ქართველი სამართალმცოდნე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი დაკრძალეს.
მისი მეუღლე მარი მესხი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მის მიმართ გამოხატული თანაგრძნობისთვის მალობას აცხადებს.
"დიდ მადლობას გიხდით თანაგრძნობის, მხარდაჭერის და უზომოდ თბილი სიტყვებისათვის, რაც კოტეს მიმართ გამოხატეთ. მე ბედნიერი ვარ რომ ნახევარი ცხოვრება დიდებული ადამიანის გვერდით გავატარე.ღირსეული კაცის სახელი, არაჩვეულებრივი შვილი და ზღვა სიყვარული დამიტოვა. ახლა მარტო სიარული უნდა ვისწავლო…ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას!" - წერს მარი მესხი.
ცნობისთვის, კოტე კუბლაშვილი 2000 წელს დაინიშნა საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრად. 2000-2002 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, სამინისტროს საპარლამენტო მდივანი.
2002-2004 წლებში მუშაობდა იურიდიულ ფირმაში „ქართველი ადვოკატები სამართლიანობისათვის" იურისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის განვითარებისა და რეფორმების ფონდის ჯერ მეურვეთა საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ ფონდის დირექტორად.
2005-2015 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
ასევე იხილეთ: