მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმესი სტატისტიკა - 1-ლი ივნისიდან 23 ივლისამდე პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 9 არასრულწლოვანია
უმძიმესი სტატისტიკა - 1-ლი ივნისიდან 23 ივლისამდე პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 9 არასრულწლოვანია

მიმ­დი­ნა­რე წლის ზა­ფხუ­ლის ორ თვე­ში, კერ­ძოდ, 1-ლი ივ­ნი­სი­დან 23 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, წყალ­ში 22 ადა­მი­ა­ნი და­იხ­რჩო, მათ შო­რის, 9 არას­რულ­წლო­ვა­ნია. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი­დან სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე აც­ნო­ბეს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულ პე­რი­ოდ­ში, 3 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 2 არას­რულ­წლო­ვა­ნი, ზღვა­ში და­იხ­რჩო, 12 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 5 არას­რულ­წლო­ვა­ნი - მდი­ნა­რე­ში, 6 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი - ტბა­ში, 1 არას­რულ­წლო­ვა­ნი კი აუზ­ში და­იხ­რჩო.

რაც შე­ე­ხე­ბა ზღვა­ში, მდი­ნა­რე­ში, ტბა­ში, აუზ­ზე გა­დარ­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სტა­ტის­ტი­კას - სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1-ლი ივ­ნი­სი­დან 23 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში, 67 ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახტანგი -71
0

უფალმა ნათელში ამყოფოს წყალში დაღუპული ადამიანების სულები!

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ უმრავლეს შემთხვევებში მომხდარი უბედურებები მათივე ბრალია!!!

თუ კარგად არ იცი ცურვა, არანაირად არ შეიძლება წყალთან გათამამება, მითუმეტეს როდესაც ზღვაზე ტალღებია, ან ჩქარ მდინარეში!!!

ვინც გამოცდილია - დამეთანხმება, რომ ცურვისათვის ყველაზე მთავარია სწორი ანუ ჩვეულებრივად სუნთქვის უნარების გამომუშავება..

აქედან გამომდინარე ზღვაზე ცურვის სწავლებისათვის კარგი პერიოდია დილის საათები, როდესაც ზღვაზე ტალღები თითქმის არ არის, ხოლო მდინარეზე ცურვის სწავლისას უნდა შეარჩიოთ ისეთი ადგილები, სადაც დინება მდორეა!!!

საერთოდ დაუშვებელია არაფხიზელ მდგომარეობაში წყალში შესვლა, ვინაიდან ცივ წყალში დიდი ალბათობით შეიძლება ადამიანს დაემართოს სპაზმა, ანუ რომელიმე კიდურის გაშეშება.

პ.ს. საცურაო ტრუსებზე კარგია, რომ მიმაგრებული გქონდეთ ქინძისთავი (ე.წ. „ბულავკა“), რომლის ჩხლეტის შემდეგ სპაზმა დიდი ალბათობით გაივლის (პირადად მე არასდროს არ დამჭირვებია).

giorgi
0

სამწუხაროა :(( ისე კი ზოგადად რო ვთქვათ ჩვენ სიტუაციას შეიძლება ეწოდოს გადაშენებისკენ სიხარულით მიმავალი ერი. 2050 ამ ქვეყანაში ქართველი ისტორიის წიგნებში თუ იქნება,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

უმძიმესი სტატისტიკა - 1-ლი ივნისიდან 23 ივლისამდე პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 9 არასრულწლოვანია

უმძიმესი სტატისტიკა - 1-ლი ივნისიდან 23 ივლისამდე პერიოდში, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის 9 არასრულწლოვანია

მიმდინარე წლის ზაფხულის ორ თვეში, კერძოდ, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, წყალში 22 ადამიანი დაიხრჩო, მათ შორის, 9 არასრულწლოვანია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის საფუძველზე აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში, 3 ადამიანი, მათ შორის, 2 არასრულწლოვანი, ზღვაში დაიხრჩო, 12 ადამიანი, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი - მდინარეში, 6 ადამიანი, მათ შორის, 1 არასრულწლოვანი - ტბაში, 1 არასრულწლოვანი კი აუზში დაიხრჩო.

რაც შეეხება ზღვაში, მდინარეში, ტბაში, აუზზე გადარჩენილი ადამიანების სტატისტიკას - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 1-ლი ივნისიდან 23 ივლისის ჩათვლით პერიოდში, 67 ადამიანი გადაარჩინეს.