კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩნდება ეჭვი, რომ შოვის ტრაგედიისას, სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა არსებობდა" - სერგო ჩიხლაძე
"ჩნდება ეჭვი, რომ შოვის ტრაგედიისას, სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა არსებობდა" - სერგო ჩიხლაძე

"სტრა­ტე­გია აღ­მა­შე­ნებ­ლის“ ერთ-ერთი ლი­დე­რის, სერ­გო ჩიხ­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, 3 აგ­ვის­ტოს შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწრა­ფად არ იმოქ­მე­და, რაც აჩენს ეჭვს, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და, სულ მცი­რე, თა­ნამ­დე­ბობ­რივ გულ­გრი­ლო­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ამის გა­სარ­კვე­ვად ოპო­ზი­ცი­უ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

რო­გორც სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი არი­ან, თუმ­ცა მათ „პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ არ უერ­თდე­ბა, რისი მი­ზე­ზიც ჯერ პარ­ტი­ას არ გა­ნუ­მარ­ტავს.

„სა­პარ­ლა­მენ­ტო სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია არის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი, კომ­პლექ­სუ­რი ბერ­კე­ტი, რო­მელ­საც შე­უძ­ლია, კი­თხვა და­უს­ვას და გა­მო­ი­ძი­ოს ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის საქ­მი­ა­ნო­ბა. ჩემი აზ­რით, ძა­ლი­ან გამჭვირ­ვა­ლე პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა და ბევრ სა­კითხს, რა­საც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ პა­სუხს არ სცემს, ფარ­დას ახ­დის. კი­თხვა ბევ­რი იქ­ნე­ბა, იმით და­წყე­ბუ­ლი, რა­ტომ არ გვაქვს წი­ნას­წა­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის სის­ტე­მე­ბი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი იმით, თუ რა გა­ა­კე­თეს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად პირ­ველ 6 სა­ათ­ში, ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ დროს. ასე­თი­ვე პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი კი­თხვე­ბია, თუ რა­ტომ არ ჩა­ვი­და პრე­მი­ე­რი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას პირ­ველ 24 სა­ათ­ში და რა­ტომ არა­ვინ იზ­რუ­ნა იმა­ზე, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ინ­ფორ­მა­ციო ქსე­ლე­ბი შექ­მნი­ლი­ყო, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ხში­რად მი­აწ­ვდი­და. ამ ყვე­ლაფ­რი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩნდე­ბა ეჭვი, რომ სულ მცი­რე, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი გულ­გრი­ლო­ბა არ­სე­ბობ­და.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბი ვართ. ერ­თა­დერ­თი პარ­ტია, რო­მე­ლიც არ გვი­ერ­თდე­ბა, ეს არის „პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“. ესეც სა­კი­თხა­ვია, რა მი­ზე­ზი აქვთ მათ. ადეკ­ვა­ტუ­რი და­სა­ბუ­თე­ბა მე ჯერ ვერ მო­ვის­მი­ნე, თუმ­ცა მსგავ­სი შემ­თხვე­ვაც ერ­თგვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ტეს­ტია, რად­გან ჩანს, ვინ სად დგას და ვის რამ­დე­ნად სურს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის დად­გე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ.

ასე­ვე, მისი თქმით, ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სტი­ქი­ის შემ­დგომ, სა­მაშ­ვე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცია მუდ­მი­ვად იც­ვლე­ბა და ერ­თმა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა აუ­ცი­ლებ­ლად მო­უ­წევთ.

„კი­თხვე­ბი ოპო­ზი­ცი­ას კი არა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქვს. მათ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კი­თხვებს უნდა გას­ცენ პა­სუ­ხი. ჩვენ ვხე­დავთ, რომ ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ზი­ცია რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვლე­ბა ხოლ­მე. აც­დე­ნაა ტექ­ნი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ჯერ ამ­ბობ­დნენ, რომ ღა­მის ვერ­ტმფრე­ნი არ ჰქონ­დათ, შემ­დეგ ამ­ბობ­დნენ, რომ სა­ჭი­რო არ იყო და ამი­ტომ არ სთხო­ვეს უცხო­ელ პარტნი­ო­რებს, ამის შემ­დეგ თქვეს, რომ თით­ქოს არ­სე­ბობს მსგავ­სი ვერ­ტმფრე­ნი, მაგ­რამ არ გა­მო­ი­ყე­ნეს. მსგავ­სი აც­დე­ნე­ბია წი­ნას­წარ პრე­ვენ­ცი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

ასე­თი კა­ტაკ­ლიზ­მის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭო პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში უნდა შე­იკ­რი­ბოს, მაგ­რამ მსგავ­სი რამ არ მომ­ხდა­რა. გარ­და ამი­სა, პირ­ველ ღა­მეს სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბი შე­წყდა მა­შინ, რო­დე­საც მე­ო­რე და მე­სა­მე ღა­მეს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ვფიქ­რობ, რომ ეს ლო­გი­კუ­რი არ არის. ამ კი­თხვებ­ზე სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ადრე თუ გვი­ან, პა­სუ­ხი უნდა გას­ცენ“, - აღ­ნიშ­ნა სერ­გო ჩიხ­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა ზარქუა
0

ოპოზიცია კი არა ერის მოღალატე,სამარცხვინო არსებები ხართ. ცდილობთ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.ყველა თქვენი ბოროტება ბუმერანგივით მოგიტროალდებათ.

