პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შეინიშნება COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, ბოლო კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა 300-მდე ახალი შემთხვევა” - თენგიზ ცერცვაძე
“შეინიშნება COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, ბოლო კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა 300-მდე ახალი შემთხვევა” - თენგიზ ცერცვაძე

სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი თენ­გიზ ცერ­ცვა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ავ­რცე­ლებს.

მისი ცნო­ბით, ბოლო 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ ვლინ­დე­ბო­და COVID-ის 300-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა, აგ­რეთ­ვე ფიქ­სირ­დე­ბო­და ე.წ. და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა 7-8%-მდე.

თენ­გიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, გაზ­რდი­ლია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბიც, თუმ­ცა სიკ­ვდი­ლო­ბა კვლავ რჩე­ბა მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე.

„COVID-19-ის პან­დე­მია 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვაა, რო­მელ­მაც 7 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნა მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის სი­ცო­ცხლეს, ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს და ქვეყ­ნე­ბის ეკო­ნო­მი­კას.

რო­გორც ადრე ვწერ­დით, სა­ქარ­თვე­ლო იყო ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა მსოფ­ლი­ო­ში, რო­მელ­მაც ჯერ კი­დევ 2022 წლის მა­ი­სი­დან COVID ფა­ტა­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბი­დან გა­და­აქ­ცია რი­გით რეს­პი­რა­ცი­ულ ინ­ფექ­ცი­ად, რაც ნიშ­ნავს, რომ COVID-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლო­ბა და მისი ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის ხა­რისხსა და ეკო­ნო­მი­კა­ზე, პრაქ­ტი­კუ­ლად, არ აღე­მა­ტე­ბა ან მხო­ლოდ ცო­ტა­თი აღე­მა­ტე­ბა სხვა რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბით, მა­გა­ლი­თად, გრი­პით გა­მოწ­ვე­ულ შე­სა­ბა­მის მაჩ­ვე­ნებ­ლებს.

და­ახ­ლო­ე­ბით, 1 წლის შემ­დეგ, ა.წ. 5 მა­ისს, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ დას­რუ­ლე­ბუ­ლად გა­მო­ა­ცხა­და COVID-19-თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა აღი­ნიშ­ნა, რომ COVID-19 რჩე­ბა გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის მიმ­დი­ნა­რე პრობ­ლე­მად, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ COVID ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, ეს ვირუ­სი ჯერ არ­სად წა­სუ­ლა, ის ჯე­რაც კლავს და ჯე­რაც იც­ვლე­ბა, რის გა­მოც არ­სე­ბობს ახა­ლი ვა­რი­ან­ტე­ბის გა­ჩე­ნის რის­კი. შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა უნდა იყოს ფხიზ­ლად.

ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მსოფ­ლი­ო­ში აღი­ნიშ­ნე­ბა COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის და COVID-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბის მა­ტე­ბა, რაც შე­საძ­ლოა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ბი­ლო­ბის ზრდას­თან. ასე მა­გა­ლი­თად: აშშ-ში ბოლო პე­რი­ოდ­ში COVID-19-ით ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბი გა­ი­ზარ­და კვი­რა­ში 6000-დან 10000-მდე.

ბოლო პე­რი­ოდ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლია ომიკ­რო­ნის ახა­ლი ქვე­ვა­რი­ან­ტი EG.5., იგი­ვე „ერი­სი“ (eris), რო­მე­ლიც წარ­მო­იშ­ვა „ომიკ­რო­ნის“ XBB შტა­მის­გან მუ­ტა­ცი­ის გზით. ჯან­მო-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, ეს ქვე­ვა­რი­ან­ტი უკვე გავ­რცელ­და მსოფ­ლი­ოს 50-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში, ხოლო ამე­რი­კის CDC-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, EG.5. ქვე­ვა­რი­ანტზე მო­დის ქვე­ყა­ნა­ში ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის, და­ახ­ლო­ე­ბით, 20%. წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ამ ქვე­ვა­რი­ანტს ახა­სი­ა­თებს გაზ­რდი­ლი გა­დამ­დებ­ლო­ბა, თუმ­ცა სხვა მხრივ, (კლი­ნი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი, სიმ­ძი­მე და სხვა) მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ გან­სხვავ­დე­ბა წი­ნა­მორ­ბე­დე­ბის­გან. ით­ვლე­ბა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე ვაქ­ცი­ნე­ბი ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც იცავს ამ ქვე­ვა­რი­ან­ტის­გა­ნაც, თუმ­ცა გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა ახა­ლი, უფრო ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­საქ­მნე­ლად.

