პოლიტიკა
სამართალი

14

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 19:51-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 22:58-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც განსაზღვრა ჩემი გზა... მაშინ 15 წლის ვიყავი, დედამ თქვა, რაჭაში უნდა წავიდეო და გავყევი" - თეა გოდოლაძე სხვა რაკურსით: ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი ოჯახსა და კარიერაზე
"1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც განსაზღვრა ჩემი გზა... მაშინ 15 წლის ვიყავი, დედამ თქვა, რაჭაში უნდა წავიდეო და გავყევი" - თეა გოდოლაძე სხვა რაკურსით: ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი ოჯახსა და კარიერაზე

სა­ზო­გა­დო­ე­ბას მუდ­მი­ვად სიფრ­თხი­ლის­კენ მო­უ­წო­დებს, არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­ზე ხმა­მაღ­ლა, თა­მა­მად და და­უ­ფა­რა­ვად ესა­უბ­რე­ბა. ამ­ბობს, რომ შო­ვის ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია.

"ეს სა­ში­ნე­ლე­ბა რომ გა­ვი­გე, მოვ­კვდი... ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. ყო­ვე­ლი მძი­მე შემ­თხვე­ვი­სას თვითგვე­მა მე­წყე­ბა. ხომ არ და­ვა­კე­ლი რამე, იქ­ნებ უფრო ხმა­მაღ­ლა უნდა მეყ­ვი­რა... ახ­ლაც სულ შიში მაქვს, რად­გან ვიცი, ეს მშე­ნებ­ლო­ბე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნას კარ­გს არა­ფერს მო­უ­ტანს. სამ­წუ­ხა­როდ, იმ მძი­მე შე­დე­გე­ბის­თვის მზად არ ვართ... რაც აქ ხდე­ბა, ამას პი­რად პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­დაც მი­ვიჩ­ნევ" - გვე­უბ­ნე­ბა ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი თეა გო­დო­ლა­ძე.

მისი სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­მოს­ვლე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის­თვის ზოგ­ჯერ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლიც კია. არა­და, ადა­მი­ანს, პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მე­ლიც სფე­როს ბავ­შვო­ბი­დან კარ­გად იც­ნობს, კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ჩუ­მე­ბა და­ნა­შა­უ­ლად მი­აჩ­ნია.

ვინ არის მარ­თლაც თეა გო­დო­ლა­ძე, რა გზა აქვს გავ­ლი­ლი და რო­გორ მო­ვი­და დღემ­დე, - ასე­თი ინ­ტერ­ვიუ მას აქამ­დე არა­ვის­თვის მი­უ­ცია.

ის ახლა AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე თა­ვად გვიყ­ვე­ბა.

მშობ­ლე­ბი

- მამა ბიო-ქი­მი­კო­სი იყო, მუ­შა­ობ­და ხორ­ბლის სა­სუ­ქის ქი­მი­ურ შემ­ცვე­ლო­ბა­ზე, ქარ­თუ­ლი ხორ­ბლის ჯი­შებ­ზე და მუდ­მი­ვად ცდებს ატა­რებ­და. მახ­სოვს, სულ საც­დელ მე­ურ­ნე­ო­ბა­ში იყო, წერ­და და ბევ­რს კი­თხუ­ლობ­და... სამ­წუ­ხა­როდ, 22 წლის ვი­ყა­ვი, რომ გარ­და­იც­ვა­ლა... დედა სე­ის­მო­ლო­გია და წლე­ბი გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტში საქ­მი­ა­ნობ­და. იქ ენ­გურ­ჰე­სის სე­ის­მო­ლოგ­თა ჯგუ­ფი იყო, რო­მე­ლიც ენ­გურ­ჰესს აკ­ვირ­დე­ბო­და. დე­დას გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი სე­ის­მო­ლო­გი გი­ორ­გი მუ­რუ­სი­ძე გახ­ლდათ. დი­სერ­ტა­ცია რომ და­ვი­ცა­ვი, სწო­რედ ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ერთ-ერთი წიგ­ნი გა­მო­ვი­ყე­ნე...

ბავ­შვო­ბა და მოს­წავ­ლე­ო­ბა

- გა­მო­დის, ბავ­შვო­ბი­დან ამ სფე­როს­თან მჭიდ­რო შე­ხე­ბა გქო­ნი­ათ და თან დე­დის საქ­მი­ა­ნო­ბა გა­გიგ­რძე­ლე­ბი­ათ... აქ­ტი­უ­რი ბავ­შვი იყა­ვით?

- კი, ასე გა­მო­ვი­და, დე­დის საქ­მე გა­ვაგ­რძე­ლე... რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რო­გო­რი ბავ­შვი ვი­ყა­ვი, დედა მე­უბ­ნე­ბა, რომ აქ­ტი­უ­რი და თა­მა­მი ვი­ყა­ვი. მო­რი­დე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, მა­ღი­ზი­ა­ნებ­და უსა­მარ­თლო­ბა, მახ­სოვს, პრო­ტესტს რომ გა­მოვ­თქვამ­დი ხოლ­მე... ბაღ­ში წა­საყ­ვა­ნად ყვე­ლას დედა და მამა გვა­კი­თხავ­და. ამი­ტომ ყვე­ლას დე­დებს და მა­მებს ვიც­ნობ­დი. ერთ-ერთ ჩვენს ჯგუ­ფელს წა­საყ­ვა­ნად სხვა ადა­მი­ან­მა მო­ა­კი­თხა. ეს არას­წო­რად მი­ვიჩ­ნიე და ბუნ­ტი მო­ვა­წყვე - ეს ვინ არის? დე­და­მი­სი სად არის? ამას რა­ტომ მიჰ­ყავს-მეთ­ქი?! მერე დე­და­ჩემს ამის გამო მას­წავ­ლებ­ლებ­მა საყ­ვე­დუ­რი უთხრეს... ჯერ 24-ე სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი და მერე გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძის 77-ე მა­თე­მა­ტი­კურ სკო­ლა-გიმ­ნა­ზი­ა­ში გა­და­ვე­დი... მე და ჩემი ძმა აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­მო­უ­კი­დებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით. მშობ­ლის კალ­თას ამო­ფა­რე­ბუ­ლი არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. დე­დას არა­ფერ­ში შე­ვუ­ზღუ­დი­ვარ. გან­სა­კუთ­რე­ბით სწავ­ლის კუ­თხით. კო­დი­ვით მქონ­და ჩა­დე­ბუ­ლი, მა­მის­გა­ნაც ასე იყო, რომ უნდა მეს­წავ­ლა. ჩემი ძმა ბიზ­ნე­სის კუ­თხით წა­ვი­და, მე - აკა­დე­მი­უ­რი. ამას თა­ვი­დან­ვე ჰქონ­და სა­ფუძ­ვე­ლი ჩაყ­რი­ლი, გრი­გოლ კო­ბა­ხი­ძის სკო­ლა-გიმ­ნა­ზია ხუ­თებ­ზე და­ვამ­თავ­რე. სკო­ლა­ში ფრი­ა­დო­სა­ნი სტი­პენ­დი­ა­ტი ვი­ყა­ვი. მა­თე­მა­ტი­კას სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი პე­და­გო­გი და­ვით გონ­და­უ­რი მას­წავ­ლი­და. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ადა­მი­ა­ნი. მის საყ­ვა­რელ მოს­წავ­ლედ მი­ვიჩ­ნე­ო­დი. და­ვით მას­წავ­ლე­ბელს დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში და მისი მად­ლი­ე­რი ვარ.

დე­დას­თან ერ­თად

"მი­წისძვრე­ბი ბავ­შვო­ბი­დან მა­ინ­ტე­რე­სებ­და"

- დე­დას დამ­ხმა­რე არა­ვინ ჰყავ­და, ამი­ტომ, სკო­ლი­დან რომ გა­მო­მიყ­ვან­და, სამ­სა­ხურ­ში მივ­ყავ­დი. სა­წყობ­ში სე­ის­მუ­რი მა­გი­დე­ბი ჰქონ­დათ, სპე­ცი­ა­ლურ პლან­შეტს ეძახ­დნენ, მი­წისძვრა მა­შინ ხე­ლით ისა­ზღვრე­ბო­და - მთე­ლი ტექ­ნო­ლო­გია იყო და დე­დას მე­გობ­რე­ბი მას­ზე მა­ძი­ნებ­დნენ... ერთხე­ლაც ინ­სტი­ტუ­ტში შე­მოწ­მე­ბა იყო, უფ­რო­სი თა­ვის მო­ად­გი­ლე­ე­ბით შე­მოვ­ლა­ზე იყო. დე­დას არ უნ­დო­და, რომ მათ იქ ვე­ნა­ხე და მა­გი­დის ქვეშ დამ­მა­ლა. ამა­ზე გავ­ბრაზ­დი, რა­ტომ უნდა ვიყო მა­გი­დის ქვეშ. შენ ვინ ხარ-მეთ­ქი? - ოთახ­ში შე­მო­სულ უფ­როსს ვუ­თხა­რი და თავი ამოვ­ყა­ვი. ასე გა­ვაპ­რო­ტეს­ტე. ბა­ტო­ნი ბა­ლა­ვა­ძე სი­ცი­ლით ოთა­ხი­დან გა­ვი­და. თან სა­სა­ცი­ლო გა­რეგ­ნო­ბა მქონ­და - წი­თე­ლი თმა და ბევ­რი ჭორფლი სა­ხე­ზე. ამი­ტომ, დე­დამ სულ იცო­და, რომ ჩემ­თვის რა­მის აკ­რძალ­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და... მოკ­ლედ, სულ პა­ტა­რა­ო­ბი­დან, იმ სამ­სა­ხურ­ში სე­ის­მოგ­რა­მებ­ზე ვი­ჯე­ქი, იმ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე, რომ­ლი­თაც დედა ან­გა­რი­შობ­და მი­წისძვრის ეპი­ცენ­ტრს და იმ ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­რებ­დი.

სე­ის­მო­ლო­გი ბა­ბუა

- ბა­ბუა, დე­დის მამა კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო, პენ­სი­ა­ზე საკ­მა­ოდ ახალ­გაზ­რდა გა­ვი­და და სო­ფელ­ში, თა­ვის სახ­ლში სე­ის­მუ­რი სად­გუ­რი გახ­სნა. ახლა სე­ის­მურ სად­გურს ხე­ლით ატა­რებ, მა­შინ მთე­ლი თა­ვი­სი მო­წყო­ბი­ლო­ბით სახ­ლის 4 ოთა­ხი ეთ­მო­ბო­და და იქი­დან ხდე­ბო­და ენ­გურ­ჰე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი. ფაქ­ტობ­რი­ვად, ჰესს ასე­თი ლო­კა­ლუ­რი ქსე­ლი მი­ე­ძღვნა. ჩემ­ზე რომ ამ­ბო­ბენ, ამ ქალ­მა ენ­გურ­ჰეს­ზე რა იცი­სო? იმა­ზე მეტი ვიცი, ვიდ­რე ვინ­მეს წარ­მო­უდ­გე­ნია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ვცვლი­დი ლენ­ტებს. ახლა ელექტრო­ნუ­ლად ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი, მა­შინ ქა­ღალ­დზე იწე­რე­ბო­და. სად­გუ­რი 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. სკრუ­პუ­ლო­ზუ­რი საქ­მე იყო, რო­მელ­საც მუდ­მი­ვად შემ­მოწ­მე­ბე­ლი ჰყავ­და.

„1991 წლის რა­ჭის მი­წისძვრა­მაც ბევ­რი რამ გან­სა­ზღვრა“

- კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მა­ინც ამან გან­სა­ზღვრა ჩემი გზა. მი­წისძვრა რომ მოხ­და, დე­დამ თქვა, ზუ­რაბ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ჯგუფს ქმნის, რა­ჭა­ში უნდა წა­ვი­დე და და­ვაკ­ვირ­დე­თო. ის იყო კავ­კა­სი­ა­ში ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი მი­წისძვრა, რაც კი მომ­ხდა­რა. მა­შინ 15 წლის ვი­ყა­ვი და დე­დას მეც წავ­ყე­ვი. იქ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპე­დი­ცია იყო, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იყ­ვნენ ამე­რი­კე­ლი, ინ­გლი­სე­ლი, გერ­მა­ნე­ლი წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ე­რე­ბი... მა­შინ ინ­გლი­სუ­რი წიგ­ნე­ბი­დან ვი­ცო­დი, კო­მუ­ნი­კა­ცია უცხო­ე­ლებ­თან იქამ­დე არ მქო­ნია და უცხო­ე­ლე­ბიც პირ­ვე­ლად ვნა­ხე. იმ პე­რი­ოდ­ში აფ­ტერ­შო­კე­ბის, მომ­ყო­ლი მი­წისძვრე­ბის რე­გის­ტრა­ცია იწარ­მო­ე­ბო­და. ელექტრო­ნუ­ლად ამუ­შა­ვებ­დნენ. ის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და კომ­პი­უ­ტე­რიც მა­ნამ­დე არ მე­ნა­ხა.

ქარ­თუ­ლი ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ზურა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა მი­თხრა, და­ჯე­ქი კომ­პი­უ­ტერ­თან და ჩემ­თან ერ­თად და­ი­წყე მი­წისძვრე­ბის და­მუ­შა­ვე­ბაო. მა­თე­მა­ტი­კა ხომ ვი­ცო­დი, ფი­ზი­კას კარ­გად ვსწავ­ლობ­დი და ყვე­ლა­ფერს ად­ვი­ლად ავუ­ღე ალღო. და­ვი­წყე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ეპი­ცენ­ტრე­ბის დას­მა. ზუ­რამ ბევ­რი რამ მას­წავ­ლა და ისიც ის ადა­მი­ა­ნია, ვინც ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა გან­სა­ზღვრა...

მძი­მე 90-ია­ნე­ბი და შემ­დგომ...

- ისე­თი რთუ­ლი სი­ტუ­ა­ცია იყო, გე­ო­ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტი კი არა, სე­ის­მუ­რი სად­გუ­რე­ბი აღარ არ­სე­ბობ­და. ინ­სტი­ტუ­ტში 700 კა­ცი­დან 5 კაცი და­დი­ო­და. მამა მაგ პე­რი­ოდ­ში გახ­და ავად და დე­დას სხვა სახ­სრე­ბის ძებ­ნა მო­უ­წია, რომ ოჯა­ხი შე­ე­ნა­ხა. სამ­სა­ხუ­რი­დან თვი­თონ წა­მო­ვი­და... ზურა ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა რე­გი­ო­ნუ­ლი სე­ის­მო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე გახ­და, დე­დას უთხრა, შენ ნაც­ვლად თეა მო­იყ­ვა­ნეო. უკვე სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, 19 წლის... მოკ­ლედ, და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა. ახალ­გაზ­რდუ­ლი ჯგუ­ფი შევ­ქმე­ნით - მე­გო­ბა­რი სტუ­დენ­ტე­ბიც მი­ვიყ­ვა­ნე. შემ­დეგ ზურა სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრის უფ­რო­სად და­ი­ნიშ­ნა და და­ი­წყო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბი. რე­ფორ­მა ჩა­ტარ­და, გა­მო­ვე­ყა­ვით მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ას და ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დით სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრი გა­ვა­კე­თეთ. ჩვე­ნით ამე­რი­კე­ლი კო­ლე­გე­ბი და­ინ­ტე­რეს­დნენ...

