მსოფლიო
პოლიტიკა

20

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 16:51-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, ყოველდღიურებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სპორტი
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლუსი ლეტბის უმძიმესი დანაშაულები - დიდ ბრიტანეთში 33 წლის მედდა 7 ჩვილის მკვლელობასა და 6 -ის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს
ლუსი ლეტბის უმძიმესი დანაშაულები -  დიდ ბრიტანეთში 33 წლის მედდა 7 ჩვილის მკვლელობასა და 6 -ის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს

ბრი­ტა­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ექთანი ლუსი ლეტ­ბი შვი­დი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ქალ­მა ახალ­შო­ბი­ლე­ბი ინექ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით, კან­ში ჰა­ე­რი­სა და ინ­სუ­ლი­ნის შეყ­ვა­ნით 2015 წლის ივ­ნი­სი­დან 2016 წლის ივ­ნი­სამ­დე და­ხო­ცა. მა­შინ ლუსი ლეტ­ბი ჩეს­ტე­რის ოლ­ქში მდე­ბა­რე NHS სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუ­შა­ობ­და.

ლეტ­ბი ასე­ვე დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფოს ახალ­შო­ბილ­თა პა­ლა­ტა­ში ექ­ვსი ბავ­შვის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში იგი­ვე მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

პრო­კუ­რო­რებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ სჭირ­დე­ბო­დათ 28 დღე გან­ხილ­ვის­თვის, რათა გა­და­წყვი­ტონ მო­ე­თხო­ვონ თუ არა გან­მე­ო­რე­ბი­თი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვა ექვს ახალ ბრალ­დე­ბა­ზე (რომ­ლე­ბიც კი­დევ ოთხ ახალ­შო­ბი­ლის მკლე­ლო­ბას მო­ი­ცავს). მათ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა 15 სექ­ტემ­ბრამ­დე უნდა მი­ი­ღონ.

მან­ჩეს­ტე­რის სა­სა­მარ­თლო გა­ნა­ჩე­ნი 21 აგ­ვის­ტოს დი­ლის 10 სა­ათ­ზე უნდა გა­მო­ა­ცხა­დოს.

ახალ­შო­ბილ­თა გან­ყო­ფი­ლე­ბის წამ­ყვან­მა კონ­სულ­ტან­ტმა, სა­დაც ლუსი ლეტ­ბი მუ­შა­ობ­და, BBC-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სა­ა­ვად­მყო­ფოს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ დრო­უ­ლად ვერ გა­მო­იკ­ვლია მედ­დას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი და ცდი­ლობ­დნენ ექი­მე­ბის გა­ჩუ­მე­ბას.

მე­ნე­ჯმენ­ტმა ასე­ვე და­აგ­ვი­ა­ნა პო­ლი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აფრ­თხი­ლებ­დნენ, რომ არ­სე­ბობ­და სა­ფუძ­ვლა­ნი ვა­რა­უ­დი, რომ მედ­დამ ჩვი­ლე­ბი და­ხო­ცა.

გან­ყო­ფი­ლე­ბის წამ­ყვან­მა კონ­სულ­ტან­ტმა, დოქ­ტორ­მა სტი­ვენ ბრე­იმ პირ­ვე­ლად ეჭვი ლეტ­ბის მი­სა­მარ­თით 2015 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გა­მოთ­ქვა, თუმ­ცა ამას არა­ნა­ი­რი ქმე­დე­ბა არ მოჰ­ყო­ლია, რის შემ­დე­გაც ქალ­მა კი­დევ ხუთი ბავ­შვის მოკ­ვლა სცა­და, მათ­გან ორის მოკ­ვლა მარ­თლაც შეძ­ლო.

BBC-მ გა­მო­იკ­ვლია, რა მი­ზე­ზით მი­ი­ტა­ნეს ეჭვი ლეტ­ბი­ზე, რო­გორც დამ­ნა­შა­ვე­ზე. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი გა­ე­სა­უბრნენ დე­პარ­ტა­მენ­ტის წამ­ყვან კონ­სულ­ტანტს, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად გა­მოთ­ქვა შეშ­ფო­თე­ბა ლეტ­ბის შე­სა­ხებ და გა­ნი­ხი­ლა სა­ა­ვად­მყო­ფოს ჩა­ნა­წე­რე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა მრა­ვა­ლი სა­ში­ნე­ლი შეც­დო­მა, რა­მაც გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი, რამ­დე­ნად სწო­რად რე­ა­გი­რებ­და სა­ა­ვად­მყო­ფო ჩვი­ლე­ბის სიკ­ვდილ­ზე. წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიბო
11

ევროპა?საკითხავი აი ესაა?მანიაკები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გველის თუ არა დიდი გაძვირება?
ავტორი:

ლუსი ლეტბის უმძიმესი დანაშაულები - დიდ ბრიტანეთში 33 წლის მედდა 7 ჩვილის მკვლელობასა და 6 -ის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს

ლუსი ლეტბის უმძიმესი დანაშაულები -  დიდ ბრიტანეთში 33 წლის მედდა 7 ჩვილის მკვლელობასა და 6 -ის მკვლელობის მცდელობაში დამნაშავედ ცნეს

ბრიტანულმა სასამართლომ ექთანი ლუსი ლეტბი შვიდი ბავშვის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. ქალმა ახალშობილები ინექციის საშუალებით, კანში ჰაერისა და ინსულინის შეყვანით 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე დახოცა. მაშინ ლუსი ლეტბი ჩესტერის ოლქში მდებარე NHS საავადმყოფოში მუშაობდა.

ლეტბი ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი საავადმყოფოს ახალშობილთა პალატაში ექვსი ბავშვის მკვლელობის მცდელობაში იგივე მეთოდების გამოყენებით.

პროკურორებმა განაცხადეს, რომ მათ სჭირდებოდათ 28 დღე განხილვისთვის, რათა გადაწყვიტონ მოეთხოვონ თუ არა განმეორებითი სასამართლო განხილვა ექვს ახალ ბრალდებაზე (რომლებიც კიდევ ოთხ ახალშობილის მკლელობას მოიცავს). მათ ეს გადაწყვეტილება 15 სექტემბრამდე უნდა მიიღონ.

მანჩესტერის სასამართლო განაჩენი 21 აგვისტოს დილის 10 საათზე უნდა გამოაცხადოს.

ახალშობილთა განყოფილების წამყვანმა კონსულტანტმა, სადაც ლუსი ლეტბი მუშაობდა, BBC-ს განუცხადა, რომ საავადმყოფოს ხელმძღვანელობამ დროულად ვერ გამოიკვლია მედდასთან დაკავშირებული ბრალდებები და ცდილობდნენ ექიმების გაჩუმებას.

მენეჯმენტმა ასევე დააგვიანა პოლიციასთან დაკავშირება, მიუხედავად იმისა, რომ თვეების განმავლობაში აფრთხილებდნენ, რომ არსებობდა საფუძვლანი ვარაუდი, რომ მედდამ ჩვილები დახოცა.

განყოფილების წამყვანმა კონსულტანტმა, დოქტორმა სტივენ ბრეიმ პირველად ეჭვი ლეტბის მისამართით 2015 წლის ოქტომბერში გამოთქვა, თუმცა ამას არანაირი ქმედება არ მოჰყოლია, რის შემდეგაც ქალმა კიდევ ხუთი ბავშვის მოკვლა სცადა, მათგან ორის მოკვლა მართლაც შეძლო.

BBC-მ გამოიკვლია, რა მიზეზით მიიტანეს ეჭვი ლეტბიზე, როგორც დამნაშავეზე. ჟურნალისტები გაესაუბრნენ დეპარტამენტის წამყვან კონსულტანტს, რომელმაც პირველად გამოთქვა შეშფოთება ლეტბის შესახებ და განიხილა საავადმყოფოს ჩანაწერები. გამოძიებამ გამოავლინა მრავალი საშინელი შეცდომა, რამაც გააჩინა კითხვები, რამდენად სწორად რეაგირებდა საავადმყოფო ჩვილების სიკვდილზე. წყარო

წაიკითხეთ ასევე: