მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემზე ამბობენ ცხინვალიდან გაიქცაო..." - კოკოითის ინტერვიუ აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ: ცრუ "პრეზიდენტი" რემბოს იმიჯით და საგმირო ფანტაზიებით
"ჩემზე ამბობენ ცხინვალიდან გაიქცაო..." - კოკოითის ინტერვიუ აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ: ცრუ "პრეზიდენტი" რემბოს იმიჯით და საგმირო ფანტაზიებით

"ეხო კავ­კა­ზას“ ჟურ­ნა­ლის­ტმა მუ­რატ გუ­კე­მუ­ხოვ­მა ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის ყო­ფილ დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ედუ­არდ კო­კო­ით­თან აგ­ვის­ტოს ომის 15 წლის თავ­ზე ისა­უბ­რა. ის ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა ომის პირ­ველ სა­ა­თებ­ზე, ცხინ­ვა­ლის, მოს­კო­ვი­სა და თბი­ლი­სის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

ასე­ვე, ყო­ფი­ლი ვი­თომ პრე­ზი­დენ­ტის თქმით, აქამ­დე უთ­ქმე­ლი ამ­ბე­ბი გა­იხ­სე­ნა, რო­მელ­შიც ტყუ­ილ-მარ­თლის გარ­ჩე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლია, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად Ambebi.ge გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენ­ტებს ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო თუ არა, რომ ომის­თვის თავი აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა? რა თქმა უნდა, შე­იძ­ლე­ბო­და. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ისე­თი ადა­მი­ა­ნი მო­ვი­და, რო­მელ­თა­ნაც მო­ლა­პა­რა­კე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ის თავ­და­პირ­ვე­ლად ომის­თვის იყო დაპ­როგ­რა­მი­რე­ბუ­ლი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რად მინ­და გან­ვა­ცხა­დო, რომ ჩვე­ნი და მოძ­მე აფხა­ზე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ყვე­ლა­ფე­რი კეთ­დე­ბო­და, რომ სიმწვა­ვე მოხ­სნი­ლი­ყო და და­ძა­ბუ­ლო­ბა შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო. მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თულ­მა მხა­რემ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას ამ ნა­ბი­ჯის­კენ უბიძ­გა. ეუ­თო­სა და გა­ე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბის დროს, სულ ვე­უბ­ნე­ბო­დი მათ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბით, ისი­ნი კონ­ფლიქ­ტის გაღ­ვი­ვე­ბას უწყობ­დნენ ხელს და ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ისი­ნიც პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი არი­ან ისე­ვე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო. ისი­ნი ჩვენს გაფრ­თხი­ლე­ბებს არ ის­მენ­დნენ და ორ­მა­გი სტან­დარ­ტე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ", - ამ­ბობს კო­კო­ი­თი, რო­მელ­საც რა­ტო­მო­ღაც გა­მორ­ჩა, ომამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე, რუ­სე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლი სე­პა­რა­ტის­ტე­ბი რა სიხ­ში­რით ბომ­ბავ­დნენ სა­მა­ჩაბ­ლოს ქარ­თულ სოფ­ლებს.

სა­უბ­რი­სას პე­რი­ო­დუ­ლად კო­კო­ითს ფან­ტა­ზი­ე­ბი იტა­ცებს - ისე, რო­გორც დღეს ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი კა­დი­რო­ვი დარ­ბის ია­რა­ღით ხელ­ში რემ­ბო­სა­ვით, კო­კო­ი­თიც ცდი­ლობს იმ­ჟა­მინ­დელ ამ­ბებ­ში სა­კუ­თა­რი როლი სწო­რედ ამ იმი­ჯით წარ­მო­ა­ჩი­ნოს. მისი თქმით, მან და მის­მა მცველ­მა ქარ­თუ­ლი სპეც­რაზ­მი შე­ა­ში­ნეს და უკუ­აგ­დეს, მო­სახ­ლე­ო­ბამ კი ეს საქ­ცი­ე­ლი დი­დად და­უ­ფა­სა:

"სა­ზო­გა­დე­ო­ბამ არ იცის, მაგ­რამ მა­შინ ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას ვი­ყე­ნებ­დი, რომ სა­ა­კაშ­ვილს შევ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი. სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის დროს, რო­დე­საც ქარ­თულ­მა მხა­რემ და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბი შე­იყ­ვა­ნა "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ყვე­ლა სატ­რან­სპორ­ტო კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის გა­და­კეტ­ვა და­ი­წყეს, ანა­ლო­გი­უ­რი ბრძა­ნე­ბა გა­ვე­ცი მეც, რომ ჩვენც გა­დაგ­ვე­კე­ტა ამ სოფ­ლე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი.

