პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა
კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა

დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის კახა კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი ღია კაფე-ბა­რე­ბი უნდა შემ­ცირ­დეს მო­ცუ­ლო­ბა­ში და აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა 25 აგ­ვის­ტომ­დე უნდა მო­წეს­რიგ­დეს. კახა კა­ლა­ძემ ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე ისა­უბ­რა. მან მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის სამ­სა­ხურს და­ა­ვა­ლა, თა­ვად მო­ახ­დი­ნონ ღია კაფე-ბა­რე­ბის დე­მონ­ტა­ჟი, თუ 24 აგ­ვის­ტომ­დე ისი­ნი თა­ვად არ მი­მარ­თა­ვენ მე­რი­ას ფარ­თო­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტით.

რო­გორც დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა აღ­ნიშ­ნა, აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უც­ვლე­ლი ვერ დარ­ჩე­ბა.

"მე რამ­დე­ნი­მე მთავ­რო­ბის სხდო­მის წინ ვი­სა­უბ­რე აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე არ­სე­ბულ კა­ფე­ებ­ზე, ბა­რებ­ზე, სა­დაც, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფე­ხით გავ­ლა შე­უძ­ლე­ბე­ლია. გა­რეთ გა­მო­ტა­ნი­ლი აქვთ მა­გი­დე­ბი, სკა­მე­ბი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვზღუ­დავთ, პი­რი­ქით, იცით პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და იმ რთულ წლებ­ში რო­გო­რი მხარ­და­ჭე­რა და თა­ნად­გო­მა იყო მე­რი­ის მხრი­დან, მაგ­რამ ასე გაგ­რძე­ლე­ბა, რო­გორც დღეს გაქვთ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი, უბ­რა­ლოდ კა­ტე­გო­რი­უ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და შე­უძ­ლე­ბე­ლია. ჩვენ ვთქვით, რომ ვიძ­ლე­ვით კონ­კრე­ტულ ვა­დას, რომ მო­გე­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მო­ა­წეს­რი­გოთ ეს ყვე­ლა­ფე­რი, იმი­ტომ, რომ ერთ მხა­რე­საც და მე­ო­რე მხა­რე­საც ეს ღია კა­ფე­ე­ბი უნდა შემ­ცირ­დეს მო­ცუ­ლო­ბა­ში იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნებს ჰქონ­დეთ თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­დეს თუნ­დაც ქვე­ი­თად მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის, პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენ­დეს სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დე­ბის­თვის, სა­ხან­ძრო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის და ა.შ. დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, მე რა ინ­ფორ­მა­ცი­აც მაქვს, ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ან­მა მოგ­ვმარ­თა იმის­თვის, რომ მო­ე­წეს­რი­გე­ბი­ნა თა­ვი­სი სივ­რცე, თა­ვი­სი კაფე-ბა­რე­ბის არე­ა­ლი. ეს ძა­ლი­ან ცუ­დია, თუ ვინ­მე ფიქ­რობს იმას, რომ რო­გორც არის დღეს, ასე დარ­ჩე­ბა და ასე შეძ­ლებთ მუ­შა­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას, ტყუ­ი­ლია, არ გა­მო­ვა ასე, იმი­ტომ, რომ ჩვენ­თვის რო­გორც თქვენ ხართ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თქვენ­თან და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იქ მცხოვ­რე­ბი ოჯა­ხე­ბი, იქ მიმ­სვლე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იყე­ნე­ბენ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქუ­ჩის მო­ნაკ­ვეთს და ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც გე­მოვ­ნე­ბის თე­მაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე სა­ნა­ხა­ვია თუ რო­გორ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი და თუნ­დაც შე­ფუ­თუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რიც მზად არის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის. მინ­და გი­თხრათ, რომ ეს გო­ნივ­რუ­ლი ვადა თავ­დე­ბა, და­სას­რულს უახ­ლოვ­დე­ბა, აგ­ვის­ტოს 25 რი­ცხვამ­დე თუ არ იქ­ნე­ბა მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი სივ­რცე­ე­ბი კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში, ჩვე­ნი შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი, მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ინ­სპექ­ცია თა­ვად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს აღ­ნიშ­ნუ­ლის დე­მონ­ტაჟს. გეძ­ლე­ვათ უფ­ლე­ბა და გა­ვა­ლებთ მუ­ნი­ცი­პა­ლურ ინ­სპექ­ცი­ას, 24 აგ­ვის­ტომ­დე თუ არ იქ­ნე­ბა შე­მო­სუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი წი­ნა­და­დე­ბე­ბი არ­ქი­ტექ­ტუ­რულ ნა­წილ­ში თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს ამ ყვე­ლაფ­რის რე­გუ­ლა­ცია და მო­წეს­რი­გე­ბა, რა თქმა უნდა, უნდა ვი­მოქ­მე­დოთ და მო­ვა­წეს­რი­გოთ, რად­გან უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­მოთ­ქვამს გუ­ლის­ტკი­ვილს“,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბასა
0