COVID-19-ის შემ­თხვე­ვე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­ი­ნიშ­ნე­ბა. კერ­ძოდ, ბოლო 1 კვი­რის მან­ძილ­ზე დღე­ში სა­შუ­ა­ლოდ ვლინ­დე­ბო­და COVID-ის 300-მდე ახა­ლი შემ­თხვე­ვა, აგ­რეთ­ვე ფიქ­სირ­დე­ბო­და ე.წ. და­დე­ბი­თო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით COVID-ზე ტეს­ტი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის­გან (და­ახ­ლო­ე­ბით, 4 000 ტეს­ტი დღე­ში) და­დე­ბი­თი შე­დე­გი უფიქ­სირ­დე­ბა გა­მოკ­ვლე­ულ­თა 7-8%-ს. შე­სა­ბა­მი­სად, გაზ­რდი­ლია ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის შემ­თხვე­ვე­ბიც. თუმ­ცა, სიკ­ვდი­ლო­ბა კვლავ რჩე­ბა მი­ნი­მა­ლურ ნიშ­ნულ­ზე (ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი თვე­ში) და ისიც ძი­რი­თა­დად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის დროს“,- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საძ­ლოა ომიკ­რო­ნის ქვე­ვა­რი­ან­ტი EG.5., იგი­ვე „ერი­სი“ (eris) იყოს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ის ჯერ არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა.

„სა­ვა­რა­უ­დოდ, EG.5 ქვე­ვა­რი­ან­ტი შე­საძ­ლოა უკვე სა­ქარ­თვე­ლო­შიც იყოს, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად (ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად) იგი ჯერ არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა და შე­სა­ბა­მი­სად იმის მტკი­ცე­ბა, რომ ამ ქვე­ვა­რი­ანტზე მო­დის ქვე­ყა­ნა­ში COVID ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 50%, ჯერ არ შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა, COVID პა­ცი­ენ­ტე­ბის სწო­რი მარ­თვის­თვის პრინ­ცი­პუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს თუ რო­მე­ლი ქვე­ვა­რი­ან­ტით არის ის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, რად­გან პა­ცი­ენ­ტის მარ­თვის პრინ­ცი­პე­ბი სხვა­დას­ხვა ქვე­ვა­რი­ან­ტით ინ­ფი­ცი­რე­ბი­სას პრაქ­ტი­კუ­ლად არ გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თის­გან.

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა სა­ი­მე­დოდ აკონ­ტრო­ლებს ქვე­ყა­ნა­ში COVID ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ას. ფარ­თოდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია COVID-ზე უფა­სო ტეს­ტი­რე­ბა, სრულ მზად­ყოფ­ნა­შია პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის რგო­ლი COVID-ის მარ­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით, ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს რამ­დე­ნი­მე COVID -კლი­ნი­კა უმაღ­ლე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ექი­მე­ბით. ქვე­ყა­ნას აქვს COVID-ის სამ­კურ­ნა­ლო ყვე­ლა­ზე თა­ნა­მედ­რო­ვე და ეფექ­ტი­ა­ნი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის საკ­მა­რი­სი მა­რა­გი, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბა COVID ვაქ­ცი­ნა­ცია და ა.შ.

სხვა­თა შო­რის, ამ­ჟა­მად ჩვენს ცენ­ტრში მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე წამ­ყვან კლი­ნი­კას­თან ერ­თად მიმ­დი­ნა­რე­ობს COVID-ის სამ­კურ­ნა­ლო ახა­ლი მე­დი­კა­მენ­ტის კლი­ნი­კუ­რი შეს­წავ­ლა, რო­მე­ლიც წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, შე­საძ­ლოა ეფექ­ტი­ა­ნო­ბით აღე­მა­ტე­ბო­დეს აქამ­დე გა­მო­ყე­ნე­ბულ მე­დი­კა­მენ­ტებს.

ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უძ­ლია იყოს მშვი­დად. მისი COVID უსაფრ­თხო­ე­ბა სა­ი­მე­დო­დაა და­ცუ­ლი, მაგ­რამ სი­ფხიზ­ლე არას­დრო­საა ზედ­მე­ტი.

