ავტომობილის შეძენა ბევრ მცირე თუ დიდ დეტალთანაა დაკავშირებული. სანამ უშუალოდ კონკრეტული ავტომობილის შეძენას გადავწყვეტთ, ვცდილობთ, განვსაზღვროთ ჩვენთვის ხელსაყრელი ფასი. ავტომობილის ღირებულება გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელოვანი მოტივატორია. ხშირად მომხმარებელი ავტომობილების განვადებით შეძენას გეგმავს ან ავტო ლიზინგს მიმართავს.
ლიზინგი სასურველი ნივთის/ქონების შეძენის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და კომფორტული შესაძლებლობაა. განსხვავებით სესხისა და განვადებისგან, ლიზინგის უპირატესობა სწორედ მისი სიმარტივე და მოქნილი პირობებია. ამასთან ერთად, ის არ საჭიროებს დამატებით უზრუნველყოფას სხვა უძრავი თუ მოძრავი ქონებით.
თუ ავტომობილის შეძენას გეგმავ, ლიზინგით შესყიდვას მინიმალურ დროში მოახერხებ. სხვა სერვისებთან შედარებით, ლიზინგი დაფინანსების სწრაფი და მარტივი წყაროა. ავტო ლიზინგით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ინოვაციურ პლატფორმაზე - „თეგეტა ეფრუვდზე“ შეგიძლია.
„თეგეტა ეფრუვდი“ სერტიფიცირებული ახალი და მეორადი ავტომობილების შეძენის ინოვაციური პლატფორმაა, რომელიც თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, შეისყიდოს, გაყიდოს ან გაცვალოს კუთვნილი ავტომობილი. პლატფორმა საშუალებას გაძლევს, ავტომობილები განვადებით შეიძინო ან გამოიყენო ლიზინგი.
Tegeta Approved ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით გამოირჩევა. პლატფორმაზე ავტომობილის შეძენა ნებისმიერი ფინანსური ორგანიზაციის საშუალებით არის შესაძლებელი, მათ შორის პარტნიორი კომპანიის, თიბისი ლიზინგის დახმარებით, რომელიც მომხმარებელს ლიზინგის საუკეთესო პირობებს სთავაზობს. ლიზინგით სარგებლობა შესაძლებელია როგორც მეორად, ისე ახალ ავტომობილებზე.
მეორადი ავტომობილის შეძენა თეგეტა ეფრუვდზე ლიზინგით განსაკუთრებულად კომფორტული პირობებითაა შესაძლებელი. თუ თიბისის ლიზინგის აირჩევ, მიიღებ გადახდის ხელსაყრელ პროცენტს, რომელიც იქნება რეალისტური და პირად სამომხმარებლო ისტორიაზე მორგებული. ავტომობილის ფასის მინიჭება მოხდება ინვოისის საფუძველზე და დამატებით არ დაგჭირდება ექსპერტის მიერ შეფასება, რითაც ნამდვილად დიდ დროსა და ენერგიას დაზოგავ.
თუ უახლოეს პერიოდში თეგეტა ეფრუვდზე მეორად ავტომობილს თიბისი ლიზინგით შეიძენ, საუკეთესო პირობებით ისარგებლებ. მიიღებ 5000 ლარამდე ფასდაკლებას, 250 ლიტრის ოდენობით საწვავს საჩუქრად, ზეთის შეცვლის უფასო სერვისს 1 წლის განმავლობაში, თვის განმავლობაში შეძლებ მანქანის 2-ჯერ უფასოდ გარეცხვას.
ლიზინგი ავტომობილების შეძენის მართლაც ძალიან კომფორტული საშუალებაა, რომელიც სრულიად მორგებულია თანამედროვე მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებს. თეგეტა ეფრუვდზე ავტო ლიზინგი კიდევ უფრო მარტივია. საკმარისია ეწვიო საიტს, გადახვიდე ლიზინგის გვერდზე, შეავსო განაცხადი და ისარგებლო თიბისი ლიზინგის საუკეთესო პირობებით.
გაიმარტივე ავტომობილის შეძენა თეგეტა ეფრუვდის საშუალებით: https://www.tegetaapproved.ge/
დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 224 02 20