწყდა, მას შემდეგ, რაც გაცემული იყო იმპულსი წინასწარი სადესანტო ორბიტის შესაქმნელად.
პირველი მთვარის მისია რუსეთის თანამედროვე ისტორიაში 11 აგვისტოს დაიწყო. "Луна -25"- ი ავტომატური პლანეტათაშორისი სადგურ "ვოსტოჩნის" კოსმოდრომიდან გაუშვეს.
"როსკოსმოსის" გენერალური დირექტორის, იური ბორისოვის თქმით, "Луна -25"-ის რბილი დაშვება დედამიწის თანამგზავრზე სამხრეთ პოლუსზე 21 აგვისტოს უნდა მომხდარიყო.
ამ პროექტის ფარგლებში "Луна -24"-ის წინა გაშვება, საბჭოთა მეცნიერების მიერ 1976 წელს მოხდა. მოწყობილობამ დედამიწზე ჩამოიტანა 170 გრამი მთვარის ნიადაგი. რის საფუძველზეც მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ ნიადაგის მასის 0,1%-ი წყალს შეადგენდა.