ეს ომამ­დე რამ­დე­ნი­მე თვით ადრე მოხ­და. ამ გამ­წვა­ვე­ბის დროს მე ჩემ ერთ დაც­ვის წევრთან გა­და­ვე­დი შლაგ­ბა­უ­მის იქით, ქარ­თულ სოფ­ლებ­ში. იქ ქარ­თუ­ლი სპეც­რაზ­მი იდგა. მუ­ქა­რის დე­მონ­სტრა­ცი­ას ახ­დენ­დნენ, რომ თით­ქო მზად იყ­ვნენ ცე­ცხლი გა­ეხ­სნათ, მაგ­რამ არ გავ­ჩერ­დი და მო­სახ­ლე­ო­ბას­თან მი­ვე­დი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ქარ­თველ სპეც­რაზ­მე­ლებს დას­ცი­ნოდ­ნენ, თქვენ თუ უია­რა­ღო კა­ცის­გან გარ­ბი­ხართ, ჩვენ რო­გორ უნდა დაგ­ვიც­ვა­თო.

ად­გი­ლობ­რი­ვებს ვე­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, მო­ვიდ­ნენ ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ეს­მო­დათ, რაც ხდე­ბო­და. ერ­თმა ქალ­მა, რო­მე­ლიც "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­და, მი­თხრა, რომ მისი პრე­ზი­დენ­ტი მე ვი­ყა­ვი. ამის გამო ჟურ­ნა­ლის­ტმა მიკრო­ფო­ნი ჩა­არ­ტყა.

ეს რომ და­ვი­ნა­ხე, პირ­ველ რიგ­ში, ბო­დი­ში მო­ვახ­დე­ვი­ნე ამ ჟურ­ნა­ლისტს. მე­ო­რე ვუ­თხა­რი, - რის მიღ­წე­ვას ცდი­ლობთ, არა­ერ­თი მცდე­ლო­ბა მქონ­და, რომ სა­ა­კაშ­ვილს შევ­ხვდე. წა­მო­იყ­ვა­ნოს ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ვინც უნდა, მზად ვარ მარ­ტო შევ­ხვდე თბი­ლის­ში. მზად ვარ მთვა­რე­ზეც შევ­ხვდე, ოღონ­დაც ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა გან­ვმუხ­ტო, თქვენს პრე­ზი­დენტს კი რე­აქ­ცია არ ჰქო­ნია - მეთ­ქი..."

კო­კო­ითს ერთხელ ამ კონ­ფლიქ­ტის­თვის ის­ტო­რი­უ­ლად და კრე­ა­ტი­უ­ლა­დაც შე­უ­ხე­დავს. მას თურ­მე, სურ­და "სამ­ხრეთ ოსეთ­ში“ კავ­კა­სი­ის ერე­ბის უხუ­ცეს­თა საბ­ჭო შე­ექ­მნა.

"ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ის ბევ­რმა უხუ­ცეს­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი ჩემს ინი­ცი­ა­ტი­ვას. ქარ­თვე­ლებ­მაც, მათ შო­რის. ისი­ნი ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა­ზე წა­მო­ვიდ­ნენ. თუმ­ცა გზა­ში გა­ა­ჩე­რეს და სცე­მეს. მხო­ლოდ მე­ო­რე დღეს შეძ­ლეს ჩე­მამ­დე მოს­ვლა. მე მათ ვუ­თხა­რი, - პა­ტივ­ცე­მუ­ლო უხუ­ცე­სე­ბო, კავ­კა­სია ყო­ველ­თვის გან­თქმუ­ლი იყო მისი უხუ­ცე­სე­ბის სიბ­რძნით. მე რო­გორც უმ­ცრო­სი, ისე მოგ­მარ­თავთ. გა­უ­წი­ეთ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტთან შეხ­ვედ­რას ორ­გა­ნი­ზე­ბა. მი­მარ­თეთ მას. მზად ვარ თქვე­ნი თან­დას­წრე­ბით, "სამ­ხრეთ ოსე­თის“ უხუ­ცე­სე­ბის თან­დას­წრე­ბით შევ­ხვდე. თუ კი არ სურს სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის ფორ­მა­ტე­ბი გა­მო­ი­ყე­ნოს, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია რო­გორც ორი კავ­კა­სი­ე­ლი, ისე შევ­ხვდეთ ერ­თმა­ნეთს - მეთ­ქი. სა­ა­კაშ­ვილ­მა ეს ხალ­ხი არ მი­ი­ღო თა­ვის­თან და სა­ხელ­მწი­ფო პენ­სი­აც გა­უ­უქ­მა...

და­ძა­ბუ­ლო­ბის მო­სახ­სნე­ლად მოს­კოვ­შიც ხში­რად დავ­დი­ო­დი. წე­რი­ლო­ბით მივ­მარ­თე რუ­სე­თის და ეუ­თოს იმ­ჟა­მინ­დელ პრე­ზი­დენ­ტებს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რა მო­ე­წყოთ. მათ ჩემი იდეა მო­ი­წო­ნეს, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვილ­მა უარი თქვა.

კი­დევ ერთხელ ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, რომ ეს მშვი­დო­ბი­ა­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი იყო, არა­ვი­თა­რი აგ­რე­სი­უ­ლი ზრახ­ვე­ბი არ ყო­ფი­ლა. ჩვენ თვით­მკვლე­ლე­ბი ხომ არ ვართ! კარ­გად გვეს­მო­და, სა­ქარ­თვე­ლოს რამ­ხე­ლა უპი­რა­ტე­სო­ბა ჰქონ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში".

ჯაყო-პრე­ზი­დენ­ტის თქმით, რუ­სე­თი ცდი­ლობ­და კონ­ფლიქ­ტი ლი­ბე­რა­ლუ­რი გზე­ბით და­ე­რე­გუ­ლი­რე­ბი­ნა. თუმ­ცა მან და ე.წ აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა სერ­გეი ბა­ღაფშმა კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­დეს.

"ამ შეხ­ვედ­რას მედ­ვე­დე­ვი არ ეს­წრე­ბო­და. კონ­ფლიქ­ტის ასეთ რე­გუ­ლი­რე­ბას რუ­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ლი­ბე­რა­ლუ­რი ძა­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ. მე და სერ­გეი ბა­ღაფ­ში მოს­კოვ­ში მოგ­ვიწ­ვი­ეს. იქ იყ­ვნენ სხვა­დას­ხვა სტრუქ­ტუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "სამ­ხრეთ ოსეთ­ზე“, "აფხა­ზეთ­სა“ და ზო­გა­დად კავ­კა­სი­ა­ზე მუ­შა­ო­ბენ. მო­მი­ლო­ცეს 2006 წლის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა. მე უკვე ვი­ცო­დი, რა­ზეც იქ­ნე­ბო­და სა­უ­ბა­რი, მათ სურ­დათ კონ­ფე­დე­რა­ცი­ის მსგავ­სი სუ­ბი­ექ­ტის შექ­მნა, ისი­ნი ცდი­ლობ­დნენ "სამ­ხრეთ“ ოსე­თი­სა და "აფხა­ზე­თის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას.

მივ­ხვდი, რა­ზეც და­ი­წყე­ბო­და სა­უ­ბა­რი, ამი­ტომ ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­მოვ­ტა­ცე, მად­ლო­ბა მო­ვუ­ხა­დე შეკ­რე­ბის­თვის და გან­ვა­ცხა­დე, რომ მსგავს სა­კითხს ჩემი ერის გა­რე­შე ვერ გან­ვი­ხი­ლავ­დი. მე არ მქონ­და მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა.

კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ: მედ­ვე­დე­ვი იქ არ იყო. ეს იყ­ვნენ ლი­ბე­რა­ლუ­რი პრო­ქარ­თუ­ლი ძა­ლე­ბი. თქვენ კარ­გად იცით, რო­მელ სა­მი­ნის­ტრო­ებს და უწყე­ბებს გა­ნა­გებ­დნენ სა­ქარ­თვე­ლო­დან გად­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ისი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ სიმ­პა­თი­ებს ვერ მა­ლავ­დნენ. სერ­გეი ვა­სი­ლი­ე­ვიჩ­მა მხა­რი და­მი­ჭი­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ მა­საც არ მოს­წონ­და იდეა. ამით გან­ხილ­ვა დას­რულ­და.

ჯერ მათ სა­ხე­ლებს არ და­ვა­სა­ხე­ლებ, თუმ­ცა კონ­ფე­დე­რა­ცი­ის იდე­ის მთა­ვა­რი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი ცო­ცხა­ლი აღარ არის. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ მის­გან "მომ­ხვდა“. მან თქვა, - ამ ახ­ლა­გაზ­რდა ოსს ეს ასე არ შერ­ჩე­ბაო", - ამ­ბობს კო­კო­ი­თო.

მან ომის დღე­ე­ბიც გა­იხ­სე­ნა. მისი თქმით, ოსმა ჯა­რის­კა­ცებ­მა გმი­რუ­ლად იბ­რძო­ლეს, რი­თაც პუ­ტი­ნიც კი გა­ა­ო­ცეს.

"7 აგ­ვის­ტოს, 19:35 სა­ათ­ზე, სა­ა­კაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბით გა­მო­ვი­და, რომ ოსე­ბი მისი ძმე­ბი არი­ან და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თე­ბო­და. ამ გან­ცხა­დე­ბამ უფრო დამ­ძა­ბა. იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რომ ომი იქ­ნე­ბო­და. სე­რი­ო­ზუ­ლი ომი.

შევ­კრი­ბე სამ­ხედ­რო საბ­ჭო და ოფიც­რე­ბი წინა ხაზ­ზე გავ­გზავ­ნე, რომ მკაც­რად გა­ეფრ­თიხ­ლე­ბი­ნათ ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი, ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე არა­ვის და­ე­წყო სრო­ლა. 7 აგ­ვის­ტოს სა­ღა­მოს ომი და­ი­წყო და ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი გმი­რუ­ლად იცავ­დნენ პო­ზი­ცი­ებს.

სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, 3-4 სა­ათ­ში, ქარ­თულ­მა მხა­რემ ცე­ცხლი გახ­სნა. ცე­ცხლის გახ­სნი­დან კი 40 წუთ­ში ყუ­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ას­რუ­ლებ­და მთა­ვარ­სარ­დლის ბრძა­ნე­ბას ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის აღ­დგე­ნის თა­ო­ბა­ზე.

მე რო­გორც რე­გი­ო­ნის მთა­ვარ­სარ­და­ლი, ზედ­მი­წევ­ნით ვას­რუ­ლებ­დი სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხმე­ბებს. და­ვუ­რე­კე სამ­შვი­დო­ბო ძა­ლე­ბის მე­თა­ურ კუ­ლახ­მე­ტოვს და სი­ტუ­ა­ცია გა­ვა­ცა­ნი.

ქარ­თვე­ლე­ბი შორს მსრო­ლე­ლი ია­რა­ღით გვბომ­ბავ­დნენ, მათ შო­რის ცხინ­ვალს და და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებს. მე კუ­ლახ­მე­ტოვს ვუ­თხა­რი, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თის“ ძა­ლებს სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლის გახ­სნის უფ­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი.

არც პუ­ტი­ნის­თვის და არც მედ­ვე­დე­ვის­თვის არ და­მი­რე­კავს. მხო­ლოდ FSB-ს დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლეს ვე­სა­უბ­რე­ბო­დი, რო­მელ­მაც მაც­ნო­ბა, რომ "სამ­ხრეთ ოსე­თის“ მხარ­და­ჭე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იყო.