საოცარია, ნეტა ამ სიცხეში ვის უნდება ქუჩაში, მტვერში ჯდომა?

კატერინა
4

ძალიან დაბალ დონეზე მეტყველებს ქუჩაში ღიად ჯდომა სადაც ათასი გამვლელი აგივლის გვერდს ყავა დალიო ან იჯდე საერთოდ, როდის მოვხვდებით რომ არა ვართ განვითარებული ხალხი, უფრო მეტიც, საერთოდ ჩამოვრჩით ცივილიზაციას

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა

კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში, რომ ადამიანებს ჰქონდეთ გადაადგილების შესაძლებლობა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე არსებული ღია კაფე-ბარები უნდა შემცირდეს მოცულობაში და აღნიშნული პრობლემა 25 აგვისტომდე უნდა მოწესრიგდეს. კახა კალაძემ ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მან მუნიციპალური ინსპექციის სამსახურს დაავალა, თავად მოახდინონ ღია კაფე-ბარების დემონტაჟი, თუ 24 აგვისტომდე ისინი თავად არ მიმართავენ მერიას ფართობის შემცირების შესაბამისი პროექტით.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, აღმაშენებლის გამზირზე არსებული მდგომარეობა უცვლელი ვერ დარჩება.

"მე რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე არსებულ კაფეებზე, ბარებზე, სადაც, ფაქტობრივად, ფეხით გავლა შეუძლებელია. გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ ვზღუდავთ, პირიქით, იცით პანდემიის პირობებში და იმ რთულ წლებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა იყო მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს გაქვთ ეს ყველაფერი გაკეთებული, უბრალოდ კატეგორიულად მიუღებელია და შეუძლებელია. ჩვენ ვთქვით, რომ ვიძლევით კონკრეტულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც ეს ღია კაფეები უნდა შემცირდეს მოცულობაში იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა და პრობლემას არ წარმოადგენდეს თუნდაც ქვეითად მოსიარულეთათვის, პრობლემას არ წარმოადგენდეს სასწრაფო დახმარების ბრიგადებისთვის, სახანძრო ავტომობილებისთვის და ა.შ. დღეის მდგომარეობით, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა იმისთვის, რომ მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, თავისი კაფე-ბარების არეალი. ეს ძალიან ცუდია, თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ როგორც არის დღეს, ასე დარჩება და ასე შეძლებთ მუშაობის გაგრძელებას, ტყუილია, არ გამოვა ასე, იმიტომ, რომ ჩვენთვის როგორც თქვენ ხართ მნიშვნელოვანი, თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასევე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, იქ მიმსვლელი ადამიანები, რომლებიც იყენებენ აღნიშნული ქუჩის მონაკვეთს და ვიზუალურადაც გემოვნების თემაა, მაგრამ ძალიან მძიმე სანახავია თუ როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული და თუნდაც შეფუთული. შესაბამისად, ჩვენი არქიტექტურის სამსახურიც მზად არის თანამშრომლობისთვის. მინდა გითხრათ, რომ ეს გონივრული ვადა თავდება, დასასრულს უახლოვდება, აგვისტოს 25 რიცხვამდე თუ არ იქნება მოწესრიგებული აღნიშნული სივრცეები კანონის ფარგლებში, ჩვენი შესაბამისი სამსახურები, მუნიციპალური ინსპექცია თავად განახორციელებს აღნიშნულის დემონტაჟს. გეძლევათ უფლება და გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტომდე თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები არქიტექტურულ ნაწილში თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია და მოწესრიგება, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ და მოვაწესრიგოთ, რადგან უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს“,- განაცხადა კალაძემ.