კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა, 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ ჯვრით ამოიცნო" - რას წერს ოჯახის ახლობელი?
"შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა, 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ ჯვრით ამოიცნო" - რას წერს ოჯახის ახლობელი?

შო­ვის ტრა­გე­დი­ის კი­დევ ერთი მსხვერ­პლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა და­დას­ტურ­და, 36 წლის ნი­კო­ლოზ ჩა­ლა­ძის ცხე­და­რი მე­უღ­ლემ, თა­ვი­სი­ვე ნა­ჩუ­ქა­რი ჯვრით ამო­იც­ნო. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი ავ­რცე­ლებს.

რო­გორც ჩა­ლა­ძის ახ­ლო­ბე­ლი გვე­უბ­ნე­ბა, ის სტი­ქი­ის დროს კო­ტე­ჯე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ებს ას­რუ­ლებ­და, რა დრო­საც მე­წყერ­ში მოყ­ვა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცხე­და­რი რო­გორც მე­უღ­ლემ, ასე­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ძმებ­მა ამო­იც­ნეს. პრო­ცე­დუ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­ნიშ­ნა დნმ ექ­სპერ­ტი­ზაც.

"ნი­კო­ლოზს დარ­ჩა მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. ხუთი წლის დე­მეტ­რეს ახ­ლაც ჰგო­ნია, რომ მამა სამ­სა­ხურ­შია და ელო­დე­ბა...

წლი­ნა­ხევ­რის და­თუ­ჩას აქვს და­უ­ნის ტრი­სო­მა­ლუ­რი ფორ­მა, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბა სჭირ­დე­ბა. ბავ­შვე­ბი სო­ცი­ა­ლურ შემ­წე­ო­ბას იღე­ბენ. ნი­კო­ლოზს მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი არ ჰქონ­და, ის მუ­შა­ობ­და მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე და ტრა­გე­დი­ის დღე­საც სწო­რედ სა­მუ­შა­ოდ იმ­ყო­ფე­ბო­და შოვ­ში.

ახ­ლაც, ამ ოჯახს სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბა, გა­ვერ­თი­ან­დეთ ნი­კო­ლო­ზის ოჯა­ხის მხარ­და­სა­ჭე­რად, თქვენს მიერ გა­ღე­ბულ თი­თო­ე­ულ ლარს შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ბავ­შვე­ბის მო­მა­ვა­ლი.

ლი­ბერ­თი ბან­კი, ან­გა­რი­შის ნო­მე­რი #GE72LB0711182522606000 მიმ­ღე­ბი: ეკა გოგ­ლი­ძე (ნი­კო­ლო­ზის მე­უღ­ლე)" - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის სერ­გო ხი­დე­შე­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შო­ვის ტრა­გე­დი­ის შე­დე­გად 27 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მელ­თა­გან 25-ია იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. ონის მე­რის გან­ცხა­დე­ბით, 6 მო­ქა­ლა­ქის სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ამ დრომ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გაზ­რდი­ლია სა­ძი­ე­ბო სა­მუ­შა­ო­ე­ბის არე­ა­ლი რო­გორც მდი­ნა­რე ჭან­ჭა­ხის, ასე­ვე მდი­ნა­რე რი­ო­ნის კა­ლა­პოტ­ში. მინ­და, მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლა ჩარ­თულ პირს, ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რას, ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რებს, ჩემს კო­ლე­გებს, გვერ­დში დგო­მის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და სერ­გო ხი­დე­შელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
0

უსაზღვროდ ვწუხვარ ყველა დაღუპულისა და მათი ოჯახების გამო. ვიზიარებ და გამძლეობას ვუსურვებ. უდროოდ დაღუპულები ნათელში იყვნენ.

ქეთი
3

სათაური - მსხვერპლის გარდაცვალება. რა უბედურებაა რედაქცია სად არის 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება
ავტორი:

"შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა, 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ ჯვრით ამოიცნო" - რას წერს ოჯახის ახლობელი?

"შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა, 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ ჯვრით ამოიცნო" - რას წერს ოჯახის ახლობელი?

შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა, 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ, თავისივე ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ავრცელებს.

როგორც ჩალაძის ახლობელი გვეუბნება, ის სტიქიის დროს კოტეჯების ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც მეწყერში მოყვა. მისი ინფორმაციით, ცხედარი როგორც მეუღლემ, ასევე გარდაცვლილის ძმებმა ამოიცნეს. პროცედურის გათვალისწინებით დაინიშნა დნმ ექსპერტიზაც.

"ნიკოლოზს დარჩა მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი. ხუთი წლის დემეტრეს ახლაც ჰგონია, რომ მამა სამსახურშია და ელოდება...

წლინახევრის დათუჩას აქვს დაუნის ტრისომალური ფორმა, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ. ნიკოლოზს მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.

ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენს მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი.

ლიბერთი ბანკი, ანგარიშის ნომერი #GE72LB0711182522606000 მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე)" - წერია ინფორმაციაში.

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდეშელის განცხადებით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შოვის ტრაგედიის შედეგად 27 ადამიანი გარდაიცვალა, რომელთაგან 25-ია იდენტიფიცირებული. ონის მერის განცხადებით, 6 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

"მოგეხსენებათ, გაზრდილია საძიებო სამუშაოების არეალი როგორც მდინარე ჭანჭახის, ასევე მდინარე რიონის კალაპოტში. მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა ჩართულ პირს, ყველა სტრუქტურას, ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, ასევე მუნიციპალიტეტის მერებს, ჩემს კოლეგებს, გვერდში დგომისთვის“,- განაცხადა სერგო ხიდეშელმა.