ვე­სა­უბ­რე, ასე­ვე გენშტა­ბის ხელ­მძღვა­ნელ­საც, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ კო­ლო­ნა და­იძ­რა და სა­შუ­ა­ლო სიჩ­ქა­რე 30-40 კმ/სთ იყო.

სხვის­თვის არა­ვის­თვის და­მი­რე­კავს, არც ვცდი­ლობ­დი, იმი­ტომ რომ ეს ჩვე­ნი ომი იყო. პა­ტა­რა ბავ­შვი ხომ არ ვარ, რო­მე­ლიც ჩხუბს იწყებს და მერე უფ­რო­სი ძმის ზურგს უკან იმა­ლე­ბა.

ომის შემ­დეგ ვლა­დი­მირ ვლა­დი­მი­რო­ვიჩს შევ­ხვდი. აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი იყო "სამ­ხრეთ ოსე­ბის“ ბრძო­ლით...

ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ ცხინ­ვა­ლი­დან გა­იქ­ცაო, მაგ­რამ ეს ასე არ არის. ჩემი სინ­დი­სი ერის წი­ნა­შე სუფ­თაა. კი არ გა­ვი­ქე­ცი, მე­ო­რე შტაბ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლე, სა­დაც მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ რო­კის გვი­რაბ­თან რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს დავ­ხვედ­რო­დით", - ყვე­ბა კო­კო­ი­თი, რო­მელ­მაც იმ­დე­ნი ტყუ­ი­ლი თქვა ამ ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რამ­დე­ნიც შე­საძ­ლო იყო. მის­მა ფან­ტა­ზი­ამ თით­ქმის კავ­კა­სია გა­ა­ერ­თი­ა­ნა, წინ აღუდ­გა რუს პო­ლი­ტი­კო­სებს, გან­დევ­ნა ქარ­თუ­ლი სპეც­რაზ­მი, და­იც­ვა ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მელ­მაც თურ­მე მისი პრე­ზი­დენ­ტო­ბა აღი­ა­რა...

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფშაველი
1

2004 წლამდე ყველა პირობა არსებობდა რომ კონფლიქტი მშვიდობიანად მოგვარებულიყო, ქართველები ერგნეთის ბაზრობიდან უპრობლემოდ შედიოდნენ ცხინვალში და იქითაც; გახსოვთ გივია თარგამაძე ოქრუაშვილი და კიდევ სხვა 2004 წელს ცხინვალთან დათვრნენ და ცხინვალი დაბომბეს და 3 ბავშვი დაიღუპა; მერე იძახდნენ ეს გარეწრები ჩვენ კი არა თვითონ კოკოითმა დაბომბაო... აი ასეთი ჩინოვნიკებმა, არ ვიცი სპეციალურად თუ უმეცრებით კიდევ უფრო გაამწვავეს სიტუაცია და ბოლოს ისევ ჩვენ დაგვერხა; გივია მილიონერია, ოქრუაშვილი მილიონერია - რესტორნები აქვს პარიზში და ჩვენ 20 პროცენტი დავკარგეთ, უამრავი ლტოლვილი და გამწარებული ხალხი...

ჰმ,
5

მოაშორეთ ახლა ეს კბილებდაღრჭენილი ჯაყო, როდემდე უნდა გვაყურებინოთ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

"ჩემზე ამბობენ ცხინვალიდან გაიქცაო..." - კოკოითის ინტერვიუ აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ: ცრუ "პრეზიდენტი" რემბოს იმიჯით და საგმირო ფანტაზიებით

"ჩემზე ამბობენ ცხინვალიდან გაიქცაო..." - კოკოითის ინტერვიუ აგვისტოს ომიდან 15 წლის შემდეგ: ცრუ "პრეზიდენტი" რემბოს იმიჯით და საგმირო ფანტაზიებით

"ეხო კავკაზას“ ჟურნალისტმა მურატ გუკემუხოვმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტ ედუარდ კოკოითთან აგვისტოს ომის 15 წლის თავზე ისაუბრა. ის ინტერვიუში ჰყვება ომის პირველ საათებზე, ცხინვალის, მოსკოვისა და თბილისის ურთიერთობებზე.