ქვე­ყა­ნა­ში COVID სი­ტუ­ა­ცი­ის გა­უ­ა­რე­სე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და შე­საძ­ლო არა­სა­ხარ­ბი­ე­ლო გა­მო­სავ­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რომ მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნეს დაყ­ვა­ნი­ლი COVID-ის გვი­ა­ნი დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მო­მარ­თვი­ა­ნო­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამი­ტომ, კი­დევ ერთხელ და­ბე­ჯი­თე­ბით მო­ვუ­წო­დებ მო­სახ­ლე­ო­ბას, რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პირ­ვე­ლი­ვე სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნის­თა­ნა­ვე, მო­ე­რი­დონ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს, იხ­მა­რონ პირ­ბა­დე და ყვე­ლამ ჩა­ი­ტა­როს COVID ტეს­ტი­რე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ადრე (სა­სურ­ვე­ლია პირ­ვე­ლი­ვე დღეს) და COVID დი­აგ­ნო­ზის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თოს ოჯა­ხის ექიმს და ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლოს მისი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, მათ შო­რის დრო­ულ ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ას­თან (ვი­საც ეს სჭირ­დე­ბა) და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, და­ბე­ჯი­თე­ბით ვთხოვ ოჯა­ხის და კლი­ნი­კე­ბის ექი­მებს, ყვე­ლა ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ თუ სტა­ცი­ო­ნა­რულ COVID ავად­მყოფ­თან სა­თა­ნა­დო ჩვე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში (60 წელ­ზე მეტი ასა­კი, თან­მხლე­ბი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და სხვ.) აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნონ ან­ტი­ვირუ­სუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი: პაქსლო­ვი­დი ან რემ­დე­სი­ვი­რი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი პრო­ცენ­ტით (90%-მდე) ამ­ცი­რე­ბენ და­ა­ვა­დე­ბის დამ­ძი­მე­ბის და მი­თუ­მე­ტეს ფა­ტა­ლუ­რი გა­მო­სავ­ლის ალ­ბა­თო­ბას“,- გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
* * * * *
2

ფული შემოაკლდა და გამოენთო...

ოპააა
2

დაიწყეს ისევ ფოკუსები, ფარა ცხვრის კიდევ დაიჯერებს უეჭველი სი ნახავთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

“შეინიშნება COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, ბოლო კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა 300-მდე ახალი შემთხვევა” - თენგიზ ცერცვაძე

“შეინიშნება COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია, ბოლო კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა 300-მდე ახალი შემთხვევა” - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ცნობით, ბოლო 1 კვირის განმავლობაში დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც, თუმცა სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე.

„COVID-19-ის პანდემია 21-ე საუკუნის ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რომელმაც 7 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და სერიოზული პრობლემები შეუქმნა მთელი მსოფლიოს მოსახლეობის სიცოცხლეს, ცხოვრების ხარისხს და ქვეყნების ეკონომიკას.

როგორც ადრე ვწერდით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ჯერ კიდევ 2022 წლის მაისიდან COVID ფატალური დაავადებიდან გადააქცია რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა და მისი ნეგატიური გავლენა ადამიანის ცხოვრების ხარისხსა და ეკონომიკაზე, პრაქტიკულად, არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათი აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად, გრიპით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.

დაახლოებით, 1 წლის შემდეგ, ა.წ. 5 მაისს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ დასრულებულად გამოაცხადა COVID-19-თან დაკავშირებული საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა, თუმცა აღინიშნა, რომ COVID-19 რჩება გლობალური ჯანდაცვის მიმდინარე პრობლემად, რაც იმას ნიშნავს, რომ COVID ჯერ არ დასრულებულა, ეს ვირუსი ჯერ არსად წასულა, ის ჯერაც კლავს და ჯერაც იცვლება, რის გამოც არსებობს ახალი ვარიანტების გაჩენის რისკი. შესაბამისად, მოსახლეობა და ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ფხიზლად.

ბოლო ერთი თვის განმავლობაში მსოფლიოში აღინიშნება COVID ახალი შემთხვევების და COVID-ით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მატება, რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ზაფხულის პერიოდში მოსახლეობის მობილობის ზრდასთან. ასე მაგალითად: აშშ-ში ბოლო პერიოდში COVID-19-ით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები გაიზარდა კვირაში 6000-დან 10000-მდე.

ბოლო პერიოდში აღმოჩენილია ომიკრონის ახალი ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris), რომელიც წარმოიშვა „ომიკრონის“ XBB შტამისგან მუტაციის გზით. ჯანმო-ს მონაცემებით, ეს ქვევარიანტი უკვე გავრცელდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში, ხოლო ამერიკის CDC-ის მონაცემებით, EG.5. ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში ახალი შემთხვევების, დაახლოებით, 20%. წინასწარი მონაცემებით, ამ ქვევარიანტს ახასიათებს გაზრდილი გადამდებლობა, თუმცა სხვა მხრივ, (კლინიკური სიმპტომები, სიმძიმე და სხვა) მნიშვნელოვნად არ განსხვავდება წინამორბედებისგან. ითვლება, რომ თანამედროვე ვაქცინები ნაწილობრივ მაინც იცავს ამ ქვევარიანტისგანაც, თუმცა გრძელდება მუშაობა ახალი, უფრო ეფექტიანი ვაქცინების შესაქმნელად.

