საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოიგუ ვარ..." - როგორც აჯანჯღარა რუსეთის თავდაცვის მომავალი მინისტრი ქართველმა ჟურნალისტმა წლების წინ
"შოიგუ ვარ..." - როგორც აჯანჯღარა რუსეთის თავდაცვის მომავალი მინისტრი ქართველმა ჟურნალისტმა წლების წინ
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

ჟურ­ნა­ლის­ტის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა ხდე­ბა, რომ­ლებ­საც წლე­ბის შემ­დეგ იხ­სე­ნებ და ოც­დე­ბი...

ასე მოხ­და, ჩემი, სამ­ხედ­რო ჟურ­ნა­ლის­ტის კა­რი­ე­რის და­წყე­ბი­სას, 1992 წლის ივ­ლი­სის ბო­ლოს, რო­დე­საც ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, ზემო ნი­ქოზ­თან გან­თავ­სე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი საშ­ვე­ულმფრე­ნო პოლ­კის შტა­ბის შე­ნო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი შეგ­ვიშ­ვეს, რაც ორი­ო­დე კვი­რით ადრე უბ­რა­ლოდ წარ­მო­უდ­გენ­ლად მო­ჩან­და...

საქ­მე ის არის, რომ და­გო­მი­სის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში შე­წყდა ცე­ცხლი და 1992 წლის 14 ივ­ლი­სი­დან იქ შე­ვიდ­ნენ სამ­ხრი­ვი სამ­შვი­დო­ბო ბა­ტა­ლი­ო­ნე­ბი-რუ­სუ­ლი, ქარ­თუ­ლი და ჩრდი­ლო ოსუ­რი, მშვი­დო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად.

ორ­მხრი­ვი სრო­ლის შე­წყვე­ტა, მარ­თლაც რომ კარ­გია ამ­ბა­ვი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის, მაგ­რამ სამ­შვი­დო­ბო ძა­ლებ­ში ქარ­თუ­ლის სა­პირ­წო­ნედ ორი რუ­სუ­ლი ბა­ტა­ლი­ო­ნის(ჩრდი­ლო ოსე­თის ბა­ტა­ლი­ო­ნიც ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სულ ინ­ტე­რე­სებს გა­ა­ტა­რებ­და) ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ყე­ნე­ბა სა­მა­ჩაბ­ლო­ში, მო­მა­ვალ­ში კარგ არა­ფერს გვი­ქად­და, რაც კი­დე­ვაც მწა­რედ აგ­ვის­რულ­და 16 წლის შემ­დეგ...

ამი­ტო­მაც რუ­სუ­ლი საშ­ვე­ულმფრე­ნო პოლ­კის შტაბ­ში, სა­დაც შე­რე­უ­ლი სამ­შვი­დო ძა­ლე­ბის სარ­დლო­ბა იმ­ყო­ფე­ბო­და, მიწ­ვე­ულ ქარ­თველ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბევ­რი სა­ჭირ­ბო­რო­ტო კი­თხვა გვქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი...

სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ამ შტა­ბის ნა­ხევ­რად დან­გრე­უ­ლი შე­ნო­ბის ფოტო-ვი­დეო მა­სა­ლას იშ­ვე­ლი­ებ­და რუ­სუ­ლი მხა­რე 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, თუ რო­გორ და­ესხნენ თავს ქარ­თუ­ლი ტან­კე­ბი რუ­სუ­ლი "სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის“ ბა­ზას, თუმ­ცა იმა­ზე დუმ­დნენ, რომ სწო­რედ ამ შე­ნო­ბის სა­ხუ­რა­ვი­დან აკო­რექ­ტი­რებ­დნენ ოსი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი ნაღმსა­ტყორ­ცნე­ბის ცე­ცხლს ზემო ნი­ქო­ზის მი­მარ­თუ­ლე­ბით და სწო­რედ ამ ტე­რი­ტო­რი­ი­დან გა­უხ­სნეს პირ­ვე­ლებ­მა ცე­ცხლი ზემო ნი­ქო­ზი­დან ცხინ­ვა­ლის­კენ დაშ­ვე­ბულ ქარ­თულ ჯავ­შან­კო­ლო­ნას, რომ­ლის მებ­რძო­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლუ­რად იყ­ვნენ გაფრ­თხი­ლე­ბულ­ნი, რომ რუსი "ცის­ფერ­ჩა­ფხუ­ტი­ა­ნე­ბის“ ამ ბა­ზის­კენ პირ­ვე­ლებს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ გა­ეს­რო­ლათ...

თუმ­ცა და­ვუბ­რუნ­დეთ, 1992 წლის ივ­ლი­სის ერთ ცხელ დღეს, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი შეგ­ვიყ­ვა­ნეს ამ შე­ნო­ბა­ში და სა­ხელ­და­ხე­ლო პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ით ეცად­ნენ ჩვენ დარ­წმუ­ნე­ბას, თუ რა კარ­გი იყო შე­რე­უ­ლი სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის ჩად­გო­მა შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში... გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"შოიგუ ვარ..." - როგორც აჯანჯღარა რუსეთის თავდაცვის მომავალი მინისტრი ქართველმა ჟურნალისტმა წლების წინ

"შოიგუ ვარ..." - როგორც აჯანჯღარა რუსეთის თავდაცვის მომავალი მინისტრი ქართველმა ჟურნალისტმა წლების წინ
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

ჟურნალისტის საქმიანობაში ბევრი საინტერესო შეხვედრა ხდება, რომლებსაც წლების შემდეგ იხსენებ და ოცდები...

ასე მოხდა, ჩემი, სამხედრო ჟურნალისტის კარიერის დაწყებისას, 1992 წლის ივლისის ბოლოს, როდესაც ცხინვალის რეგიონში, ზემო ნიქოზთან განთავსებული რუსული საშვეულმფრენო პოლკის შტაბის შენობაში რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი შეგვიშვეს, რაც ორიოდე კვირით ადრე უბრალოდ წარმოუდგენლად მოჩანდა...

საქმე ის არის, რომ დაგომისის ხელშეკრულების თანახმად, ცხინვალის რეგიონში შეწყდა ცეცხლი და 1992 წლის 14 ივლისიდან იქ შევიდნენ სამხრივი სამშვიდობო ბატალიონები-რუსული, ქართული და ჩრდილო ოსური, მშვიდობის დასამყარებლად.

ორმხრივი სროლის შეწყვეტა, მართლაც რომ კარგია ამბავი იყო ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, მაგრამ სამშვიდობო ძალებში ქართულის საპირწონედ ორი რუსული ბატალიონის(ჩრდილო ოსეთის ბატალიონიც ბუნებრივია, რუსულ ინტერესებს გაატარებდა) ოფიციალურად ჩაყენება სამაჩაბლოში, მომავალში კარგ არაფერს გვიქადდა, რაც კიდევაც მწარედ აგვისრულდა 16 წლის შემდეგ...

ამიტომაც რუსული საშვეულმფრენო პოლკის შტაბში, სადაც შერეული სამშვიდო ძალების სარდლობა იმყოფებოდა, მიწვეულ ქართველ ჟურნალისტებს ბევრი საჭირბოროტო კითხვა გვქონდა მომზადებული...

სხვათა შორის, სწორედ ამ შტაბის ნახევრად დანგრეული შენობის ფოტო-ვიდეო მასალას იშველიებდა რუსული მხარე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმის დასამტკიცებლად, თუ როგორ დაესხნენ თავს ქართული ტანკები რუსული "სამშვიდობო ძალების“ ბაზას, თუმცა იმაზე დუმდნენ, რომ სწორედ ამ შენობის სახურავიდან აკორექტირებდნენ ოსი სეპარატისტები ნაღმსატყორცნების ცეცხლს ზემო ნიქოზის მიმართულებით და სწორედ ამ ტერიტორიიდან გაუხსნეს პირველებმა ცეცხლი ზემო ნიქოზიდან ცხინვალისკენ დაშვებულ ქართულ ჯავშანკოლონას, რომლის მებრძოლებიც სპეციალურად იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ რუსი "ცისფერჩაფხუტიანების“ ამ ბაზისკენ პირველებს არავითარ შემთხვევაში არ გაესროლათ...

თუმცა დავუბრუნდეთ, 1992 წლის ივლისის ერთ ცხელ დღეს, როდესაც რამდენიმე ქართველი ჟურნალისტი შეგვიყვანეს ამ შენობაში და სახელდახელო პრესკონფერენციით ეცადნენ ჩვენ დარწმუნებას, თუ რა კარგი იყო შერეული სამშვიდობო ძალების ჩადგომა შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში... გააგრძელეთ კითხვა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"