მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება" - ანა ნაცვლიშვილი
"შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება" - ანა ნაცვლიშვილი

შოვ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დია ვერ ჩა­ი­ფარ­ცხე­ბა, ამ ამ­ბავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­და­ა­გო­რებს - შოვი მხო­ლოდ სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ად­გი­ლი არ არის, შოვი არის და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი და და­ნა­შა­ულს გა­მო­ძი­ე­ბა სჭირ­დე­ბა! - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტში „ლე­ლოს“ დე­პუ­ტატ­მა ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ნაც­ვლიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, დღეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმის­თვის, რომ სი­მარ­თლე არ გა­ირ­კვეს.

მი­სი­ვე თქმით, ბო­დი­ში და­ღუ­პულ ადა­მი­ა­ნებს ვერ გა­ა­ცო­ცხლებს, რო­მელ­თაც კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ად­გილ­ზე სა­ხელ­მწი­ფოს დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი ყოფ­ნა სჭირ­დე­ბო­დათ.

„ბო­დი­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბის საფრ­თხე­ე­ბის­გან არ აზღვევს. ჩვენ გვჭირ­დე­ბა არა მხო­ლოდ ღა­მის ხედ­ვის ვერ­ტმფრე­ნი, არა­მედ გა­მარ­თუ­ლი სის­ტე­მა, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, პრე­ვენ­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მე­ბი და ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აც­ნო­ბი­ე­რე­ბენ თუ რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა.

ბო­დი­ში სი­ცო­ცხლეს უკან ვერ და­აბ­რუ­ნებს - ჩვენ ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გეთ იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფომ დრო­უ­ლი და ეფექ­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა ვერ უზ­რუნ­ველ­ყო და ადა­მი­ა­ნე­ბი გან­საც­დელ­ში მი­ა­ტო­ვა.

დღის წეს­რიგ­ში დგას სა­კი­თხი, სად არის პრე­ვენ­ცი­ის სის­ტე­მა, სად არის მო­ნი­ტო­რინ­გის სის­ტე­მა და სად არი­ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ამ­ღე­ბი პი­რე­ბი, რო­მელ­თაც გამ­ბე­და­ო­ბა ეყო­ფათ თქვან, რამ გა­მო­იწ­ვია შოვ­ში ასე­თი მსხვერ­პლი და რას აპი­რე­ბენ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იმის­თვის, რომ ვიდ­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არი­ან ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი აღარ მოხ­დეს“, - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე აზ­რით, დღეს რაც გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით ხდე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის თვა­ლის ახ­ვე­ვა, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფაა.

რო­გორც ნაც­ვლიშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­ჭი­როა სი­მარ­თლის გარ­კვე­ვა, რომ­ლის ერთ-ერთი ნა­წი­ლი უნდა იყოს სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა შე­საძ­ლო სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­ულ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ საქ­მეს უნდა იძი­ებ­დეს არა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, არა­მედ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა.

„გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო უწყე­ბამ, რომ­ლის ერთ-ერთი და­ნა­ყო­ფი იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი რე­ა­გი­რე­ბა­ზე. ახლა ეს უწყე­ბა იძი­ებს თუ რამ­დე­ნად სწო­რი და დრო­უ­ლი იყო რე­ა­გი­რე­ბა ანუ უწყე­ბა იძი­ებს სა­კუ­თარ თავს - მელა იძი­ებს სა­კუ­თა­რი კუდი სწო­რად იყო თუ არა. ყვე­ლამ ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცით, რო­გორ გა­მო­ი­ძი­ებს მელა სა­კუ­თარ კუდს. გვახ­სოვს არა­ერ­თი სის­ტე­მუ­რად არას­წო­რად წარ­მარ­თუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მე­ლიც არაფ­რამ­დე მი­ვი­და“, - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გალელი
2

შე ქალო ვის უნდა უჩივლო, რაჭის მთებს თუ ბუნების მოვლენებს? 

გოგი
4

ეს ქალი არის ფულზე გაყიდული ნაძირალა, ნორმალურ ქვეყანაში ამას და ამის ოჯახს გაასამართლებდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება" - ანა ნაცვლიშვილი

"შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება" - ანა ნაცვლიშვილი

შოვში მომხდარი ტრაგედია ვერ ჩაიფარცხება, ამ ამბავს ხელისუფლება ვერ გადააგორებს - შოვი მხოლოდ სტიქიური უბედურების ადგილი არ არის, შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება! - ამის შესახებ პარლამენტში „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიმართლე არ გაირკვეს.

მისივე თქმით, ბოდიში დაღუპულ ადამიანებს ვერ გააცოცხლებს, რომელთაც კრიტიკულ მომენტში სიცოცხლის გადასარჩენად ადგილზე სახელმწიფოს დროული და ეფექტური ყოფნა სჭირდებოდათ.

„ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი ტრაგედიების საფრთხეებისგან არ აზღვევს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ღამის ხედვის ვერტმფრენი, არამედ გამართული სისტემა, ინფრასტრუქტურა, პრევენციის მექანიზმები და ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ხელისუფლებაში ყოფნა.

ბოდიში სიცოცხლეს უკან ვერ დააბრუნებს - ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ იმიტომ, რომ სახელმწიფომ დროული და ეფექტური რეაგირება ვერ უზრუნველყო და ადამიანები განსაცდელში მიატოვა.

დღის წესრიგში დგას საკითხი, სად არის პრევენციის სისტემა, სად არის მონიტორინგის სისტემა და სად არიან პასუხისმგებლობის ამღები პირები, რომელთაც გამბედაობა ეყოფათ თქვან, რამ გამოიწვია შოვში ასეთი მსხვერპლი და რას აპირებენ უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე აზრით, დღეს რაც გამოძიების კუთხით ხდება, საზოგადოებისთვის თვალის ახვევა, მათ შორის გარდაცვლილი ადამიანების შეურაცხყოფაა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საჭიროა სიმართლის გარკვევა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეს უნდა იძიებდეს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ გენერალური პროკურატურა.

„გამოძიება დაიწყო უწყებამ, რომლის ერთ-ერთი დანაყოფი იყო პასუხისმგებელი რეაგირებაზე. ახლა ეს უწყება იძიებს თუ რამდენად სწორი და დროული იყო რეაგირება ანუ უწყება იძიებს საკუთარ თავს - მელა იძიებს საკუთარი კუდი სწორად იყო თუ არა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ გამოიძიებს მელა საკუთარ კუდს. გვახსოვს არაერთი სისტემურად არასწორად წარმართული გამოძიება, რომელიც არაფრამდე მივიდა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.