მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკოს საარჩევნო ბანაკები განახლებული კონცეფციით მიმდინარეობს
ცესკოს საარჩევნო ბანაკები განახლებული კონცეფციით მიმდინარეობს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით დაბა ბა­კუ­რი­ან­ში „ცეს­კოს სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნა­კი“ მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ექ­ტი, რომ­ლის მი­ზა­ნია მო­ნა­წი­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სი­ახ­ლე­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე პო­ტენ­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის ფორ­მი­რე­ბა, რამ­დე­ნი­მე ეტა­პად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი ნა­კა­დის წარ­მო­მად­გენ­ლებს უშუ­ა­ლოდ ხვდე­ბი­ან ცეს­კოს ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი.

პრო­ექ­ტი ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა გახ­სნა და მო­ნა­წი­ლე­ებ­თან სას­წავ­ლო კურ­სის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა. რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია ახლა, რო­დე­საც სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცია ნერ­გავს სა­არ­ჩევ­ნო ელექტრო­ნულ ტექ­ნო­ლო­გი­ებს.

რო­გორც ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რემ აღ­ნიშ­ნა „სა­არ­ჩევ­ნო კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ამომ­რჩე­ველ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტი „სა­არ­ჩევ­ნო ბა­ნა­კე­ბი“ წელს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ცეფ­ცი­ი­თა და ახა­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მით ტარ­დე­ბა და მიზ­ნად ისა­ხავს მო­ნა­წი­ლე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას სა­არ­ჩევ­ნო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­თან და სა­არ­ჩევ­ნო სერ­ვი­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ეს არის ერთ-ერთი მდგრა­დი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი, რა­საც ადას­ტუ­რებს მო­ნა­წი­ლე­თა მხრი­დან მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი და ჯგუ­ფე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდა. ეს კურ­სი გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას მი­ვი­ღოთ რო­გორც ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამომ­რჩე­ვე­ლი, ისე პო­ტენ­ცი­ურ სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თა ბაზა“, - გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მის სა­ფუძ­ველ­ზე პრო­ექ­ტის­თვის, რო­მე­ლიც 2020 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა ახა­ლი კონ­ცეფ­ცია შე­მუ­შავ­და. სწავ­ლე­ბა­ში 23-45 წლის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და 3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი დე­ტა­ლუ­რად ეც­ნო­ბი­ან სა­არ­ჩევ­ნო ელექტრო­ნუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას, ვე­რი­ფი­კა­ცი­ი­სა და ხმის მთვლე­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს.

სა­ინ­ფორ­მა­ციო-სას­წავ­ლო კურ­სი 5 აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და 25 აგ­ვის­ტოს დას­რულ­დე­ბა. სწავ­ლე­ბას სა­ერ­თო ჯამ­ში 500 მდე მო­ნა­წი­ლე გა­ივ­ლის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ცესკოს საარჩევნო ბანაკები განახლებული კონცეფციით მიმდინარეობს

ცესკოს საარჩევნო ბანაკები განახლებული კონცეფციით მიმდინარეობს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორგანიზებით დაბა ბაკურიანში „ცესკოს საარჩევნო ბანაკი“ მიმდინარეობს. პროექტი, რომლის მიზანია მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება საარჩევნო სიახლეების და ტექნოლოგიების შესახებ, ასევე ელექტრონული ტექნოლოგიების მიმართულებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე პოტენციური ადამიანური რესურსის ფორმირება, რამდენიმე ეტაპად ხორციელდება. თითოეული ნაკადის წარმომადგენლებს უშუალოდ ხვდებიან ცესკოს ხელმძღვანელი პირები.

პროექტი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და მონაწილეებთან სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია ნერგავს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებს.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა „საარჩევნო კულტურის განვითარებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით, საგანმანათლებლო პროექტი „საარჩევნო ბანაკები“ წელს განსხვავებული კონცეფციითა და ახალი სასწავლო პროგრამით ტარდება და მიზნად ისახავს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო ტექნოლოგიებთან და საარჩევნო სერვისებთან დაკავშირებით. ეს არის ერთ-ერთი მდგრადი და წარმატებული პროექტი, რასაც ადასტურებს მონაწილეთა მხრიდან მაღალი ინტერესი და ჯგუფების რაოდენობის ზრდა. ეს კურსი გვაძლევს საშუალებას მივიღოთ როგორც ინფორმირებული ამომრჩეველი, ისე პოტენციურ საარჩევნო ადმინისტრატორთა ბაზა“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

განხორციელებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე პროექტისთვის, რომელიც 2020 წლიდან ხორციელდება ახალი კონცეფცია შემუშავდა. სწავლებაში 23-45 წლის მოქალაქეები მონაწილეობენ და 3 დღის განმავლობაში ისინი დეტალურად ეცნობიან საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების მუშაობის სპეციფიკას, ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი სპეციალური აპარატების გამოყენებით საარჩევნო პროცედურების განხორციელებას და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

საინფორმაციო-სასწავლო კურსი 5 აგვისტოს დაიწყო და 25 აგვისტოს დასრულდება. სწავლებას საერთო ჯამში 500 მდე მონაწილე გაივლის.