ასევე, ყოფილი ვითომ პრეზიდენტის თქმით, აქამდე უთქმელი ამბები გაიხსენა, რომელშიც ტყუილ-მართლის გარჩევა საკმაოდ რთულია, თუმცა ამის მიუხედავად Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტებს ამ ინტერვიუდან:

"შესაძლებელი იყო თუ არა, რომ ომისთვის თავი აგვერიდებინა? რა თქმა უნდა, შეიძლებოდა. მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ადამიანი მოვიდა, რომელთანაც მოლაპარაკება შეუძლებელი იყო, ის თავდაპირველად ომისთვის იყო დაპროგრამირებული.

ოფიციალურად მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი და მოძმე აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან, ყველაფერი კეთდებოდა, რომ სიმწვავე მოხსნილიყო და დაძაბულობა შემცირებულიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს მოსახლეობას ამ ნაბიჯისკენ უბიძგა. ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლებთან შეხვედრების დროს, სულ ვეუბნებოდი მათ, რომ საქართველოს შეიარაღებით, ისინი კონფლიქტის გაღვივებას უწყობდნენ ხელს და ამ ყველაფერზე ისინიც პასუხისმგებლები არიან ისევე, როგორც საქართველო. ისინი ჩვენს გაფრთხილებებს არ ისმენდნენ და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებდნენ", - ამბობს კოკოითი, რომელსაც რატომოღაც გამორჩა, ომამდე რამდენიმე კვირით ადრე, რუსების წახალისებული სეპარატისტები რა სიხშირით ბომბავდნენ სამაჩაბლოს ქართულ სოფლებს.

საუბრისას პერიოდულად კოკოითს ფანტაზიები იტაცებს - ისე, როგორც დღეს ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი დარბის იარაღით ხელში რემბოსავით, კოკოითიც ცდილობს იმჟამინდელ ამბებში საკუთარი როლი სწორედ ამ იმიჯით წარმოაჩინოს. მისი თქმით, მან და მისმა მცველმა ქართული სპეცრაზმი შეაშინეს და უკუაგდეს, მოსახლეობამ კი ეს საქციელი დიდად დაუფასა:

"საზოგადეობამ არ იცის, მაგრამ მაშინ ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი, რომ სააკაშვილს შევხვედრილიყავი. სიტუაციის გამწვავების დროს, როდესაც ქართულმა მხარემ დამატებითი ძალები შეიყვანა "სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე და ყველა სატრანსპორტო კომუნიკაციების გადაკეტვა დაიწყეს, ანალოგიური ბრძანება გავეცი მეც, რომ ჩვენც გადაგვეკეტა ამ სოფლების კომუნიკაციები.

ეს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მოხდა. ამ გამწვავების დროს მე ჩემ ერთ დაცვის წევრთან გადავედი შლაგბაუმის იქით, ქართულ სოფლებში. იქ ქართული სპეცრაზმი იდგა. მუქარის დემონსტრაციას ახდენდნენ, რომ თითქო მზად იყვნენ ცეცხლი გაეხსნათ, მაგრამ არ გავჩერდი და მოსახლეობასთან მივედი. ადგილობრივები ქართველ სპეცრაზმელებს დასცინოდნენ, თქვენ თუ უიარაღო კაცისგან გარბიხართ, ჩვენ როგორ უნდა დაგვიცვათო.

ადგილობრივებს ველაპარაკებოდი, მოვიდნენ ქართველი ჟურნალისტები. ადგილობრივები მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად ესმოდათ, რაც ხდებოდა. ერთმა ქალმა, რომელიც "სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე ცხოვრობდა, მითხრა, რომ მისი პრეზიდენტი მე ვიყავი. ამის გამო ჟურნალისტმა მიკროფონი ჩაარტყა.

ეს რომ დავინახე, პირველ რიგში, ბოდიში მოვახდევინე ამ ჟურნალისტს. მეორე ვუთხარი, - რის მიღწევას ცდილობთ, არაერთი მცდელობა მქონდა, რომ სააკაშვილს შევხვდე. წამოიყვანოს ოქრუაშვილი, მერაბიშვილი, ვინც უნდა, მზად ვარ მარტო შევხვდე თბილისში. მზად ვარ მთვარეზეც შევხვდე, ოღონდაც ეს დაძაბულობა განვმუხტო, თქვენს პრეზიდენტს კი რეაქცია არ ჰქონია - მეთქი..."