COVID-19-ის შემთხვევების ზრდის ტენდენცია საქართველოშიც შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 1 კვირის მანძილზე დღეში საშუალოდ ვლინდებოდა COVID-ის 300-მდე ახალი შემთხვევა, აგრეთვე ფიქსირდებოდა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის ზრდა 7-8%-მდე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით COVID-ზე ტესტირებული ყველა პაციენტისგან (დაახლოებით, 4 000 ტესტი დღეში) დადებითი შედეგი უფიქსირდება გამოკვლეულთა 7-8%-ს. შესაბამისად, გაზრდილია ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც. თუმცა, სიკვდილობა კვლავ რჩება მინიმალურ ნიშნულზე (ერთეული შემთხვევები თვეში) და ისიც ძირითადად დაგვიანებული მომართვიანობის დროს“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში შესაძლოა ომიკრონის ქვევარიანტი EG.5., იგივე „ერისი“ (eris) იყოს, თუმცა ოფიციალურად ის ჯერ არ დადასტურებულა.

„სავარაუდოდ, EG.5 ქვევარიანტი შესაძლოა უკვე საქართველოშიც იყოს, თუმცა ოფიციალურად (ლაბორატორიულად) იგი ჯერ არ დადასტურებულა და შესაბამისად იმის მტკიცება, რომ ამ ქვევარიანტზე მოდის ქვეყანაში COVID ახალი შემთხვევების 50%, ჯერ არ შეიძლება. თუმცა, COVID პაციენტების სწორი მართვისთვის პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს თუ რომელი ქვევარიანტით არის ის ინფიცირებული, რადგან პაციენტის მართვის პრინციპები სხვადასხვა ქვევარიანტით ინფიცირებისას პრაქტიკულად არ განსხვავდება ერთმანეთისგან.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საიმედოდ აკონტროლებს ქვეყანაში COVID ეპიდსიტუაციას. ფართოდ ხელმისაწვდომია COVID-ზე უფასო ტესტირება, სრულ მზადყოფნაშია პირველადი ჯანდაცვის რგოლი COVID-ის მართვის სერიოზული გამოცდილებით, ფუნქციონირებს რამდენიმე COVID -კლინიკა უმაღლესი კვალიფიკაციის ექიმებით. ქვეყანას აქვს COVID-ის სამკურნალო ყველაზე თანამედროვე და ეფექტიანი მედიკამენტების საკმარისი მარაგი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება COVID ვაქცინაცია და ა.შ.

სხვათა შორის, ამჟამად ჩვენს ცენტრში მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კლინიკასთან ერთად მიმდინარეობს COVID-ის სამკურნალო ახალი მედიკამენტის კლინიკური შესწავლა, რომელიც წინასწარი მონაცემებით, შესაძლოა ეფექტიანობით აღემატებოდეს აქამდე გამოყენებულ მედიკამენტებს.

ქვეყნის მოსახლეობას შეუძლია იყოს მშვიდად. მისი COVID უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული, მაგრამ სიფხიზლე არასდროსაა ზედმეტი.

ქვეყანაში COVID სიტუაციის გაუარესების პრევენციისა და შესაძლო არასახარბიელო გამოსავლების თავიდან ასაცილებლად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი COVID-ის გვიანი დიაგნოსტიკისა და დაგვიანებული მომართვიანობის შემთხვევები. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებ მოსახლეობას, რესპირაციული ინფექციების პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე, მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, იხმარონ პირბადე და ყველამ ჩაიტაროს COVID ტესტირება, რაც შეიძლება ადრე (სასურველია პირველივე დღეს) და COVID დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოს ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულოს მისი რეკომენდაციები, მათ შორის დროულ ჰოსპიტალიზაციასთან (ვისაც ეს სჭირდება) დაკავშირებით. ასევე, დაბეჯითებით ვთხოვ ოჯახის და კლინიკების ექიმებს, ყველა ამბულატორიულ თუ სტაციონარულ COVID ავადმყოფთან სათანადო ჩვენების შემთხვევაში (60 წელზე მეტი ასაკი, თანმხლები ქრონიკული დაავადებები და სხვ.) აუცილებლად გამოიყენონ ანტივირუსული მედიკამენტები: პაქსლოვიდი ან რემდესივირი, რომლებიც ძალიან მაღალი პროცენტით (90%-მდე) ამცირებენ დაავადების დამძიმების და მითუმეტეს ფატალური გამოსავლის ალბათობას“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.