პარასკევს დილით, მოსკოვის თავზე უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მოწყობილობა მოსკოვის ბიზნეს უბნის ერთ-ერთ შენობას შეეჯახა, რომელიც კრემლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი „ტელეგრამზე“ ავრცელებს.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დაახლოებით დილის 4 საათზე ჩამოაგდეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს დრონი, რომლის ნამსხვრევები ექსპოცენტრის ზონაში ჩამოვარდა, შემთხვევას მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია“ - აღნიშნულია თავდაცვის სამინისტრომ განცხადებაში.
ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ფრენები მოსკოვის ოთხივე აეროპორტში - ვნუკოვო, დომოდედოვო და შერემეტიევო, ჟუკოვსკი - უსაფრთხოების მიზეზების გამო დროებით შეიზღუდა.