პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ზელანდიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც სამი მცირეწლოვანი შვილი მოკლა - ახლობლების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს
ახალი ზელანდიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც სამი მცირეწლოვანი შვილი მოკლა - ახლობლების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს

ახა­ლი ზე­ლან­დი­ა­ში სა­სა­მარ­თლომ სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა ქალს, რო­მელ­მაც სამი მცი­რე­წლო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი მოკ­ლა.

42 წლის ლო­რენ დი­კა­სონ­მა თა­ვი­სი ტყუ­პი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი მაია და კარ­ლა და მათი 6 წლის და ლი­ა­ნე ბა­ლი­შით გა­გუ­და, შემ­დეგ კი თა­ვის მოკ­ვლა სცა­და. გა­ნა­ჩე­ნი 4-კვი­რი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ გა­მო­ი­ტა­ნეს. ბრალ­დე­ბულს თა­ვი­სუფ­ლე­ბის უვა­დოდ აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა.

შემ­თხვე­ვა 2021 წლის 16 სექ­ტემ­ბერს მოხ­და. ლო­რენ­მა შვი­ლე­ბი მა­შინ მოკ­ლა, როცა მისი ქმა­რი, გრე­ჰემ დი­კა­სო­ნი საქ­მი­ან ვახ­შამ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და.

პრო­კუ­რორ­მა ენ­დრიუ მაკ­რე­იმ სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვის პირ­ველ დღეს გა­ნა­ცხა­და, რომ ქალ­მა ბავ­შვე­ბის დახ­რჩო­ბა კა­ბე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სცა­და, რო­დე­საც ამ მე­თო­დით ვერ მო­ა­ხერ­ხა, ლო­რენ­მა მათ მო­საკ­ლა­ვად ბა­ლი­შე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. გარ­დაც­ვლი­ლი შვი­ლე­ბი სახ­ლში მა­მამ იპო­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მან პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ცო­ლის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ იცო­და, თუმ­ცა ვე­რას­დროს წარ­მო­იდ­გენ­და, რომ ბავ­შვე­ბის მოკ­ვლას შეძ­ლებ­და.

დი­კა­სო­ნის ად­ვო­კა­ტი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ლო­რე­ნის საქ­ცი­ე­ლი მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი დეპ­რე­სი­ის შე­დე­გი იყო - პრო­კუ­რო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, ეს არ­გუ­მენ­ტი სა­მე­დი­ცი­ნო გა­რან­ტი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა.

დი­კა­სო­ნის მშობ­ლებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს გან­ცხა­დე­ბა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ მათი ქა­ლიშ­ვი­ლი ფსი­ქი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბით იტან­ჯე­ბო­და:

"ჩვენ გვსურს მო­ვუ­წო­დოთ ოჯა­ხებს და ინ­დი­ვი­დებს მთელს მსოფ­ლი­ო­ში, რომ გა­ზარ­დონ ცნო­ბი­ე­რე­ბა მშო­ბი­ა­რო­ბის შემ­დგო­მი დეპ­რე­სი­ის სიმპტო­მე­ბის შე­სა­ხებ, ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც თქვენ­თვის, ასე­ვე თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და მე­გობ­რე­ბის­თვის“, - ნათ­ქვა­მია მშობ­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში.

თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობ­და. New Zealand Herald-ის ცნო­ბით, მან პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ ბავ­შვე­ბი "ვე­ლუ­რე­ბი" იყ­ვნენ, რა­მაც მისი გაბ­რა­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
0

ჩრდილოურ უჟმურს სამხრეთი ვერ შველის.

ბელა
2

საშინელად არასიმპათიურია, საერთოდ არ გავს ქალს. საწყალი ანგელოზები, რა დედა არგუნათ ბედმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

ახალი ზელანდიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც სამი მცირეწლოვანი შვილი მოკლა - ახლობლების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს

ახალი ზელანდიაში სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს ქალს, რომელმაც სამი მცირეწლოვანი შვილი მოკლა - ახლობლების თქმით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს

ახალი ზელანდიაში სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ქალს, რომელმაც სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი მოკლა.

42 წლის ლორენ დიკასონმა თავისი ტყუპი ქალიშვილები მაია და კარლა და მათი 6 წლის და ლიანე ბალიშით გაგუდა, შემდეგ კი თავის მოკვლა სცადა. განაჩენი 4-კვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ გამოიტანეს. ბრალდებულს თავისუფლების უვადოდ აღკვეთა მიესაჯა.

შემთხვევა 2021 წლის 16 სექტემბერს მოხდა. ლორენმა შვილები მაშინ მოკლა, როცა მისი ქმარი, გრეჰემ დიკასონი საქმიან ვახშამზე იმყოფებოდა.

პროკურორმა ენდრიუ მაკრეიმ სასამართლო განხილვის პირველ დღეს განაცხადა, რომ ქალმა ბავშვების დახრჩობა კაბელების საშუალებით სცადა, როდესაც ამ მეთოდით ვერ მოახერხა, ლორენმა მათ მოსაკლავად ბალიშები გამოიყენა. გარდაცვლილი შვილები სახლში მამამ იპოვა. მოგვიანებით მან პოლიციას განუცხადა, რომ ცოლის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ იცოდა, თუმცა ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ბავშვების მოკვლას შეძლებდა.

დიკასონის ადვოკატი ამტკიცებდა, რომ ლორენის საქციელი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შედეგი იყო - პროკურორების განცხადებით, ეს არგუმენტი სამედიცინო გარანტიის მოსაპოვებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

დიკასონის მშობლებმა გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ მათი ქალიშვილი ფსიქიკური დაავადებით იტანჯებოდა:

"ჩვენ გვსურს მოვუწოდოთ ოჯახებს და ინდივიდებს მთელს მსოფლიოში, რომ გაზარდონ ცნობიერება მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომების შესახებ, ეს მნიშვნელოვანია როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისთვის“, - ნათქვამია მშობლების განცხადებაში.

თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობდა. New Zealand Herald-ის ცნობით, მან პოლიციას განუცხადა, რომ ბავშვები "ველურები" იყვნენ, რამაც მისი გაბრაზება გამოიწვია.