საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგისთვის შვილის დაღუპვა უდიდესი ტრაგედია იყო, რომელიც ვერ მოინელა... ამ ტკივილით იცხოვრა" - როგორ იხსენებენ მეგობრები და კოლეგები ცნობილ რეჟისორსა და მსახიობს?
"გოგისთვის შვილის დაღუპვა უდიდესი ტრაგედია იყო, რომელიც ვერ მოინელა... ამ ტკივილით იცხოვრა" - როგორ იხსენებენ მეგობრები და კოლეგები ცნობილ რეჟისორსა და მსახიობს?

მსა­ხი­ო­ბი და რე­ჟი­სო­რი გოგი ხა­რა­ბა­ძე 81 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა...

"რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი თე­ატ­რის­თვის უდი­დე­სი ტკი­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის, გოგი ხა­რა­ბა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა!", - წე­რია რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში... გოგი ხა­რა­ბა­ძეს მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა, იყო შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი...

მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ტკი­ვი­ლი ცნო­ბილ­მა ხე­ლო­ვა­ნებ­მა გაგ­ვი­ზი­ა­რეს...

ლანა ღო­ღო­ბე­რი­ძე, რე­ჟი­სო­რი:

- კი­დევ ერთი და­ნაკ­ლი­სი, ძა­ლი­ან მძი­მე - ჩემ­თვის, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის... გო­გის­თან ახალ­გაზ­რდო­ბის წლე­ბი მა­კავ­ში­რებს და ამი­ტო­მაც, ყვე­ლაფ­რის გახ­სე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მტკივ­ნე­უ­ლია... ნამ­დვი­ლი არ­ტის­ტი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და ძა­ლი­ან გულ­თბი­ლი ადა­მი­ა­ნი... წა­ვი­და კი­დევ ერთი ისე­თი პი­როვ­ნე­ბა, ვინც ჩვენს ცხოვ­რე­ბას რა­ღაც­ნა­ი­რად ალა­მა­ზებ­და...

- გოგი ხა­რა­ბა­ძე სცე­ნი­დან ძა­ლი­ან ადრე წა­ვი­და...

- დიახ, მისი შვი­ლის და­ღუპ­ვა მთე­ლი ოჯა­ხის უდი­დე­სი ტრა­გე­დია იყო... ის მო­უ­ნე­ლე­ბე­ლი ტკი­ვი­ლი მე რუ­სუ­დან კიკ­ნა­ძეს­თან ერ­თად გა­და­ვი­ტა­ნე, რად­გან მა­შინ მას­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი. სა­ში­ნე­ლი რამ, რა­ღაც გა­უ­გე­ბა­რი მოხ­და, სხვა ქვე­ყა­ნა­ში... ვფიქ­რობ, გო­გიმ ვე­რა­სო­დეს მო­ი­ნე­ლა, ამ ტკი­ვი­ლით იცხოვ­რა...

მე­რაბ კო­კო­ჩაშ­ვი­ლი, რე­ჟი­სო­რი:

- გოგი ხა­რა­ბა­ძე მარ­თლაც შე­სა­ნიშ­ნა­ვი მსა­ხი­ო­ბი, პი­როვ­ნე­ბა იყო... ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რამ­დე­ნად დიდი ეროვ­ნუ­ლი შეგ­ნე­ბა ჰქონ­და და გა­მო­ხა­ტავ­და კი­დეც! როცა სა­ქარ­თვე­ლოს უჭირ­და, ქვე­ყა­ნას თა­ვის მე­გობ­რებ­თან ერ­თად გვერ­დით ედგა და ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და, სი­მარ­თლე ნათ­ქვა­მი ყო­ფი­ლი­ყო...

მეტ­საც გე­ტყვით: ტე­ლე­ფილ­მე­ბის სტუ­დი­ა­ში მან ბიბ­ლი­ის მი­ხედ­ვით შე­სა­ნიშ­ნა­ვი ციკ­ლი შექ­მნა, სა­დაც ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე, სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე, რწმე­ნა­ზე მი­დი­ო­და სა­უ­ბა­რი...

გოგი ხა­რა­ბა­ძის პირ­ვე­ლი­ვე - ოთა­რის როლი მახ­სოვს, ოთარ იო­სე­ლი­ა­ნის მიერ გა­და­ღე­ბულ ფილმში „გი­ორ­გო­ბის­თვე“... ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შა, გა­მორ­ჩე­უ­ლი მსა­ხი­ო­ბი იყო, დიდი მე­გო­ბა­რი და ნამ­დვი­ლი, ღრმა ქარ­თვე­ლი... უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის­თვის, კულ­ტუ­რის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის.

