მარტყოფის მამათა მონასტრის მოძღვარი მამა ბენიამინი ქადაგებისას შოვში 3 აგვისტოს მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და განაცახდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის ნებით კი არა, ადამიანების დაუდევრობით მოხდა.
"ზოგიერთი მოძღვარი ამბობს, რომ ცოდვების გამო მოხდაო. ის, რაც რაჭაში მოხდა, ცოდვების გამო კი არ მოხდა, იმის გამო მოხდა, რომ კომუნისტების დროს რაღაცას რომ აშენებდნენ, ყველაფერს ითვალისწინებდნენ. იყო გეოლოგიური გათხრები, იქ აეშენებინათ თუ არა რამე.
ახლა კი ყველაფერი მიშვებულია, იმიტომ ხდება ზოგჯერ... ყველაფერი იმიტომ კი არ ხდება, რომ ღმერთს უნდა..."
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა დეკანოზ დავით ისაკაძის მიმართვა, რომელმაც შოვში მომხდარი სტიქია ერთი წლის წინ შოვში ჩატარებულ მთის ფესტივალს დაუკავშირა. როგორც მან განაცხადა, ფესტივალის 3 დღის განმავლობაში "ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და იქაურობა პირდაპირ დაისაჯა“.
მოგვიანებით საქართველოს საპატრიარქო შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს გაემიჯნა.
წაიკითხეთ ასევე:
ვეთანხმები მამა ბენიამინს.განა ასეთი სასტიკია უფალი რომ ასეთი უდიდესი ტრაგედიის და უბედურებისთვის გაეწირა ის უდანაშაულო.ხალხი და ბავშვები.ის ვინც ასე ამბობს .არ შეიძლება ასე ღმერთი არ.სჯის.დედამიწის.მკვიდრებს.იქ კი თავის კალთას.გადააფარებს.უდანაშაულოებს.ნათელი.მათ
ის კოტეჯები აღმოჩნდა გუტასჰვილების საკუთრებაში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რამდენჯერმე მოვარდა იქ წყალი, ამ ადამიანებმა არ შეაჩერეს მათი ბიზნესი. არც არავინ აუკრძალა საქმიანობა. ალბათ ვერც შეძლებდა ვინმე ამას, რადგან არ დაემორჩილებოდნენ. მდინარის კალაპოტის გამაგრებით რომ სტიქიას ვერ შეაჩერებდნენ, ესეც ფაქტია. თვითონვე ნუთუ ვერ ვარაუდობდნენ, რომ თუნდაც მდინარის ადიდების შედეგად საფრთხე ექმნებოდათ მათ დამსვენებლებს? მაგრამ რატომღაც მაინც იღებდნენ კლიენტურას, არ შეაცერეს ბიზნესი.... დიდი უბედურება დაემართა ამ ოჯახს, მაგრამ გარკვეული პასუხისმგებლობა თავის თავზეც უნდა აიღონ(((