პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მძღოლი, ლაბორანტი, ტექნიკოსი - ვინ არიან ბულგარეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, დიდ ბრიტანეთში დააკავეს
მძღოლი, ლაბორანტი, ტექნიკოსი - ვინ არიან ბულგარეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, დიდ ბრიტანეთში დააკავეს

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში რუ­სე­თის ჯა­შუ­შო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ბულ­გა­რე­თის სამი მო­ქა­ლა­ქე და­ა­კა­ვეს - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის და­კა­ვე­ბა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი დიდი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად მოხ­და.

"და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ბულ­გა­რე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და მათ ბრა­ლად ჯა­შუ­შუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ ედე­ბათ“, - ნათ­ქვა­მია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ისი­ნი რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­დნენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათ მფლო­ბე­ლო­ბა­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ბულ­გა­რე­თის, საფ­რან­გე­თის, იტა­ლი­ის, ეს­პა­ნე­თის, ხორ­ვა­ტი­ის, სლო­ვე­ნი­ის, სა­ბერ­ძნე­თის და ჩე­ხე­თის პას­პორ­ტე­ბი.

ცოტა ხნის წინ, მათი ვი­ნა­ო­ბა გახ­და ცნო­ბი­ლი:

• ორ­ლინ რუ­სე­ვი, 45 წლის

• ბი­ზერ ჯამ­ბა­ზო­ვი, 41 წლის

• კატ­რინ ივა­ნო­ვა, 31 წლის

სა­მი­ვე მათ­გა­ნი მრა­ვა­ლი წე­ლია დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ცხოვ­რობს. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ორ­ლინ რუ­სე­ვი ინ­გლის­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 2009 წელს გა­და­ვი­და და სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და ტექ­ნი­კურ პო­ზი­ცი­ა­ზე ფი­ნან­სუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში. ცნო­ბი­ლია, რომ ის რუ­სეთ­ში მცი­რე ბიზ­ნეს­საც ფლობ­და, რო­მე­ლიც კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ან ელექტრო­ნუ­ლი სიგ­ნა­ლე­ბის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

ჯამ­ბა­ზო­ვი და ივა­ნო­ვა ლონ­დო­ნის გა­რე­უ­ბან­ში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დე­ბენ, ისი­ნი ცოლ-ქმა­რი ეგო­ნათ. წყვი­ლი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად 10 წლის წინ გა­და­ვი­და.

ჯამ­ბა­ზო­ვი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მძღო­ლად მუ­შა­ობ­და, ივა­ნო­ვა კი კერ­ძო სა­მე­დი­ცი­ნო კომ­პა­ნი­ა­ში ლა­ბო­რან­ტი იყო.

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი იან­ვარ­ში გა­ი­მარ­თე­ბა. მათ და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ კო­მენ­ტა­რი ამ დრომ­დე არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
2

ისეთი სამსახურები აქვთ, აშკარად საიდუმლო დოკუმენტებთან ექნებოდათ წვდომა :) რომ დაეწწრათ, ნარკოკარტელიო, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა

 

???
6

ბრიტანეთის საიდუმლო დოკუმენტებზე, სამედიცინო დაწესებულების მძღოლს და ლაბორანტს თუ ხელი მიუწვდებოდა, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი

ავტორი:

მძღოლი, ლაბორანტი, ტექნიკოსი - ვინ არიან ბულგარეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, დიდ ბრიტანეთში დააკავეს

მძღოლი, ლაბორანტი, ტექნიკოსი - ვინ არიან ბულგარეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით, დიდ ბრიტანეთში დააკავეს

დიდ ბრიტანეთში რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილების დაკავება ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჩატარებული დიდი გამოძიების შედეგად მოხდა.

"დაკავებულები ბულგარეთის მოქალაქეები არიან და მათ ბრალად ჯაშუშური საქმიანობა რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ ედებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვარაუდობენ, რომ ისინი რუსეთის სპეცსამსახურში მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მათ მფლობელობაში აღმოაჩინეს ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, ესპანეთის, ხორვატიის, სლოვენიის, საბერძნეთის და ჩეხეთის პასპორტები.

ცოტა ხნის წინ, მათი ვინაობა გახდა ცნობილი:

• ორლინ რუსევი, 45 წლის

• ბიზერ ჯამბაზოვი, 41 წლის

• კატრინ ივანოვა, 31 წლის

სამივე მათგანი მრავალი წელია დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. BBC-ის ინფორმაციით, ორლინ რუსევი ინგლისში საცხოვრებლად 2009 წელს გადავიდა და სამი წლის განმავლობაში მუშაობდა ტექნიკურ პოზიციაზე ფინანსური მომსახურების ინდუსტრიაში. ცნობილია, რომ ის რუსეთში მცირე ბიზნესსაც ფლობდა, რომელიც კომუნიკაციების ან ელექტრონული სიგნალების თვალყურის დევნებასთანაა დაკავშირებული.

ჯამბაზოვი და ივანოვა ლონდონის გარეუბანში ერთად ცხოვრობდნენ. როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ისინი ცოლ-ქმარი ეგონათ. წყვილი დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად 10 წლის წინ გადავიდა.

ჯამბაზოვი საავადმყოფოში მძღოლად მუშაობდა, ივანოვა კი კერძო სამედიცინო კომპანიაში ლაბორანტი იყო.

ბრალდებულების სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება. მათ დანაშაულის შესახებ კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.