კოკოითს ერთხელ ამ კონფლიქტისთვის ისტორიულად და კრეატიულადაც შეუხედავს. მას თურმე, სურდა "სამხრეთ ოსეთში“ კავკასიის ერების უხუცესთა საბჭო შეექმნა.

"ჩრდილო კავკასიის ბევრმა უხუცესმა დაუჭირა მხარი ჩემს ინიციატივას. ქართველებმაც, მათ შორის. ისინი ჩვენთან შეხვედრაზე წამოვიდნენ. თუმცა გზაში გააჩერეს და სცემეს. მხოლოდ მეორე დღეს შეძლეს ჩემამდე მოსვლა. მე მათ ვუთხარი, - პატივცემულო უხუცესებო, კავკასია ყოველთვის განთქმული იყო მისი უხუცესების სიბრძნით. მე როგორც უმცროსი, ისე მოგმართავთ. გაუწიეთ საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრას ორგანიზება. მიმართეთ მას. მზად ვარ თქვენი თანდასწრებით, "სამხრეთ ოსეთის“ უხუცესების თანდასწრებით შევხვდე. თუ კი არ სურს საერთაშორისო ინსტიტუტების ფორმატები გამოიყენოს, ჩვენ შეგვიძლია როგორც ორი კავკასიელი, ისე შევხვდეთ ერთმანეთს - მეთქი. სააკაშვილმა ეს ხალხი არ მიიღო თავისთან და სახელმწიფო პენსიაც გაუუქმა...

დაძაბულობის მოსახსნელად მოსკოვშიც ხშირად დავდიოდი. წერილობით მივმართე რუსეთის და ეუთოს იმჟამინდელ პრეზიდენტებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა მოეწყოთ. მათ ჩემი იდეა მოიწონეს, თუმცა სააკაშვილმა უარი თქვა.

კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს მშვიდობიანი ინიციატივები იყო, არავითარი აგრესიული ზრახვები არ ყოფილა. ჩვენ თვითმკვლელები ხომ არ ვართ! კარგად გვესმოდა, საქართველოს რამხელა უპირატესობა ჰქონდა შეიარაღებაში".

ჯაყო-პრეზიდენტის თქმით, რუსეთი ცდილობდა კონფლიქტი ლიბერალური გზებით დაერეგულირებინა. თუმცა მან და ე.წ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა კატეგორიული უარი განაცხადეს.

"ამ შეხვედრას მედვედევი არ ესწრებოდა. კონფლიქტის ასეთ რეგულირებას რუსული ხელისუფლების ლიბერალური ძალები ცდილობდნენ. მე და სერგეი ბაღაფში მოსკოვში მოგვიწვიეს. იქ იყვნენ სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც "სამხრეთ ოსეთზე“, "აფხაზეთსა“ და ზოგადად კავკასიაზე მუშაობენ. მომილოცეს 2006 წლის არჩევნებში გამარჯვება. მე უკვე ვიცოდი, რაზეც იქნებოდა საუბარი, მათ სურდათ კონფედერაციის მსგავსი სუბიექტის შექმნა, ისინი ცდილობდნენ "სამხრეთ“ ოსეთისა და "აფხაზეთის“ ხელისუფლებების დისკრედიტაციას.

მივხვდი, რაზეც დაიწყებოდა საუბარი, ამიტომ ინიციატივა გამოვტაცე, მადლობა მოვუხადე შეკრებისთვის და განვაცხადე, რომ მსგავს საკითხს ჩემი ერის გარეშე ვერ განვიხილავდი. მე არ მქონდა მორალური უფლება.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მედვედევი იქ არ იყო. ეს იყვნენ ლიბერალური პროქართული ძალები. თქვენ კარგად იცით, რომელ სამინისტროებს და უწყებებს განაგებდნენ საქართველოდან გადმოსული ადამიანები, ისინი საქართველოს მიმართ სიმპათიებს ვერ მალავდნენ. სერგეი ვასილიევიჩმა მხარი დამიჭირა და განაცხადა, რომ მასაც არ მოსწონდა იდეა. ამით განხილვა დასრულდა.

