იტალიაში ვულკან ეტნას მორიგი ამოფრქვევა კამერებმა აღბეჭდეს. შემთხვევის შედეგად სიცილიაში კატანიასა და კომისოს აეროპორტები დაიკეტა. ხელისუფლების განცხადებით, მისი ამოფრქვევა მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
კუნძულ სიცილიაზე მდებარე ვულკანი ( სიმაღლე 3357 მ.) ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი და მრავალი ლავური ნაკადი აქვს.
ეტნა საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ამოაფრქვევს ლავას. სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. ვულკანის ამოფრქვევა ჯერ კიდევ უძველეს ხანებში დასტურდება. ანტიკური ხანის ავტორები ასახელებენ ძვ. წ. 479 და 425 წლებს.