ქეთი
3

ჯანსაღი ოპოზიცია ხალხისთვის და ქვეყნისთვის ძლიერი ძალა უნდა იყოს..თქვენ კი ვინ ხართ..?! ყველანაირი ღირებულებებისგან დაცლილი არაადამიანები..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ჩნდება ეჭვი, რომ შოვის ტრაგედიისას, სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა არსებობდა" - სერგო ჩიხლაძე

"ჩნდება ეჭვი, რომ შოვის ტრაგედიისას, სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა არსებობდა" - სერგო ჩიხლაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, სერგო ჩიხლაძის განცხადებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ხელისუფლებამ სწრაფად არ იმოქმედა, რაც აჩენს ეჭვს, რომ ადგილი ჰქონდა, სულ მცირე, თანამდებობრივ გულგრილობას.

მისივე თქმით, ამის გასარკვევად ოპოზიციური საგამოძიებო კომისიის შექმნა ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

როგორც სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ერთსულოვნები არიან, თუმცა მათ „პარტია საქართველოსთვის“ არ უერთდება, რისი მიზეზიც ჯერ პარტიას არ განუმარტავს.

„საპარლამენტო საგამოძიებო კომისია არის ყველაზე ეფექტური, კომპლექსური ბერკეტი, რომელსაც შეუძლია, კითხვა დაუსვას და გამოიძიოს ყველა საპარლამენტო თანამდებობის პირის საქმიანობა. ჩემი აზრით, ძალიან გამჭვირვალე პროცესი იქნება და ბევრ საკითხს, რასაც „ქართული ოცნება“ პასუხს არ სცემს, ფარდას ახდის. კითხვა ბევრი იქნება, იმით დაწყებული, რატომ არ გვაქვს წინასწარი შეტყობინებების სისტემები, დამთავრებული იმით, თუ რა გააკეთეს ადამიანების გადასარჩენად პირველ 6 საათში, ყველაზე კრიტიკულ დროს. ასეთივე პასუხგაუცემელი კითხვებია, თუ რატომ არ ჩავიდა პრემიერი შემთხვევის ადგილას პირველ 24 საათში და რატომ არავინ იზრუნა იმაზე, რომ სპეციალური საინფორმაციო ქსელები შექმნილიყო, რომელიც ადამიანებს ინფორმაციას ხშირად მიაწვდიდა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ სულ მცირე, თანამდებობრივი გულგრილობა არსებობდა.

ოპოზიციური პარტიები საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ერთსულოვნები ვართ. ერთადერთი პარტია, რომელიც არ გვიერთდება, ეს არის „პარტია საქართველოსთვის“. ესეც საკითხავია, რა მიზეზი აქვთ მათ. ადეკვატური დასაბუთება მე ჯერ ვერ მოვისმინე, თუმცა მსგავსი შემთხვევაც ერთგვარი პოლიტიკური ტესტია, რადგან ჩანს, ვინ სად დგას და ვის რამდენად სურს ჭეშმარიტების დადგენა“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ასევე, მისი თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში სტიქიის შემდგომ, სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია მუდმივად იცვლება და ერთმანეთს ეწინააღმდეგება. როგორც მან აღნიშნა, სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემა აუცილებლად მოუწევთ.

„კითხვები ოპოზიციას კი არა, საზოგადოებას აქვს. მათ საკუთარი მოქალაქეების კითხვებს უნდა გასცენ პასუხი. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში „ქართული ოცნების“ პოზიცია რადიკალურად იცვლება ხოლმე. აცდენაა ტექნიკასთან დაკავშირებით. ჯერ ამბობდნენ, რომ ღამის ვერტმფრენი არ ჰქონდათ, შემდეგ ამბობდნენ, რომ საჭირო არ იყო და ამიტომ არ სთხოვეს უცხოელ პარტნიორებს, ამის შემდეგ თქვეს, რომ თითქოს არსებობს მსგავსი ვერტმფრენი, მაგრამ არ გამოიყენეს. მსგავსი აცდენებია წინასწარ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც.

ასეთი კატაკლიზმის დროს უსაფრთხოების საბჭო პირველივე წუთებში უნდა შეიკრიბოს, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა. გარდა ამისა, პირველ ღამეს სამძებრო სამუშაოები შეწყდა მაშინ, როდესაც მეორე და მესამე ღამეს მიმდინარეობდა. ვფიქრობ, რომ ეს ლოგიკური არ არის. ამ კითხვებზე სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ადრე თუ გვიან, პასუხი უნდა გასცენ“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.