ჯერ მათ სახელებს არ დავასახელებ, თუმცა კონფედერაციის იდეის მთავარი ბენეფიციარი ცოცხალი აღარ არის. შეხვედრის შემდეგ მისგან "მომხვდა“. მან თქვა, - ამ ახლაგაზრდა ოსს ეს ასე არ შერჩებაო", - ამბობს კოკოითო.

მან ომის დღეებიც გაიხსენა. მისი თქმით, ოსმა ჯარისკაცებმა გმირულად იბრძოლეს, რითაც პუტინიც კი გააოცეს.

"7 აგვისტოს, 19:35 საათზე, სააკაშვილი განცხადებით გამოვიდა, რომ ოსები მისი ძმები არიან და მოლაპარაკებები გაიმართებოდა. ამ განცხადებამ უფრო დამძაბა. იმ მომენტში გავიაზრე, რომ ომი იქნებოდა. სერიოზული ომი.

შევკრიბე სამხედრო საბჭო და ოფიცრები წინა ხაზზე გავგზავნე, რომ მკაცრად გაეფრთიხლებინათ ჩვენი ბიჭები, ბრძანების გარეშე არავის დაეწყო სროლა. 7 აგვისტოს საღამოს ომი დაიწყო და ჩვენი ბიჭები გმირულად იცავდნენ პოზიციებს.

სააკაშვილის განცხადების შემდეგ, 3-4 საათში, ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა. ცეცხლის გახსნიდან კი 40 წუთში ყურაშვილმა განაცხადა, რომ ასრულებდა მთავარსარდლის ბრძანებას ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე.

მე როგორც რეგიონის მთავარსარდალი, ზედმიწევნით ვასრულებდი საერთაშორისო შეთანხმებებს. დავურეკე სამშვიდობო ძალების მეთაურ კულახმეტოვს და სიტუაცია გავაცანი.

ქართველები შორს მსროლელი იარაღით გვბომბავდნენ, მათ შორის ცხინვალს და დასახლებულ პუნქტებს. მე კულახმეტოვს ვუთხარი, რომ "სამხრეთ ოსეთის“ ძალებს საპასუხო ცეცხლის გახსნის უფლებას ვაძლევდი.

არც პუტინისთვის და არც მედვედევისთვის არ დამირეკავს. მხოლოდ FSB-ს დირექტორის მოადგილეს ვესაუბრებოდი, რომელმაც მაცნობა, რომ "სამხრეთ ოსეთის“ მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიღებული იყო.

ვესაუბრე, ასევე გენშტაბის ხელმძღვანელსაც, რომელმაც მითხრა, რომ კოლონა დაიძრა და საშუალო სიჩქარე 30-40 კმ/სთ იყო.

სხვისთვის არავისთვის დამირეკავს, არც ვცდილობდი, იმიტომ რომ ეს ჩვენი ომი იყო. პატარა ბავშვი ხომ არ ვარ, რომელიც ჩხუბს იწყებს და მერე უფროსი ძმის ზურგს უკან იმალება.

ომის შემდეგ ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს შევხვდი. აღფრთოვანებული იყო "სამხრეთ ოსების“ ბრძოლით...

ჩემზე ამბობენ ცხინვალიდან გაიქცაო, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩემი სინდისი ერის წინაშე სუფთაა. კი არ გავიქეცი, მეორე შტაბში გადავინაცვლე, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ როკის გვირაბთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს დავხვედროდით", - ყვება კოკოითი, რომელმაც იმდენი ტყუილი თქვა ამ ვრცელ ინტერვიუში, რამდენიც შესაძლო იყო. მისმა ფანტაზიამ თითქმის კავკასია გააერთიანა, წინ აღუდგა რუს პოლიტიკოსებს, განდევნა ქართული სპეცრაზმი, დაიცვა ქართველი ქალი, რომელმაც თურმე მისი პრეზიდენტობა აღიარა...

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