პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:36-ზე, მთვარის პირველი დღე დაიწყება 14:31-ზე, მთვარე კირჩხიბში იქნება 07:45-დან – დაიცავით მარხვა, გმართებთ თავშეკავება. შუადღემდე არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. ახალმთვარეობაზე არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში შეიმუშავეთ ერთი თვის ბიზნესგეგმის შემუშავება. მოძებნეთ ახალი გზები იდეების განსახორციელებლად. არ არის რეკომენდებული რაიმეს ყიდვა-გაყიდვა. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება და მოლაპარაკება.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსმა ჟურნალისტმა თბილისში თავი ცუდად იგრძნო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს" - The Insider
"რუსმა ჟურნალისტმა თბილისში თავი ცუდად იგრძნო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს" - The Insider

გა­მო­ცე­მა The Insider-ის ცნო­ბით, რუ­სე­თი­დან წა­სულ ჟურ­ნა­ლის­ტებ­სა და აქ­ტი­ვის­ტებს მო­წამ­ვლის ახა­ლი ტალ­ღა შე­ე­ხო. ოქ­ტომ­ბერ­ში მი­უნ­ხენ­ში "ნო­ვა­ია გა­ზე­ტას“ და "მე­დუ­ზას“ ჟურ­ნა­ლის­ტი ელე­ნა კოს­ტი­უ­ჩენ­კო მო­წამ­ლეს.

"ეხო მას­კვის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ირი­ნა ბაბ­ლო­ი­ა­ნი კი აღ­ნიშ­ნავს, რომ მსგავ­სი სიმპტო­მე­ბი მა­საც აწუ­ხებ­და. გა­ზა­ფხულ­ზე კი ნე­ი­რო­ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბით ფონდ "თა­ვი­სუ­ფა­ლი რუ­სე­თის“ ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­ტა­ლია არნო მო­წამ­ლეს.

უცხო­უ­რი გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, "ეხო მას­კვის“ ჟურ­ნა­ლის­ტი ირი­ნა ბაბ­ლო­ი­ა­ნი მოს­კო­ვი­დან თბი­ლის­ში ოქ­ტომ­ბერ­ში ჩა­მო­ვი­და და ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში ცხოვ­რობ­და. 25 ოქ­ტომ­ბერს, სა­ღა­მოს, ჟურ­ნა­ლის­ტმა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო, შემ­დეგ დი­ლით კი სი­სუს­ტეს და თავ­ბრუს­ხვე­ვას გრძნობ­და. 26 ოქ­ტომ­ბრის სა­ღა­მოს კი ხე­ლი­სა და ფე­ხის­გუ­ლებ­ზე მწვა­ვე წვა და­ე­წყო. უც­ნა­უ­რი სიმპტო­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჟურ­ნა­ლის­ტმა არ თქვა უარი ერე­ვან­ში ვი­ზიტ­ზე, სა­დაც 27 ოქ­ტომ­ბერს ღა­მით მან­ქა­ნით გა­ემ­გზავ­რა. მან­ქა­ნა­ში ცუ­დად გახ­და, გო­ნე­ბა და­ე­ბინ­და და კონ­ცენ­ტრი­რე­ბა აღარ შე­ეძ­ლო.

"წევ­ხარ, თუმ­ცა დაღ­ლი­ლო­ბის გრძნო­ბა არ გა­დის, თით­ქოს უბ­რა­ლოდ, ვერ ის­ვე­ნებ. შეგ­რძნე­ბა მქონ­და, თით­ქოს სხე­უ­ლი აღარ მე­კუთ­ვნო­და, თით­ქოს ბამ­ბის გახ­და, ძა­ლი­ან შე­მე­შინ­და“, - ამ­ბობს ბაბ­ლო­ი­ა­ნი.

ერე­ვან­ში ჩა­სულ­მა, სას­ტუმ­როს მი­სა­ღებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­სა­ზო­მად თერ­მო­მეტ­რი მო­ი­თხო­ვა, თუმ­ცა სას­ტუმ­რო­ში თერ­მო­მეტ­რი არ აღ­მო­აჩ­ნდათ და თა­ვის ნო­მერ­ში დაბ­რუნ­და, სა­დაც და­ძი­ნე­ბაც ვერ მო­ა­ხერ­ხა. მუ­ცე­ლი ისე ძლი­ე­რად ას­ტკივ­და, რო­გორც მო­წამ­ლულ ჟურ­ნა­ლისტ კოს­ტი­უ­ჩენ­კოს, თუმ­ცა ტკი­ვი­ლი არა მუ­ცელ­ში, არა­მედ უფრო ზე­მოთ იგ­რძნო­ბო­და, გა­უჩ­ნდა გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბაც. ჟურ­ნა­ლისტს პირ­ში მე­ტა­ლის გემო ჰქონ­და. ირი­ნა ბაბ­ლო­ი­ანს ელე­ნა კოს­ტი­უ­ჩენ­კოს მსგავ­სი სინ­დრო­მე­ბი აწუ­ხებ­და, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბაც იყო. ირი­ნას კანი უეც­რად უწით­ლდე­ბო­და, შემ­დეგ კი ისევ უმ­შვიდ­დე­ბო­და. უძი­ლო­ბამ, სი­სუს­ტემ და ტკი­ვილ­მა 2 დღე­ში გა­ი­ა­რა, თუმ­ცა კან­ზე პე­რი­დუ­ლი სი­წით­ლე­ე­ბი ჟურ­ნა­ლისტს ახ­ლაც აწუ­ხებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჭორლეონე
0

უგრძვნია....

ილო
3

მეზობელი მომეწამლა 100 პროცენტიანი პუტინის მოწამლულია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

"რუსმა ჟურნალისტმა თბილისში თავი ცუდად იგრძნო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს" - The Insider

"რუსმა ჟურნალისტმა თბილისში თავი ცუდად იგრძნო, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ის მოწამლეს" - The Insider

გამოცემა The Insider-ის ცნობით, რუსეთიდან წასულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს მოწამვლის ახალი ტალღა შეეხო. ოქტომბერში მიუნხენში "ნოვაია გაზეტას“ და "მედუზას“ ჟურნალისტი ელენა კოსტიუჩენკო მოწამლეს.

"ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი კი აღნიშნავს, რომ მსგავსი სიმპტომები მასაც აწუხებდა. გაზაფხულზე კი ნეიროტოქსიკური ნივთიერებით ფონდ "თავისუფალი რუსეთის“ ხელმძღვანელი ნატალია არნო მოწამლეს.

უცხოური გამოცემის ცნობით, "ეხო მასკვის“ ჟურნალისტი ირინა ბაბლოიანი მოსკოვიდან თბილისში ოქტომბერში ჩამოვიდა და ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა. 25 ოქტომბერს, საღამოს, ჟურნალისტმა თავი შეუძლოდ იგრძნო, შემდეგ დილით კი სისუსტეს და თავბრუსხვევას გრძნობდა. 26 ოქტომბრის საღამოს კი ხელისა და ფეხისგულებზე მწვავე წვა დაეწყო. უცნაური სიმპტომების მიუხედავად, ჟურნალისტმა არ თქვა უარი ერევანში ვიზიტზე, სადაც 27 ოქტომბერს ღამით მანქანით გაემგზავრა. მანქანაში ცუდად გახდა, გონება დაებინდა და კონცენტრირება აღარ შეეძლო.

"წევხარ, თუმცა დაღლილობის გრძნობა არ გადის, თითქოს უბრალოდ, ვერ ისვენებ. შეგრძნება მქონდა, თითქოს სხეული აღარ მეკუთვნოდა, თითქოს ბამბის გახდა, ძალიან შემეშინდა“, - ამბობს ბაბლოიანი.

ერევანში ჩასულმა, სასტუმროს მისაღებში ტემპერატურის გასაზომად თერმომეტრი მოითხოვა, თუმცა სასტუმროში თერმომეტრი არ აღმოაჩნდათ და თავის ნომერში დაბრუნდა, სადაც დაძინებაც ვერ მოახერხა. მუცელი ისე ძლიერად ასტკივდა, როგორც მოწამლულ ჟურნალისტ კოსტიუჩენკოს, თუმცა ტკივილი არა მუცელში, არამედ უფრო ზემოთ იგრძნობოდა, გაუჩნდა გულისრევის შეგრძნებაც. ჟურნალისტს პირში მეტალის გემო ჰქონდა. ირინა ბაბლოიანს ელენა კოსტიუჩენკოს მსგავსი სინდრომები აწუხებდა, თუმცა განსხვავებაც იყო. ირინას კანი უეცრად უწითლდებოდა, შემდეგ კი ისევ უმშვიდდებოდა. უძილობამ, სისუსტემ და ტკივილმა 2 დღეში გაიარა, თუმცა კანზე პერიდული სიწითლეები ჟურნალისტს ახლაც აწუხებს. გააგრძელეთ კითხვა