იმ დროს ია­პო­ნი­ა­ში ვსწავ­ლობ­დი და "მას­ტერს" ვა­კე­თებ­დი. ასე­ვე იქ გა­ვი­ა­რე არა­ერ­თი ტრე­ნინ­გი, შე­ვის­წავ­ლე ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა ძლი­ე­რი მი­წისძვრის დროს. ყვე­ლა­ფე­რი უკვე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი მაქვს. შემ­დეგ აქ დი­სერ­ტა­ცია ამე­რი­კე­ლებ­თან ერ­თად და­ვი­ცა­ვი. და­ი­წყო ჩვე­ნი დიდი მე­გობ­რო­ბა ბერკლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლო­უ­რენს ლი­ვერ­მო­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლურ ლა­ბო­რა­ტო­რი­ას­თან. პრო­ექ­ტებს ერ­თობ­ლი­ვად ვა­კე­თებ­დით. წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ჩავ­დი­ო­დი ამე­რი­კა­ში, ვსწავ­ლობ­დი. სა­ერ­თოდ, დღემ­დე ყო­ველ­წლი­ურ მუ­შა­ო­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში ვარ, სულ სწავ­ლის პრო­ცე­სია, არ ვთვლი, რომ ყვე­ლა­ფე­რი ვიცი, თვით­გან­ვი­თა­რე­ბა და სწავ­ლა ჩემ­თვის უწყვე­ტი პრო­ცე­სია.

საყ­ვა­რე­ლი საქ­მე

- პრო­ფე­სი­უ­ლი არ­ჩე­ვა­ნით კმა­ყო­ფი­ლი ხართ?

- რა თქმა უნდა. ვა­კე­თებ საქ­მეს, რო­მე­ლიც მიყ­ვარს, მა­ინ­ტე­რე­სებს. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა სა­ინ­ტე­რე­სოა დე­და­მი­წის აგე­ბუ­ლე­ბა და ის, თუ რო­გორ იქ­ცე­ვა დე­და­მი­წა. ყვე­ლა­ფერ­ზე გვაფრ­თხი­ლებს - გე­უბ­ნე­ბა, და­მაკ­ვირ­დით და მი­ცა­ნით. ჩვენ არ ვაკ­ვირ­დე­ბით, არ ვსწავ­ლობთ. არ ვი­ცით გა­რე­მოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. ეს არის ჩვე­ნი პრობ­ლე­მა. სულ ვამ­ბობ, ნუ მო­ექ­ცე­ვით მას ცუ­დად, რად­გან ის ხელს შე­მო­გიბ­რუ­ნებთ და იცო­დეთ, რომ თქვენ­ზე ძლი­ე­რია...

- არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ახ­სე­ნეთ, რომ­ლებ­საც თქვენ­თვის გა­წე­ულ ღვაწლს არ უკარ­გავთ...

- სხვა­ნა­ი­რად, რო­გორ იქ­ნე­ბა... მათ გარ­და კი­დევ არი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პერ­სო­ნე­ბიც, აი­ლინ შა­ფერ ვერ­ჯი­ნო უნდა და­ვა­სა­ხე­ლო. დიდი ადა­მი­ა­ნია, რო­მე­ლიც ლო­უ­რენს ლი­ვერ­მო­ლის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­და­ნაა. მან მი­თხრა, სე­ის­მო­ლო­გად უნდა გაგ­ზარ­დოო. ცოდ­ნა კი მქონ­და, მაგ­რამ ამე­რი­კა სხვა გა­ქა­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფოა და ასე­თი­ვე სა­მეც­ნი­ე­რო სივ­რცე აქვს. მი­მა­ბა­რეს უძ­ლი­ე­რეს სპე­ცი­ა­ლის­ტებს. მი­წისძვრის კე­რის ფი­ზი­კა მა­შინ ვის­წავ­ლე. ყვე­ლა ტექ­ნო­ლო­გია, რა­საც იქ და­ვე­უფ­ლე, აქ ჩა­მო­ვი­ტა­ნე. იქ დარ­ჩე­ნა არ იყო არც ჩემი და არც ჩემი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­ზა­ნი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი­დევ რენ­გენ გოკი, უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. აი­ლი­ნი კი ორი­ვეს ჩვენ ამე­რი­კელ დე­დად მიგ­ვაჩ­ნია... პოსტდო­ქო­რა­ტუ­რა დაგ­თან ერ­თად ბერკლის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­ვა­კე­თე და იქი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი, ზურა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი შევ­ცვა­ლე. 2013 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს ამ ინ­სტი­ტუ­ტში დი­რექ­ტო­რად და­ვი­ნიშ­ნე. აქ ყვე­ლა ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი მუ­შა­ობს, რომ­ლე­ბიც უზო­მოდ მიყ­ვარს.

თეა გო­დო­ლა­ძე პრო­ფე­სი­ის მიღ­მა

- მიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ის დამ­სა­ხუ­რე­ბით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გვაქვს მოვ­ლი­ლი... სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და, მე­მოგ­ზა­უ­რა და მე­ნა­ხა ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი, რო­გორც ის­ტო­რი­უ­ლად, ისე გე­ო­ლო­გი­უ­რად. პრო­ფე­სი­უ­ლი კუ­თხი­თაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და და მოგ­ზა­უ­რო­ბა ისეც მიყ­ვარს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ასე­ვე კი­თხვა. ბოლო დროს მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის წა­სა­კი­თხად კი ვერ ვიც­ლი, ძი­რი­თა­დად პრო­ფე­სი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას ვეც­ნო­ბი, რომ­ლიც მჭირ­დე­ბა... მი­ზი­დავს ას­ტრო­ლო­გია. ჩემი სე­რი­ო­ზუ­ლი ჰო­ბია, მაგ­რამ ეს დარ­გი ცუდ დო­ნე­ზე არ ვიცი, ჩემი მა­თე­მა­ტი­კის და ას­ტრო­ნო­მი­ის ცოდ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევრ რა­მეს ჩავ­წვდი. რა­ღა­ცე­ბი ამ კუ­თხით ჩემ­მა დე­ი­დაშ­ვილ­მაც გან­სა­ზღვრა, რო­მე­ლიც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ას­ტრო­ლო­გია. 2009 წლი­დან შე­სა­ბა­მის ლი­ტე­რა­ტუ­რას აქ­ტი­უ­რად ვკი­თხუ­ლობ. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მეც­ნი­ე­რე­ბაა და ეს არის ას­ტრო­ნო­მია-ფსი­ქო­ლო­გი­ის კავ­ში­რი.

- თქვე­ნი ოჯა­ხიც გაგ­ვა­ცა­ნით.

- მყავს დედა, ძმა, სამი ძმის­შვი­ლი და რძა­ლი. ჩემი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ძმის­შვი­ლე­ბის მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბა­ში მინ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო, თუმ­ცა უდ­რო­ო­ბის გამო ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად აღარ გა­მო­დის... თან მე ცალ­კე ვცხოვ­რობ, მაგ­რამ ცხა­დია, ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­თან მუდ­მი­ვად მივ­დი­ვარ. დედა ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობს, რომ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი არ მყავს, ამა­ზე მეც ვნერ­ვი­უ­ლობ. წე­სით, ძა­ლი­ან კარ­გი დედა უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ გა­მო­ვი­და, სა­მა­გი­ე­როდ, ბევ­რი სტუ­დენ­ტი მყავს, ბედ­ნი­ე­რი ვარ, ვთვლი, რომ ჩემი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ცხოვ­რე­ბა­ში რა­ღაც ეტაპ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ვი­თა­მა­შე... როცა სა­კუ­თა­რი არ გყავს, სულ ვცდი­ლობ, ახალ­გაზ­რდებს და­ვეხ­მა­რო.

- შვე­ბუ­ლე­ბით სარ­გებ­ლობთ?

- რაც დი­რექ­ტო­რი ვარ, 2019 წელს პირ­ვე­ლად ავი­ღე შვე­ბუ­ლე­ბა და ერთი კვი­რით და და­სას­ვე­ნებ­ლად წა­ვე­დი. შვე­ბუ­ლე­ბა არ ვიცი, რა არის, სად­მე 2 დღით თუ გა­ვალ, რა ვქნათ, სა­მუ­შა­ოა ასე­თი... ხან­და­ხან ვფიქ­რობ, კაფე გავ­ხსნა და ხა­ჭა­პუ­რი გა­მო­ვა­ცხო, ყავა მო­ვა­დუ­ღო. ჩემი სურ­ვი­ლია, მქონ­დეს კაფე და კრუ­ა­სა­ნე­ბით, ხა­ჭა­პუ­რე­ბით ადა­მი­ა­ნებს ვუ­მას­პინ­ძლდე­ბო­დე...

მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ხათუნა
7

გადაშენდი დროზე!

ანა
4

მომწონს ეს ქალბატონი რას იზამ კობახიძეს არ მოსწონს დაპირისპირო აზრი და გაიძახის ნაციონალიაო სულ შეთქმულება ელანდება

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც განსაზღვრა ჩემი გზა... მაშინ 15 წლის ვიყავი, დედამ თქვა, რაჭაში უნდა წავიდეო და გავყევი" - თეა გოდოლაძე სხვა რაკურსით: ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი ოჯახსა და კარიერაზე

"1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც განსაზღვრა ჩემი გზა... მაშინ 15 წლის ვიყავი, დედამ თქვა, რაჭაში უნდა წავიდეო და გავყევი" - თეა გოდოლაძე სხვა რაკურსით: ქვეყნის მთავარი სეისმოლოგი ოჯახსა და კარიერაზე

საზოგადოებას მუდმივად სიფრთხილისკენ მოუწოდებს, არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა, თამამად და დაუფარავად ესაუბრება. ამბობს, რომ შოვის ტრაგედიის შემდეგ განადგურებულია.

"ეს საშინელება რომ გავიგე, მოვკვდი... ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ყოველი მძიმე შემთხვევისას თვითგვემა მეწყება. ხომ არ დავაკელი რამე, იქნებ უფრო ხმამაღლა უნდა მეყვირა... ახლაც სულ შიში მაქვს, რადგან ვიცი, ეს მშენებლობები ჩვენს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. სამწუხაროდ, იმ მძიმე შედეგებისთვის მზად არ ვართ... რაც აქ ხდება, ამას პირად პასუხისმგებლობადაც მივიჩნევ" - გვეუბნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე.

მისი სატელევიზიო გამოსვლები საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ზოგჯერ გამაღიზიანებელიც კია. არადა, ადამიანს, პროფესიონალს, რომელიც სფეროს ბავშვობიდან კარგად იცნობს, კრიტიკულ სიტუაციაში გაჩუმება დანაშაულად მიაჩნია.

ვინ არის მართლაც თეა გოდოლაძე, რა გზა აქვს გავლილი და როგორ მოვიდა დღემდე, - ასეთი ინტერვიუ მას აქამდე არავისთვის მიუცია.

