ავტორი:

"გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება..." - რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ დავით ჯელაძეზე, რომელმაც მეწყრიდან დისშვილი ზურგით გამოიყვანა

"გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება..." -  რა განაცხადა ირაკლი კობახიძემ დავით ჯელაძეზე, რომელმაც მეწყრიდან დისშვილი ზურგით გამოიყვანა

"ქართული ოცნების" თამჯდომარის. ირაკლი კობახიძის თქმით, "პრაქტიკულად წარმოუდგენელია" იმ გზის გავლა მეწყერის დროს, რაც შოვში, სტიქიის ეპიცენტრში მოყოლილმა დავით ჯელაძემ დისშვილთან, პატარა მაშოსთან ერთად გაიარა.

"გადავამოწმებთ, მაგრამ ცოტა მეეჭვება... რატომ იყო საჭირო ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, არ ვიცი, რადგან უფრო უსაფრთხო იყო იმ ნაპირზე დარჩენა. რადგან იქ ბევრი ადამიანი დარჩა და მოახრეხეს გადარჩენა...

თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ მეორე დღეს ვიყავით იქ და იმ გზაზე გადასვლა იყო პრაქტიკულად წარმოუდგენელი. ამიტომ გადასამოწმებელია ეს ყველაფერი." - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა დავით ჯელაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა:

"ვაიმეე, ამას რას მოვუსმინე, ეს რა თქვი", - წერს ჯელაძე.

ასევე იხილეთ: