პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით…" - როგორ იხსენებენ მეგობრები და სტუდენტები კოტე კუბლაშვილს?
"ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით…" - როგორ იხსენებენ მეგობრები და სტუდენტები კოტე კუბლაშვილს?

15 აგ­ვის­ტოს გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ 50 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე კონ­სტან­ტი­ნე (კოტე) კუბ­ლაშ­ვი­ლი. ახ­ლობ­ლე­ბის თქმით, ბოლო წლებ­ში მას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და.

კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რედ 2005-2015 წლებ­ში მუ­შა­ობ­და. უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა 10-წლი­ა­ნი ვა­დის ამო­წურ­ვის გამო შე­უ­წყდა, რის შემ­დე­გაც მუ­შა­ო­ბა ილი­ა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­აგ­რძე­ლა. იგი გახ­ლდათ პრო­ფე­სო­რი, სა­ჯა­რო სა­მარ­თლის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ჰყავს მე­უღ­ლე მარი მეს­ხი და ქა­ლიშ­ვი­ლი, ანა-მა­რია მეს­ხი.

2013 წელს და­ჯილ­დოვ­და წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის გა­მარ­ჯვე­ბის ორ­დე­ნით.

კოტე კუბ­ლაშ­ვილს ახ­ლობ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და მე­გობ­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იხ­სე­ნე­ბენ.

"ოთხმოც­და­ა­თი­ან წლებ­ში ჩემი ოჯა­ხის წევ­რი ჰა­ნო­ვე­რის კლი­ნი­კა­ში აღ­მოჩ­ნდა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დახ­მა­რე­ბით. არა­ვის ეგო­ნა, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. კოტე მა­შინ ჰა­ნო­ვე­რის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი იყო. არ მოგ­ვშო­რე­ბია ბო­ლომ­დე. ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბო­და. ღვთის მად­ლით, გერ­მა­ნელ­მა ექი­მებ­მა სას­წა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნეს და ოჯა­ხის წევ­რი გა­და­მირ­ჩი­ნეს. კო­ტეს თა­ნად­გო­მა კი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე მე­მახ­სოვ­რე­ბა. ნა­თელ­ში იყოს მისი სული !“ - წერს იუ­რის­ტი თენ­გიზ შარ­მა­ნაშ­ვი­ლი.

ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

"ადა­მი­ა­ნი-კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა, ჩვე­ნი თა­ო­ბის ვარ­სკვლა­ვი, კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი უსაშ­ვე­ლოდ მე­ნა­ნე­ბა. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნე, მე­გო­ბა­რო“, - ნონა წო­წო­რია, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი მო­სა­მარ­თლე.

"კვი­რა არ გა­ვი­დო­და არ მო­გე­კი­თხე:

- რას შვე­ბით გია, ხო ხართ მაგ­რად?

- რას შვე­ბით გია, გა­დახ­ვე­დით ხო უკვე შე­ტე­ვა­ზე?

- რო­გორ ხარ გია, რამე ხო არ გჭირ­დე­ბა?

კიდე შევ­ხვდე­ბით ძმა“ - გია გე­წა­ძე, უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი.

მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

"მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო კოტე, ყვე­ლაფ­რის­თვის! თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა სა­ჯა­რო სა­მარ­თა­ლი ძი­რი­თად პრო­ფე­სი­ად რომ ავირ­ჩიე. კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლი ლექ­ტო­რი იყო, რო­მე­ლიც 4 სა­განს მას­წავ­ლი­და. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შეს­ვლის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და მას­თან. აკა­დე­მი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით მის ცენ­ტრში ბევ­რი კარ­გი საქ­მე ვა­კე­თეთ. მისი წიგ­ნე­ბი მუ­დამ გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილ­ზე იქ­ნე­ბა ჩემს ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში. ბო­ლოს რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ვე­სა­უბ­რე. მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი და­ნა­კარ­გია რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თვის, ისე მთე­ლი აკა­დე­მი­უ­რი სფე­როს­თვის. მშვი­დად გა­ნის­ვე­ნეთ პრო­ფე­სო­რო!“ - ნიკა გუ­რი­ნი.

"ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ილი­ა­უ­ნის ოჯა­ხის წევ­რი და ურ­თი­ერ­თო­ბა მქო­ნო­და თა­ვი­სი საქ­მის უბად­ლო პრო­ფე­სი­ო­ნალ­თან ბა­ტონ კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვილ­თან, რო­მელ­მაც გვა­ზი­ა­რა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით არა­ერთ თე­ო­რი­ულ, თუ პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას… სა­ნამ სე­მესტრი ფრი­ად­ზე არ და­ვას­რუ­ლე მე­რი­დე­ბო­და მეთ­ქვა მის­თვის თუ ვინ ვი­ყა­ვი, ბო­ლოს კი არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა მისი მზე­რა: "… ამას ახლა უნდა ვი­გებ­დე, გო­გოო” და ჩვე­უ­ლად ჩა­ი­ხი­თხი­თა. გა­ნის­ვე­ნე იქ, სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ, სა­ო­ცა­რი გუ­ლი­სა და ადა­მი­ა­ნო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლო… ეს სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტრით არა­ერთ სტუ­დენტს დაგ­ვეხ­მა­რა ჩვე­ნი ცოდ­ნა პრაქ­ტი­კუ­ლა­დაც გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა და მუდ­მი­ვად ცდი­ლობ­და სტუ­დენ­ტე­ბის­თვის თა­ვი­სი ცოდ­ნის მაქ­სი­მუ­მი გა­და­ე­ცა… ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ასე ნა­ად­რე­ვად არ უნდა გვტო­ვებ­დნენ. ვუ­სამ­ძიმ­რებ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­სა და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს, ის ყვე­ლას­თვის უდი­დე­სი და­ნაკ­ლი­სია“, - თა­მარ ჟვა­ნია.

"ვი­ზი­ა­რებ ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი იყო… ჩემი ბავ­შვო­ბის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღე­ე­ბი, სწო­რედ კო­ტემ და მის­მა ძვირ­ფას­მა მე­უღ­ლემ გა­ა­ფე­რა­დეს, რო­დე­საც დევ­ნი­ლე­ბი გავ­ხდით… ყო­ველ­თვის ტკბი­ლად გა­მახ­სენ­დე­ბით, უფალ­მა და­გიმ­კვიდ­როთ ცათა სა­სუ­ფე­ვე­ლი", - მა­რი­ამ ღა­ბა­ში­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

"ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით…" - როგორ იხსენებენ მეგობრები და სტუდენტები კოტე კუბლაშვილს?

"ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით…" - როგორ იხსენებენ მეგობრები და სტუდენტები კოტე კუბლაშვილს?

15 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 50 წლის ასაკში გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე (კოტე) კუბლაშვილი. ახლობლების თქმით, ბოლო წლებში მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

კოტე კუბლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ 2005-2015 წლებში მუშაობდა. უფლებამოსილება 10-წლიანი ვადის ამოწურვის გამო შეუწყდა, რის შემდეგაც მუშაობა ილიაუნის უნივერსიტეტში გააგრძელა. იგი გახლდათ პროფესორი, საჯარო სამართლის მიმართულებით. ჰყავს მეუღლე მარი მესხი და ქალიშვილი, ანა-მარია მესხი.

2013 წელს დაჯილდოვდა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით.

კოტე კუბლაშვილს ახლობლები, სტუდენტები და მეგობრები სოციალურ ქსელში იხსენებენ.

"ოთხმოცდაათიან წლებში ჩემი ოჯახის წევრი ჰანოვერის კლინიკაში აღმოჩნდა ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით. არავის ეგონა, რომ გადარჩებოდა. კოტე მაშინ ჰანოვერის უნივერსიტეტის დოქტორანტი იყო. არ მოგვშორებია ბოლომდე. ძალიან გვეხმარებოდა. ღვთის მადლით, გერმანელმა ექიმებმა სასწაული ჩაიდინეს და ოჯახის წევრი გადამირჩინეს. კოტეს თანადგომა კი სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება. ნათელში იყოს მისი სული !“ - წერს იურისტი თენგიზ შარმანაშვილი.

ქალიშვილთან ერთად

"ადამიანი-კეთილშობილება, ჩვენი თაობის ვარსკვლავი, კოტე კუბლაშვილი უსაშველოდ მენანება. მშვიდად განისვენე, მეგობარო“, - ნონა წოწორია, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

"კვირა არ გავიდოდა არ მოგეკითხე:

- რას შვებით გია, ხო ხართ მაგრად?

- რას შვებით გია, გადახვედით ხო უკვე შეტევაზე?

- როგორ ხარ გია, რამე ხო არ გჭირდება?

კიდე შევხვდებით ძმა“ - გია გეწაძე, უკრაინაში მცხოვრები ქართველი პოლიტიკოსი.

მეუღლესთან ერთად

"მადლობა, ბატონო კოტე, ყველაფრისთვის! თქვენი დამსახურებაა საჯარო სამართალი ძირითად პროფესიად რომ ავირჩიე. კონსტანტინე კუბლაშვილი ჩემთვის გამორჩეული ლექტორი იყო, რომელიც 4 საგანს მასწავლიდა. უნივერსიტეტში შესვლის პირველივე დღიდან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. აკადემიური მიმართულებით მის ცენტრში ბევრი კარგი საქმე ვაკეთეთ. მისი წიგნები მუდამ განსაკუთრებულ ადგილზე იქნება ჩემს ბიბლიოთეკაში. ბოლოს რამდენიმე კვირის წინ ვესაუბრე. მისი გარდაცვალება წარმოუდგენლად დიდი დანაკარგია როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ისე მთელი აკადემიური სფეროსთვის. მშვიდად განისვენეთ პროფესორო!“ - ნიკა გურინი.

"ჩემთვის დიდი პატივი იყო ვყოფილიყავი ილიაუნის ოჯახის წევრი და ურთიერთობა მქონოდა თავისი საქმის უბადლო პროფესიონალთან ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილთან, რომელმაც გვაზიარა ადამიანის უფლებების მიმართულებით არაერთ თეორიულ, თუ პრაქტიკულ ცოდნას… სანამ სემესტრი ფრიადზე არ დავასრულე მერიდებოდა მეთქვა მისთვის თუ ვინ ვიყავი, ბოლოს კი არასოდეს დამავიწყდება მისი მზერა: "… ამას ახლა უნდა ვიგებდე, გოგოო” და ჩვეულად ჩაიხითხითა. განისვენე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ, საოცარი გულისა და ადამიანობის მატარებელო… ეს საოცარი ადამიანი მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განვითარების ცენტრით არაერთ სტუდენტს დაგვეხმარა ჩვენი ცოდნა პრაქტიკულადაც გამოგვეყენებინა და მუდმივად ცდილობდა სტუდენტებისთვის თავისი ცოდნის მაქსიმუმი გადაეცა… ძალიან სამწუხაროა, ასეთი ადამიანები ასე ნაადრევად არ უნდა გვტოვებდნენ. ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახსა და მთელ საქართველოს, ის ყველასთვის უდიდესი დანაკლისია“, - თამარ ჟვანია.

"ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას ძალიან ძვირფასი ადამიანი იყო… ჩემი ბავშვობის ყველაზე მძიმე დღეები, სწორედ კოტემ და მისმა ძვირფასმა მეუღლემ გააფერადეს, როდესაც დევნილები გავხდით… ყოველთვის ტკბილად გამახსენდებით, უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი", - მარიამ ღაბაშიძე.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"