საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მიმოიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული დღის წესრიგი.
"მთავრობის მეთაურმა აშშ-ის ელჩს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას აშშ-ის საელჩოს ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელი ჯინ ფოსტერი ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩინეთი და რუსეთი ელჩზე ფულსაც არ დახარჯავს. ამათ შვილებს წაიყვანს მძევლად. როგორც შაჰმა სააკაძის პაატა. უჭკვიანესია ივანიშვილი შვილები აქაურობიდან ევროპაში და ამერიკაში რომ გადაიყვანა. მაგრამ უბრალო ხალხმა რა ქნას, ვისაც საფრანგეთში და კალიფორნიაში ცხოვრების ფული არ აქვს?!
გიხაროდესთ,მის ადგილს დაიკავებს ზახაროვა! მერე ნახეთ როგორ გაბრწყინდეს საქართველო (ტექსტი შეთანხმებულია ჯაღმაიძესთან)