ავტორი:

რა ქონებას და ბიზნესებს ფლობს მარიკა ვერულაშვილი, რომელმაც "ლაგუნა ვერე“ და იპოდრომის ნაწილი "ქართუსგან" შეიძინა?

რა ქონებას და ბიზნესებს ფლობს მარიკა ვერულაშვილი, რომელმაც "ლაგუნა ვერე“ და იპოდრომის ნაწილი "ქართუსგან" შეიძინა?

"ლაგუნა ვერე“ და იპოდრომის ნაწილი ფონდ "ქართუსგან“ "ნეო სითი დეველოპმენტმა" შეიძინა. კომპანია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, მარიკა ვერულაშვილის საკუთრებაა.

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია "ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2023 წლის 23 მარტს დარეგისტრირებული კომპანიის წილის 100%-ს "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, მარიკა ვერულაშვილი ფლობს.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, კიდევ რა ქონება ეკუთვნის ყოფილ დეპუტატს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით ვერულაშვილის საკუთრებაში ნაწილობრივ, ან მთლიანად 12 კომპანიაა.

გთავაზობთ ჩამონათვალს:

  • შპს ჯორჯიან სერვის დეველოპმენტი - კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა და სრულად მარიკა ვერულაშვილს ეკუთვნის.
  • შპს კომერციული ჯგუფი - 2016 წელს რეგისტრირებული კომპანია 3 მფლობელზე ნაწილდება. წილის 25% მარიკა ვერულაშვილის საკუთრებაა, 50%-ს ფლობს გოჩა ძნელაძე, 25%-ს კი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე იგორ აბრამოვი.
  • შპს მ ჯორჯია - კომპანიის 100% მარიკა ვერულაშვილის კუთვნილებაა. კომპანიის დირექტორი კი, რამაზი ჟღენტია. გააგრძელეთ კითხვა