სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თემა, რომელზეც რუსეთი დუმს: როგორ გახდა ფრონტის ხაზი პატიმართა "თავშესაფარი" - "ამჯერად ქალების დროა... ამბობენ, რომ ომში წასვლით დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობენ"
თემა, რომელზეც რუსეთი დუმს: როგორ გახდა ფრონტის ხაზი პატიმართა "თავშესაფარი" - "ამჯერად ქალების დროა... ამბობენ, რომ ომში წასვლით დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობენ"

"ახლა პა­ტი­მა­რი ქა­ლე­ბის ჯერი დად­გა" - წერს BBC-ის რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო გან­ყო­ფი­ლე­ბა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, უამ­რა­ვი რუსი ქალი აპი­რებს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და­ტო­ვოს.

"ზოგი მათ­გა­ნი ფუ­ლის გამო, ზო­გიც იდე­ო­ლო­გი­უ­რი მო­ტი­ვით აპი­რებს ცი­ხის და­ტო­ვე­ბა­სა და ომში წას­ვლას. პირ­ველ ეტაპ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს კრას­ნო­და­რის მხა­რის ქალ­თა კო­ლო­ნია" - წერს გა­მო­ცე­მა.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ქა­ლე­ბის თქმით, ზოგ მათ­განს გრძელ­ვა­დი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა, ან სუ­ლაც სა­მუ­და­მო აქვს მის­ჯი­ლი და ცხოვ­რე­ბის ცი­ხე­ში გა­ტა­რე­ბას, ომში წას­ვლა ურ­ჩევ­ნია, რად­გან თა­ვი­სუფ­ლე­ბის შან­სი ეძ­ლე­ვათ.

"იქ არი­ან ქა­ლე­ბი, რო­მელ­თაც 10-12 და მეტი დრო­ით აქვთ თა­ვი­სუფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლი, უმე­ტე­სო­ბა ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ნახ­ვა-რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის იხ­დის სას­ჯელს. მათ შო­რის ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლია, რო­მელ­თაც ნარ­კო­ტიკ­ზე ხელი მი­უწ­ვდე­ბო­დათ, და­ბა­ლი შე­მო­სავ­ლის გამო, ცდუ­ნე­ბას ვერ გა­უძ­ლეს და ნარ­კო­ტი­კის გა­ყიდ­ვა და­ი­წყეს. ახლა კი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ ომში თა­ვი­ანთ სამ­სა­ხუ­რებ­რივ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ და დაჭ­რი­ლებს მო­უვ­ლი­ან" - წერს BBC-ი.

რუ­სეთ­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს იდეა "ვაგ­ნე­რის" მიერ და­წყე­ბუ­ლი, პა­ტიმ­რე­ბის გად­მო­ბი­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ის გაგ­რძე­ლე­ბაა.

პა­ტი­მა­რი ქა­ლე­ბი ბოლო ხა­ნებ­ში აქ­ტი­უ­რად უგ­ზავ­ნი­ან წე­რი­ლებს ფონდ Русь сидящая-ს, რო­მე­ლიც ქალ­თა უფ­ლე­ბებ­ზე მუ­შა­ობს. თა­ვი­ანთ წე­რილ­ში ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ ფრონტზე წას­ვლით და­ნა­შა­უ­ლის გა­მოს­ყიდ­ვას ცდი­ლო­ბენ...

მისი დამ­ფუძ­ნებ­ლის ოლგა რო­მა­ნო­ვას თქმით, პა­ტი­მა­რი ქა­ლე­ბის ომში გა­და­ბი­რე­ბა 2022 წლი­დან და­ი­წყო. რა­ღაც ნა­წი­ლი უკვე ჩა­იყ­ვა­ნეს დო­ნეც­კის ოლ­ქში. სა­უ­ბა­რია 50-ზე მეტ ქალ­ზე, რომ­ლე­ბიც კო­ლო­ნი­ი­დან სნეჟნო­ე­ში, ცხელ წერ­ტილ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, მათ არ შე­უძ­ლი­ათ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბა, რად­გან რუ­სე­თი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

"კო­ლო­ნი­ის ქა­ლებს ინ­ტერ­ნეტ­ზე არა­ვი­თა­რი წვდო­მა არ აქვთ, მხო­ლოდ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ას იღე­ბენ, რა­საც ტე­ლე­ვი­ზორ­ში აჩ­ვე­ნე­ბენ და შე­სა­ბა­მი­სად, იმის სჯე­რათ... ზოგს ფული უნდა, მაგ­რამ ზოგი წერს, რომ მზად არის სამ­შობ­ლოს შე­ე­წი­როს და ყო­ველ­დღე გზავ­ნის წე­რი­ლებს, რათა და­ვეხ­მა­როთ, რო­გორ­მე კო­ლო­ნია და­ტო­ვოს და ომში წა­ვიდ­ნენ. მათ უმე­ტე­სო­ბას ქმარ-შვი­ლი ან მხო­ლოდ შვი­ლე­ბი ჰყავთ, მაგ­რამ ეს არ ადარ­დებთ, ომში წას­ვლა უნ­დათ" - ამ­ბობს რო­მა­ნო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გუგა
1

ამათ ჩემი მტერი ჩაუვარდა ტყვედ.

ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
11

რუსეთის "უძლეველი" არმია... )))

ქართველები რომ არა, მეორე მსოფლიო ომშიც სამარცხვინოდ დამარცხდებოდნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თემა, რომელზეც რუსეთი დუმს: როგორ გახდა ფრონტის ხაზი პატიმართა "თავშესაფარი" - "ამჯერად ქალების დროა... ამბობენ, რომ ომში წასვლით დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობენ"

თემა, რომელზეც რუსეთი დუმს: როგორ გახდა ფრონტის ხაზი პატიმართა "თავშესაფარი" - "ამჯერად ქალების დროა... ამბობენ, რომ ომში წასვლით დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობენ"

"ახლა პატიმარი ქალების ჯერი დადგა" - წერს BBC-ის რუსული საინფორმაციო განყოფილება, რომლის ცნობითაც, უამრავი რუსი ქალი აპირებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულება დატოვოს.

"ზოგი მათგანი ფულის გამო, ზოგიც იდეოლოგიური მოტივით აპირებს ციხის დატოვებასა და ომში წასვლას. პირველ ეტაპზე, განსაკუთრებით აქტიურობს კრასნოდარის მხარის ქალთა კოლონია" - წერს გამოცემა.

გამოცემის ცნობით, ქალების თქმით, ზოგ მათგანს გრძელვადიანი პატიმრობა, ან სულაც სამუდამო აქვს მისჯილი და ცხოვრების ციხეში გატარებას, ომში წასვლა ურჩევნია, რადგან თავისუფლების შანსი ეძლევათ.

"იქ არიან ქალები, რომელთაც 10-12 და მეტი დროით აქვთ თავისუფლება შეზღუდული, უმეტესობა ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციისთვის იხდის სასჯელს. მათ შორის ძალიან ბევრი სამედიცინო პერსონალია, რომელთაც ნარკოტიკზე ხელი მიუწვდებოდათ, დაბალი შემოსავლის გამო, ცდუნებას ვერ გაუძლეს და ნარკოტიკის გაყიდვა დაიწყეს. ახლა კი ირწმუნებიან, რომ ომში თავიანთ სამსახურებრივ გამოცდილებას გამოიყენებენ და დაჭრილებს მოუვლიან" - წერს BBC-ი.

რუსეთში მიიჩნევენ, რომ ეს იდეა "ვაგნერის" მიერ დაწყებული, პატიმრების გადმობირების ტენდენციის გაგრძელებაა.

პატიმარი ქალები ბოლო ხანებში აქტიურად უგზავნიან წერილებს ფონდ Русь сидящая-ს, რომელიც ქალთა უფლებებზე მუშაობს. თავიანთ წერილში ისინი ამბობენ, რომ ფრონტზე წასვლით დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობენ...

მისი დამფუძნებლის ოლგა რომანოვას თქმით, პატიმარი ქალების ომში გადაბირება 2022 წლიდან დაიწყო. რაღაც ნაწილი უკვე ჩაიყვანეს დონეცკის ოლქში. საუბარია 50-ზე მეტ ქალზე, რომლებიც კოლონიიდან სნეჟნოეში, ცხელ წერტილში გადაიყვანეს.

გამოცემის ცნობით, მათ არ შეუძლიათ ამ ინფორმაციის გადამოწმება, რადგან რუსეთი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს.

"კოლონიის ქალებს ინტერნეტზე არავითარი წვდომა არ აქვთ, მხოლოდ იმ ინფორმაციას იღებენ, რასაც ტელევიზორში აჩვენებენ და შესაბამისად, იმის სჯერათ... ზოგს ფული უნდა, მაგრამ ზოგი წერს, რომ მზად არის სამშობლოს შეეწიროს და ყოველდღე გზავნის წერილებს, რათა დავეხმაროთ, როგორმე კოლონია დატოვოს და ომში წავიდნენ. მათ უმეტესობას ქმარ-შვილი ან მხოლოდ შვილები ჰყავთ, მაგრამ ეს არ ადარდებთ, ომში წასვლა უნდათ" - ამბობს რომანოვა.