პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონკურენციის სააგენტომ "ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი", "რომპეტროლი" და "გალფი" დააჯარიმა - რა გახდა ამის მიზეზი?
კონკურენციის სააგენტომ "ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი", "რომპეტროლი" და "გალფი" დააჯარიმა - რა გახდა ამის მიზეზი?

სა­ქარ­თვე­ლოს კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო საწ­ვა­ვის ბა­ზარ­ზე, ხუთი ეკო­ნო­მი­კუ­რი აგენ­ტის მი­მართ წარ­მო­ე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვა და­ას­რუ­ლა. სა­კი­თხი ეხე­ბა 2022 წლის მარ­ტი-აგ­ვის­ტოს პე­რი­ოდ­ში, კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ქცე­ვის შე­დე­გად, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო საწ­ვა­ვის სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე მა­ღა­ლი ფა­სე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

რო­გორც კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი მოკ­ვლე­ვის შე­დე­გად და­დას­ტურ­და - შპს "ლუ­კო­ილ-ჯორ­ჯი­ას“, სს „ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯი­ას“, შპს "სან პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯი­ას“, შპს „სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლი­უ­მის“ და შპს "რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლოს“ მიერ "კონ­კუ­რენ­ცი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მე-7 მუხ­ლის დარ­ღვე­ვა. კერ­ძოდ, შეს­ყიდ­ვის ან გა­ყიდ­ვის ფა­სის ან სხვა სა­ვაჭ­რო პი­რო­ბე­ბის პირ­და­პირ ან არა­პირ­და­პირ დად­გე­ნა.

"სა­ა­გენ­ტოს შე­ფა­სე­ბით, გან­სა­ხილ­ველ პე­რი­ოდ­ში, კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყო ევ­რო­პულ საწ­ვავ­თან შე­და­რე­ბით და­ბა­ლი თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე არა­ევ­რო­პუ­ლი საწ­ვა­ვი, ხოლო, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, კონ­კრე­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის/კომ­პა­ნი­ე­ბის მიერ ხდე­ბო­და და­ბა­ლი თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე ევ­რო­პუ­ლი საწ­ვა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცია მხო­ლოდ სა­ბი­თუ­მო ბა­ზარ­ზე, მათ შო­რის, კონ­კუ­რენტ კომ­პა­ნი­ებ­ზე. ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში (ევ­რო­პუ­ლი და არა­ევ­რო­პუ­ლი საწ­ვა­ვი), ად­გი­ლი ჰქონ­და საწ­ვა­ვის თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბის გა­მო­უ­ყე­ნებ­ლო­ბას. შე­დე­გად, სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო საწ­ვა­ვის სა­ცა­ლო ბა­ზარ­ზე შე­ნარ­ჩუ­ნე­ბულ იქნა მა­ღა­ლი ფასი, რაც სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით მო­პა­სუ­ხე 5 კომ­პა­ნი­ის კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი ქმე­დე­ბის შე­დეგს წარ­მო­ად­გენ­და. სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ხუთ ეკო­ნო­მი­კურ აგენტს შე­სა­ბა­მი­სი ფი­ნან­სუ­რი სან­ქცია - ჯამ­ში, 4 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე და­ე­კის­რა. კერ­ძოდ: შპს “სან პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯია” - 1 073 998 ლარი; შპს “რომ­პეტ­როლ სა­ქარ­თვე­ლო” - 987 886 ლარი;

შპს “სო­კარ ჯორ­ჯია პეტ­რო­ლი­უ­მი” - 719 310 ლარი; სს “ვი­სოლ პეტ­რო­ლი­უმ ჯორ­ჯია” - 693 576 ლარი; შპს “ლუ­კო­ილ ჯორ­ჯია” - 450 590 ლარი. ასე­ვე, ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ტუ­ლი გა­რე­მოს გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, შე­სას­რუ­ლებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცია გა­ი­ცა, რაც გუ­ლის­ხმობს - საწ­ვა­ვის ჩას­ხმის სი­ზუს­ტის კონ­ტრო­ლის უფრო ეფექ­ტუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო პრო­ცე­დუ­რუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მო­ღე­ბას. კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ა­გენ­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბა კომ­პა­ნი­ებს შე­უძ­ლი­ათ ქა­ლაქ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი­დან და ბაზ­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­გენ­ტო სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო საწ­ვა­ვის (ბენ­ზი­ნი, დი­ზე­ლი) ბაზ­რის მო­ნი­ტო­რინგს აგ­რძე­ლებს. სა­ა­გენ­ტოს შე­ფა­სე­ბის პე­რი­ო­დი 2022 წლის იან­ვარ-აგ­ვის­ტოს შუ­ა­ლედს მო­ი­ცავს”, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კონ­კუ­რენ­ცი­ის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კლკ
0

მერე ვისი ჯიბიდან ამოიღებენ მაგ ჯარიმის თანხას , ვითომ ღონისძიება გაატარეს , ჯარიმაც გადაახდევინეთ და ფასებიც შეამცირებინეთ ტუ სიკეთე გინდათ ხალხისთვის . ჯარიმა არ არის გამოსავალი , ხალხს ნუ აყრით თვალებში ნაცარს , აიძულეთ ფასების შემცირება და ნუ ამდიდრებთ ვიღაცეებს ხალხის ჯიბის ხარჯზე .

ME
0

გავიჭირვოთ და ერთი წელი ველოსიპედით ვიაროთ მოსახლეობის უმრავლესობამ,დარჩებათ მათი საწვავი აქციით გასაყიდი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

კონკურენციის სააგენტომ "ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი", "რომპეტროლი" და "გალფი" დააჯარიმა - რა გახდა ამის მიზეზი?

კონკურენციის სააგენტომ "ვისოლი", "ლუკოილი", "სოკარი", "რომპეტროლი" და "გალფი" დააჯარიმა - რა გახდა ამის მიზეზი?

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა. საკითხი ეხება 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

როგორც კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს "ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ "კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა.

"სააგენტოს შეფასებით, განსახილველ პერიოდში, კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო ევროპულ საწვავთან შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე არაევროპული საწვავი, ხოლო, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული კომპანიის/კომპანიების მიერ ხდებოდა დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული საწვავის რეალიზაცია მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, მათ შორის, კონკურენტ კომპანიებზე. ორივე შემთხვევაში (ევროპული და არაევროპული საწვავი), ადგილი ჰქონდა საწვავის თვითღირებულებიდან მომდინარე კონკურენტული უპირატესობის გამოუყენებლობას. შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე შენარჩუნებულ იქნა მაღალი ფასი, რაც სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედეგს წარმოადგენდა. სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. კერძოდ: შპს “სან პეტროლიუმ ჯორჯია” - 1 073 998 ლარი; შპს “რომპეტროლ საქართველო” - 987 886 ლარი;

შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი” - 719 310 ლარი; სს “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” - 693 576 ლარი; შპს “ლუკოილ ჯორჯია” - 450 590 ლარი. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა, რაც გულისხმობს - საწვავის ჩასხმის სიზუსტის კონტროლის უფრო ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო პროცედურული მექანიზმების შემოღებას. კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. სააგენტოს შეფასების პერიოდი 2022 წლის იანვარ-აგვისტოს შუალედს მოიცავს”, - აღნიშნულია კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.