ის ახლა AMBEBI.GE-ს სტუმარია და ამ ყველაფერზე თავად გვიყვება.

მშობლები

- მამა ბიო-ქიმიკოსი იყო, მუშაობდა ხორბლის სასუქის ქიმიურ შემცველობაზე, ქართული ხორბლის ჯიშებზე და მუდმივად ცდებს ატარებდა. მახსოვს, სულ საცდელ მეურნეობაში იყო, წერდა და ბევრს კითხულობდა... სამწუხაროდ, 22 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა... დედა სეისმოლოგია და წლები გეოფიზიკის ინსტიტუტში საქმიანობდა. იქ ენგურჰესის სეისმოლოგთა ჯგუფი იყო, რომელიც ენგურჰესს აკვირდებოდა. დედას განყოფილების უფროსი სეისმოლოგი გიორგი მურუსიძე გახლდათ. დისერტაცია რომ დავიცავი, სწორედ ბატონი გიორგის ერთ-ერთი წიგნი გამოვიყენე...

ბავშვობა და მოსწავლეობა

- გამოდის, ბავშვობიდან ამ სფეროსთან მჭიდრო შეხება გქონიათ და თან დედის საქმიანობა გაგიგრძელებიათ... აქტიური ბავშვი იყავით?

- კი, ასე გამოვიდა, დედის საქმე გავაგრძელე... რაც შეეხება იმას, როგორი ბავშვი ვიყავი, დედა მეუბნება, რომ აქტიური და თამამი ვიყავი. მორიდებული არ ვყოფილვარ, მაღიზიანებდა უსამართლობა, მახსოვს, პროტესტს რომ გამოვთქვამდი ხოლმე... ბაღში წასაყვანად ყველას დედა და მამა გვაკითხავდა. ამიტომ ყველას დედებს და მამებს ვიცნობდი. ერთ-ერთ ჩვენს ჯგუფელს წასაყვანად სხვა ადამიანმა მოაკითხა. ეს არასწორად მივიჩნიე და ბუნტი მოვაწყვე - ეს ვინ არის? დედამისი სად არის? ამას რატომ მიჰყავს-მეთქი?! მერე დედაჩემს ამის გამო მასწავლებლებმა საყვედური უთხრეს... ჯერ 24-ე სკოლაში ვსწავლობდი და მერე გრიგოლ კობახიძის 77-ე მათემატიკურ სკოლა-გიმნაზიაში გადავედი... მე და ჩემი ძმა აბსოლუტურად დამოუკიდებლები ვიყავით. მშობლის კალთას ამოფარებული არასდროს ვყოფილვარ. დედას არაფერში შევუზღუდივარ. განსაკუთრებით სწავლის კუთხით. კოდივით მქონდა ჩადებული, მამისგანაც ასე იყო, რომ უნდა მესწავლა. ჩემი ძმა ბიზნესის კუთხით წავიდა, მე - აკადემიური. ამას თავიდანვე ჰქონდა საფუძველი ჩაყრილი, გრიგოლ კობახიძის სკოლა-გიმნაზია ხუთებზე დავამთავრე. სკოლაში ფრიადოსანი სტიპენდიატი ვიყავი. მათემატიკას საქართველოს დამსახურებული პედაგოგი დავით გონდაური მასწავლიდა. პროფესიონალი და შესანიშნავი ადამიანი. მის საყვარელ მოსწავლედ მივიჩნეოდი. დავით მასწავლებელს დიდი როლი აქვს ჩემს ცხოვრებაში და მისი მადლიერი ვარ.

დედასთან ერთად

"მიწისძვრები ბავშვობიდან მაინტერესებდა"

- დედას დამხმარე არავინ ჰყავდა, ამიტომ, სკოლიდან რომ გამომიყვანდა, სამსახურში მივყავდი. საწყობში სეისმური მაგიდები ჰქონდათ, სპეციალურ პლანშეტს ეძახდნენ, მიწისძვრა მაშინ ხელით ისაზღვრებოდა - მთელი ტექნოლოგია იყო და დედას მეგობრები მასზე მაძინებდნენ... ერთხელაც ინსტიტუტში შემოწმება იყო, უფროსი თავის მოადგილეებით შემოვლაზე იყო. დედას არ უნდოდა, რომ მათ იქ ვენახე და მაგიდის ქვეშ დამმალა. ამაზე გავბრაზდი, რატომ უნდა ვიყო მაგიდის ქვეშ. შენ ვინ ხარ-მეთქი? - ოთახში შემოსულ უფროსს ვუთხარი და თავი ამოვყავი. ასე გავაპროტესტე. ბატონი ბალავაძე სიცილით ოთახიდან გავიდა. თან სასაცილო გარეგნობა მქონდა - წითელი თმა და ბევრი ჭორფლი სახეზე. ამიტომ, დედამ სულ იცოდა, რომ ჩემთვის რამის აკრძალვა არ შეიძლებოდა... მოკლედ, სულ პატარაობიდან, იმ სამსახურში სეისმოგრამებზე ვიჯექი, იმ მოწყობილობაზე, რომლითაც დედა ანგარიშობდა მიწისძვრის ეპიცენტრს და იმ ყველაფერს ვუყურებდი.

სეისმოლოგი ბაბუა

- ბაბუა, დედის მამა კოლმეურნეობის თავმჯდომარე იყო, პენსიაზე საკმაოდ ახალგაზრდა გავიდა და სოფელში, თავის სახლში სეისმური სადგური გახსნა. ახლა სეისმურ სადგურს ხელით ატარებ, მაშინ მთელი თავისი მოწყობილობით სახლის 4 ოთახი ეთმობოდა და იქიდან ხდებოდა ენგურჰესის მონიტორინგი. ფაქტობრივად, ჰესს ასეთი ლოკალური ქსელი მიეძღვნა. ჩემზე რომ ამბობენ, ამ ქალმა ენგურჰესზე რა იცისო? იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. წარმოიდგინეთ, ბაბუასთან ერთად ვცვლიდი ლენტებს. ახლა ელექტრონულად ხდება ყველაფერი, მაშინ ქაღალდზე იწერებოდა. სადგური 24 საათის განმავლობაში მუშაობდა. სკრუპულოზური საქმე იყო, რომელსაც მუდმივად შემმოწმებელი ჰყავდა.

„1991 წლის რაჭის მიწისძვრამაც ბევრი რამ განსაზღვრა“

- კი, ფაქტობრივად, მაინც ამან განსაზღვრა ჩემი გზა. მიწისძვრა რომ მოხდა, დედამ თქვა, ზურაბ ჯავახიშვილი ჯგუფს ქმნის, რაჭაში უნდა წავიდე და დავაკვირდეთო. ის იყო კავკასიაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კი მომხდარა. მაშინ 15 წლის ვიყავი და დედას მეც წავყევი. იქ საერთაშორისო ექსპედიცია იყო, რომლის შემადგენლობაში იყვნენ ამერიკელი, ინგლისელი, გერმანელი წამყვანი მეცნიერები... მაშინ ინგლისური წიგნებიდან ვიცოდი, კომუნიკაცია უცხოელებთან იქამდე არ მქონია და უცხოელებიც პირველად ვნახე. იმ პერიოდში აფტერშოკების, მომყოლი მიწისძვრების რეგისტრაცია იწარმოებოდა. ელექტრონულად ამუშავებდნენ. ის ტექნოლოგიები და კომპიუტერიც მანამდე არ მენახა.

ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელმა, ზურა ჯავახიშვილმა მითხრა, დაჯექი კომპიუტერთან და ჩემთან ერთად დაიწყე მიწისძვრების დამუშავებაო. მათემატიკა ხომ ვიცოდი, ფიზიკას კარგად ვსწავლობდი და ყველაფერს ადვილად ავუღე ალღო. დავიწყე ჩვეულებრივად ეპიცენტრების დასმა. ზურამ ბევრი რამ მასწავლა და ისიც ის ადამიანია, ვინც ჩემი ცხოვრების გზა განსაზღვრა...

მძიმე 90-იანები და შემდგომ...

- ისეთი რთული სიტუაცია იყო, გეოფიზიკის ინსტიტუტი კი არა, სეისმური სადგურები აღარ არსებობდა. ინსტიტუტში 700 კაციდან 5 კაცი დადიოდა. მამა მაგ პერიოდში გახდა ავად და დედას სხვა სახსრების ძებნა მოუწია, რომ ოჯახი შეენახა. სამსახურიდან თვითონ წამოვიდა... ზურა ჯავახიშვილმა რეგიონული სეისმოლოგიის განყოფილების გამგე გახდა, დედას უთხრა, შენ ნაცვლად თეა მოიყვანეო. უკვე სტუდენტი ვიყავი, 19 წლის... მოკლედ, დავიწყე მუშაობა. ახალგაზრდული ჯგუფი შევქმენით - მეგობარი სტუდენტებიც მივიყვანე. შემდეგ ზურა სეისმოლოგიური ცენტრის უფროსად დაინიშნა და დაიწყო საერთაშორისო პროექტები. რეფორმა ჩატარდა, გამოვეყავით მეცნიერებათა აკადემიას და ახალგაზრდული გუნდით სეისმური მონიტორინგის ცენტრი გავაკეთეთ. ჩვენით ამერიკელი კოლეგები დაინტერესდნენ...

იმ დროს იაპონიაში ვსწავლობდი და "მასტერს" ვაკეთებდი. ასევე იქ გავიარე არაერთი ტრენინგი, შევისწავლე ადამიანის ქცევა ძლიერი მიწისძვრის დროს. ყველაფერი უკვე ფსიქოლოგიურად გამომუშავებული მაქვს. შემდეგ აქ დისერტაცია ამერიკელებთან ერთად დავიცავი. დაიწყო ჩვენი დიდი მეგობრობა ბერკლის უნივერსიტეტის ლოურენს ლივერმოლის ნაციონალურ ლაბორატორიასთან. პროექტებს ერთობლივად ვაკეთებდით. წელიწადში რამდენჯერმე ჩავდიოდი ამერიკაში, ვსწავლობდი. საერთოდ, დღემდე ყოველწლიურ მუშაობასა და განვითარებაში ვარ, სულ სწავლის პროცესია, არ ვთვლი, რომ ყველაფერი ვიცი, თვითგანვითარება და სწავლა ჩემთვის უწყვეტი პროცესია.

საყვარელი საქმე

- პროფესიული არჩევანით კმაყოფილი ხართ?

- რა თქმა უნდა. ვაკეთებ საქმეს, რომელიც მიყვარს, მაინტერესებს. ვერ წარმოიდგენთ, რა საინტერესოა დედამიწის აგებულება და ის, თუ როგორ იქცევა დედამიწა. ყველაფერზე გვაფრთხილებს - გეუბნება, დამაკვირდით და მიცანით. ჩვენ არ ვაკვირდებით, არ ვსწავლობთ. არ ვიცით გარემოსთან ურთიერთობა. ეს არის ჩვენი პრობლემა. სულ ვამბობ, ნუ მოექცევით მას ცუდად, რადგან ის ხელს შემოგიბრუნებთ და იცოდეთ, რომ თქვენზე ძლიერია...

- არაერთი ადამიანი ახსენეთ, რომლებსაც თქვენთვის გაწეულ ღვაწლს არ უკარგავთ...

- სხვანაირად, როგორ იქნება... მათ გარდა კიდევ არიან მნიშვნელოვანი პერსონებიც, აილინ შაფერ ვერჯინო უნდა დავასახელო. დიდი ადამიანია, რომელიც ლოურენს ლივერმოლის ნაციონალური ლაბორატორიიდანაა. მან მითხრა, სეისმოლოგად უნდა გაგზარდოო. ცოდნა კი მქონდა, მაგრამ ამერიკა სხვა გაქანების სახელმწიფოა და ასეთივე სამეცნიერო სივრცე აქვს. მიმაბარეს უძლიერეს სპეციალისტებს. მიწისძვრის კერის ფიზიკა მაშინ ვისწავლე. ყველა ტექნოლოგია, რასაც იქ დავეუფლე, აქ ჩამოვიტანე. იქ დარჩენა არ იყო არც ჩემი და არც ჩემი მასწავლებლების მიზანი. მოგვიანებით კიდევ რენგენ გოკი, უმაგრესი ადამიანი გავიცანი. აილინი კი ორივეს ჩვენ ამერიკელ დედად მიგვაჩნია... პოსტდოქორატურა დაგთან ერთად ბერკლის უნივერსიტეტში გავაკეთე და იქიდან რომ ჩამოვედი, ზურა ჯავახიშვილი შევცვალე. 2013 წლის 28 ოქტომბერს ამ ინსტიტუტში დირექტორად დავინიშნე. აქ ყველა ჩვენი სტუდენტი მუშაობს, რომლებიც უზომოდ მიყვარს.

თეა გოდოლაძე პროფესიის მიღმა

- მიყვარს მოგზაურობა და ჩვენი პროფესიის დამსახურებით მთელი საქართველო გვაქვს მოვლილი... საშუალება მქონდა, მემოგზაურა და მენახა ჩემთვის საინტერესო ადგილები, როგორც ისტორიულად, ისე გეოლოგიურად. პროფესიული კუთხითაც მაინტერესებდა და მოგზაურობა ისეც მიყვარს. ძალიან მიყვარს ასევე კითხვა. ბოლო დროს მხატვრული ლიტერატურის წასაკითხად კი ვერ ვიცლი, ძირითადად პროფესიულ ლიტერატურას ვეცნობი, რომლიც მჭირდება... მიზიდავს ასტროლოგია. ჩემი სერიოზული ჰობია, მაგრამ ეს დარგი ცუდ დონეზე არ ვიცი, ჩემი მათემატიკის და ასტრონომიის ცოდნიდან გამომდინარე, ბევრ რამეს ჩავწვდი. რაღაცები ამ კუთხით ჩემმა დეიდაშვილმაც განსაზღვრა, რომელიც პროფესიონალი ასტროლოგია. 2009 წლიდან შესაბამის ლიტერატურას აქტიურად ვკითხულობ. ჩვეულებრივი მეცნიერებაა და ეს არის ასტრონომია-ფსიქოლოგიის კავშირი.

- თქვენი ოჯახიც გაგვაცანით.

- მყავს დედა, ძმა, სამი ძმისშვილი და რძალი. ჩემი არაჩვეულებრივი ძმისშვილების მეტად განვითარებაში მინდა მონაწილეობა მივიღო, თუმცა უდროობის გამო ყველაფერი ერთად აღარ გამოდის... თან მე ცალკე ვცხოვრობ, მაგრამ ცხადია, ჩემი ოჯახის წევრებთან მუდმივად მივდივარ. დედა ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია. ძალიან ნერვიულობს, რომ საკუთარი შვილები არ მყავს, ამაზე მეც ვნერვიულობ. წესით, ძალიან კარგი დედა უნდა ვყოფილიყავი. არ გამოვიდა, სამაგიეროდ, ბევრი სტუდენტი მყავს, ბედნიერი ვარ, ვთვლი, რომ ჩემი თანამშრომლებისთვის ცხოვრებაში რაღაც ეტაპზე მნიშვნელოვანი როლი ვითამაშე... როცა საკუთარი არ გყავს, სულ ვცდილობ, ახალგაზრდებს დავეხმარო.

- შვებულებით სარგებლობთ?

- რაც დირექტორი ვარ, 2019 წელს პირველად ავიღე შვებულება და ერთი კვირით და დასასვენებლად წავედი. შვებულება არ ვიცი, რა არის, სადმე 2 დღით თუ გავალ, რა ვქნათ, სამუშაოა ასეთი... ხანდახან ვფიქრობ, კაფე გავხსნა და ხაჭაპური გამოვაცხო, ყავა მოვადუღო. ჩემი სურვილია, მქონდეს კაფე და კრუასანებით, ხაჭაპურებით ადამიანებს ვუმასპინძლდებოდე...