გოგი ხა­რა­ბა­ძე ხე­ლოვ­ნე­ბი­დან არა­სო­დეს წა­სუ­ლა! რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, მან ტე­ლე­ფილ­მე­ბის სტუ­დი­ა­ში ციკ­ლი შექ­მნა - თხრო­ბა ბიბ­ლი­ის შე­სა­ხებ და ამით ნათ­ქვა­მია, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა, კულ­ტუ­რა არა­სო­დეს მი­უ­ტო­ვე­ბია....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

  • AMBEBI.GE ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მსა­ხი­ო­ბი­სა და რე­ჟი­სო­რის გოგი ხა­რა­ბა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს მის ოჯახ­სა და მე­გობ­რებს
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
u
0

ძლიერი პიროვნება და მსახიობი ღმერთმა ნათელში ამყოფოს გოგი ხარაბაძე

გიო
0

ნამდვილი პროფესიონალი. იყო თავისსაქმის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"გოგისთვის შვილის დაღუპვა უდიდესი ტრაგედია იყო, რომელიც ვერ მოინელა... ამ ტკივილით იცხოვრა" - როგორ იხსენებენ მეგობრები და კოლეგები ცნობილ რეჟისორსა და მსახიობს?

"გოგისთვის შვილის დაღუპვა უდიდესი ტრაგედია იყო, რომელიც ვერ მოინელა... ამ ტკივილით იცხოვრა" - როგორ იხსენებენ მეგობრები და კოლეგები ცნობილ რეჟისორსა და მსახიობს?

მსახიობი და რეჟისორი გოგი ხარაბაძე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა...

"რუსთაველის ეროვნული თეატრისთვის უდიდესი ტკივილია საქართველოს სახალხო არტისტის, გოგი ხარაბაძის გარდაცვალება!", - წერია რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში... გოგი ხარაბაძეს მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის წოდება, იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი...

მისი გარდაცვალებით გამოწვეული ტკივილი ცნობილმა ხელოვანებმა გაგვიზიარეს...

ლანა ღოღობერიძე, რეჟისორი:

- კიდევ ერთი დანაკლისი, ძალიან მძიმე - ჩემთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის... გოგისთან ახალგაზრდობის წლები მაკავშირებს და ამიტომაც, ყველაფრის გახსენება განსაკუთრებით მტკივნეულია... ნამდვილი არტისტი, პროფესიონალი და ძალიან გულთბილი ადამიანი... წავიდა კიდევ ერთი ისეთი პიროვნება, ვინც ჩვენს ცხოვრებას რაღაცნაირად ალამაზებდა...

- გოგი ხარაბაძე სცენიდან ძალიან ადრე წავიდა...

- დიახ, მისი შვილის დაღუპვა მთელი ოჯახის უდიდესი ტრაგედია იყო... ის მოუნელებელი ტკივილი მე რუსუდან კიკნაძესთან ერთად გადავიტანე, რადგან მაშინ მასთან ახლოს ვიყავი. საშინელი რამ, რაღაც გაუგებარი მოხდა, სხვა ქვეყანაში... ვფიქრობ, გოგიმ ვერასოდეს მოინელა, ამ ტკივილით იცხოვრა...

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი:

- გოგი ხარაბაძე მართლაც შესანიშნავი მსახიობი, პიროვნება იყო... ვერ წარმოიდგენთ, რამდენად დიდი ეროვნული შეგნება ჰქონდა და გამოხატავდა კიდეც! როცა საქართველოს უჭირდა, ქვეყანას თავის მეგობრებთან ერთად გვერდით ედგა და ყველაფერს აკეთებდა, სიმართლე ნათქვამი ყოფილიყო...

მეტსაც გეტყვით: ტელეფილმების სტუდიაში მან ბიბლიის მიხედვით შესანიშნავი ციკლი შექმნა, სადაც ჭეშმარიტებაზე, სულიერებაზე, რწმენაზე მიდიოდა საუბარი...

გოგი ხარაბაძის პირველივე - ოთარის როლი მახსოვს, ოთარ იოსელიანის მიერ გადაღებულ ფილმში „გიორგობისთვე“... ბრწყინვალედ ითამაშა, გამორჩეული მსახიობი იყო, დიდი მეგობარი და ნამდვილი, ღრმა ქართველი... უდიდესი დანაკლისია ქართული თეატრისთვის, კულტურისთვის, საქართველოსთვის.

გოგი ხარაბაძე ხელოვნებიდან არასოდეს წასულა! როგორც უკვე მოგახსენეთ, მან ტელეფილმების სტუდიაში ციკლი შექმნა - თხრობა ბიბლიის შესახებ და ამით ნათქვამია, რომ ხელოვნება, კულტურა არასოდეს მიუტოვებია....წაიკითხეთ სრულად

  • AMBEBI.GE ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მსახიობისა და რეჟისორის გოგი ხარაბაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახსა და მეგობრებს