ექსპერტი გია ხუხაშვილი ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას შოვში, მეწყერში მოყოლილი დავით ჯელაძის შესახებ
"დღეს რაც კობახიძემ გააკეთა, ეს ზედმიწევნით ზუსტად წარმოადგენს მის სინამდვილეში ძალიან მარტივ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, საიდანაც მთავარი დასკვნა "ბიძინამ უნდა გააკეთოს - ეს მამლის ყივილსაც არ დაელოდება, ისე უარყოფს და შეახოცავს ხელს ყველაფერზე…ამას გააკეთებს წარბშეუხრელად და ისეთი დამაჯერებლობით, რომ ვერც შეეკამათები…" - წერს გია ხუხაშვილი "ფეისბუქში".
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს რაჭაში განაცხადა, რომ ის ნანობს, რომ დავით ჯელაძეს "გული ატკინა".
2 დღის წინ კი კობახიძემ ეჭვი შეიტანა ჯელაძის მონათხრობში და თქვა, რომ "პრაქტიკულად წარმოუდგენელია" იმ გზის გავლა მეწყერის დროს, რაც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილმა დავით ჯელაძემ დისშვილთან, პატარა მაშოსთან ერთად გაიარა.
ასევე იხილეთ: