ავტორი:

რიგები და არეულობა ბანკომატებთან - ირლანდიაში საბანკო შეცდომის გამო, ყველა მსურველს ბანკომატიდან 1000 ევროს გატანა შეეძლო

რიგები და არეულობა ბანკომატებთან - ირლანდიაში საბანკო შეცდომის გამო, ყველა მსურველს ბანკომატიდან 1000 ევროს გატანა შეეძლო

ირლანდიაში საბანკო შეცდომამ განაპირობა ის, რომ ნებისმიერს, მასაც კი, ვისაც ანგარიშზე თანხა არ ჰქონდა, შეეძლო "ირლანდიის ბანკის" ბანკომატებიდან 1000 ევროს ოდენობის თანხის გატანა.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივ მედიასთან ერთად, ბრიტანული გამოცემა "ტელეგრაფიც" აქვეყნებს.

ამან 15 აგვისტოს ბანკომატებთან გამოიწვია რიგები და არეულობა. სამშაბათს საღამოს სამართალდამცავები იძულებულები გახდნენ დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი ზოგიერთ ბანკომატთან. სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ვიდეოები, რომელშიც ასახულია უზარმაზარი რიგები ირლანდიის სხვადასხვა ქალაქში.

<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr"><a href="https://twitter.com/hashtag/BankOfIreland?src=hash&amp;ref_src=twsrc%5Etfw">#BankOfIreland</a> right now on O Connell Street, the world has gone mad 😂 <a href="https://t.co/LOkT3LvGcy">pic.twitter.com/LOkT3LvGcy</a></p>&mdash; Denise Ross (@iDeniseRoss) <a href="https://twitter.com/iDeniseRoss/status/1691566303809556774?ref_src=twsrc%5Etfw">August 15, 2023</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

ბანკის განცხადებიდან ირკვევა, რომ საბანკო შეცდომა განპირობებული იყო IT მომსახურების ხარვეზით, რის გამო ასევე მომხმარებლებისთვის შეზღუდული იყო ონლაინმომსახურება.

დღეს დილით ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ ხარვეზი გამოსწორებულია და ბანკომატებიც და ონლაინსერვისებიც ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ. ამასთანავე, "ირლანდიის ბანკმა" გააფრთხილა მომხმარებლები, რომ ბანკომატებიდან ამოღებული თანხები, რომელიც ლიმიტს აღემატება, კვლავ ჩამოიჭრება მათი ანგარიშებიდან.

  • მოამზადა ზურა თვაურმა